1-7 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

1 მაისი 19:30
1646

ამ კვირაში ნუ დაივიწყებთ პირად ურთიერთობებს, მისთვისაც შემოინახეთ ძალები და დაუთმეთ საჭირო ყურადღება...

ვერძი
ვერძებს ახალი კვირა მარტივად და მოკლედ მოეჩვენებათ. დღესასწაულებს, ტრადიციულად, ახლობლების წრეში გაატარებთ, მაგრამ ეს ხმაურიანი ღონისძიება გაიძულებთ, სამუშაო დაივიწყოთ. ყველაფერს, რასაც დირექტორი გეტყვით, ხუთიანზე შეასრულებთ და კიდევ ერთხელ დაუმტკიცებთ ყველას, რომ თქვენ ჭეშმარიტი პროფესიონალი ხართ. სიყვარულში ნაკლებ შედეგს გამოავლენთ (ადამიანი, რომლის გულის დაპყრობას ცდილობთ, ძველებურად თავშეკავებული და გულგრილი იქნება თქვენ მიმართ). თუმცა, ეს მაინც არ შეგიშლით ხელს მასზე ზრუნვასა და მის მიმართ კეთილ განწყობაში.


კურო
თქვენი ენერგეტიკული პოტენციალით უკმაყოფილო იქნებით. საკუთარ  თავს მასშტაბურ დავალებას მისცემთ, მაგრამ მისი შესრულება გაგიჭირდებათ. ნუ დაადანაშაულებთ საკუთარ თავს, რადგან დროებითი წარუმატებლობის მთავარი მიზეზი დაღლილობა იქნება, რასაც თქვენი სხეული ცხოვრების დაძაბული რეჟიმიდან გამომდინარე გრძნობს. კარგი იქნება, წინსვლაზე ფიქრს ზოგჯერ დასვენებაც შეუთავსოთ.


ტყუპები
ტყუპები არაგუნდური მოთამაშეები იქნებიან. დასვენების დღეებში ოჯახის წევრების აზრის საწინააღმდეგოდ იმოქმედებთ და უქმეებს აგარაკზე, მოსავლის მოლოდინში გაატარებთ. მორიგი სკანდალის სანაცვლოდ შეგიძლიათ, დარჩეთ სახლში, თუმცა, ამ პირობით ძალიან ცუდად ისარგებლებთ (მაგალითად, მთელ თავისუფალ დროს მეზობელთან ლაქლაქში გაატარებთ). სამსახურში უახლოეს დღეებში ახალი გამარჯვებები არ გელოდებათ, რადგან თქვენი გულგრილი დამოკიდებულება თქვენს პროფესიულ ვალდებულებასაც შეემჩნევა.


კირჩხიბი
კირჩხიბებს ვარსკვლავები ურჩევენ, დაიცვან საკუთარი ნერვები მორიგი აგრესიისგან. უახლოეს დღეებში დიდი სკანდალის საფრთხე გემუქრებათ, რომლის პროვოცირებასაც არა მხოლოდ ნათესავები, მეგობრები და მეზობლები, არამედ უცნობი ადამიანებიც მოახდენენ. როგორც კი იგრძნობთ, რომ თქვენს გარშემო ჰაერი დამძიმდა, რაც შეიძლება შორს გაიქეცით! არ ღირს აგრესიაზე ნეგატიური პასუხის გაცემა, რადგან ამგვარად საკუთარ თავს დააზარალებთ და ემოციურ ბალანსს დაკარგავთ.


ლომი
ლომებისთვის ეს კვირა მთელი დღესასწაული იქნება. პირველი მაისის დღესასწაულს იმ დროს აღნიშნავთ, როდესაც კანონიერი დასვენების დღეები ფინალისკენ წავა და სამსახურში გასვლა მოგიწევთ. რა თქმა უნდა, შეეცდებით სამსახურისა და ხმაურიანი დასვენების შეთავსებას და ბრწყინვალე პროფესიონალურ შედეგს აჩვენებთ. კარგი იქნება, თუკი თქვენი მუდმივი უკმაყოფილება  თქვენი ხელმძღვანელის ყურადღების მიღმა დარჩება (წინააღმდეგ შემთხვევაში მკაცრი წინადადება გელოდებათ). პირადი ცხოვრება გაცილებით წარმატებული გექნებათ და ამ კვირაში საპირისპირო სქესის ადამიანთან დიდი პოპულარობით ისარგებლებთ.


ქალწული
ქალწულებისთვის რეკომენდებულია უფრო ინტელექტუალურ სამუშაოს მიანიჭონ უპირატესობა. თქვენი ორგანიზმი, უბრალოდ, ვერ შეძლებს, ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას ნორმალურად გაუმკლავდეს. თუკი თქვენი სამუშაო ფიზიკურ შრომას გულისხმობს, ვარსკვლავები გირჩევენ, ერთკვირიანი შვებულება აიღოთ (ამგვარად სამწუხარო შედეგს თავიდან აიცილებთ: თავბრუსხვევა, დაჭიმულობა და მსგავსი უსიამოვნებები). ამასთანავე, პასიური დასვენება დადებითად აისახება თქვენს ნერვულ სისტემაზე და მორალური „დატვირთვისგან“ გაგათავისუფლებთ.


სასწორი
სასწორებს კვირის განმავლობაში მთელი რიგი მნიშვნელოვანი მოვლენები ელოდებათ. ფინანსურ სფეროში კონცენტრირებული იქნებით, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი კაპიტალი უფრო გაიზრდება. მართალია, ჯერჯერობით ეს მხოლოდ პერსპექტივაა, თუმცა, მის განხორციელებას უახლოეს დღეებში შეძლებთ. ნუ გადადებთ გეგმებს სამომავლოდ და აღმოაჩენთ, რომ მათ განსახორციელებლად საქმიან პარტნიორს გამონახავთ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ პირადი ურთიერთობებიც მოითხოვს თქვენგან ძალებსა და საჭირო ყურადღებას, ამიტომ უიქენდი თქვენს მეორე ნახევარს მიუძღვენით.


მორიელი
ამ კვირაში მორიელები ნაკლებად გამოხატავენ ემოციებს. ყველაფერი, რაც თქვენს შინაგან სამყაროში ხდება, მხოლოდ თქვენთვის არის ცნობილი, მაგრამ ამის შესახებ ხმამაღლა არ საუბრობთ და არც ჟესტებით გამოხატავთ იმას, რაც გაწუხებთ და გაღელვებთ. ადამიანები, რომლებიც თქვენთვის ნამდვილად ძვირფასები არიან, აქტიურ ნაბიჯებს გადადგამენ, რათა სასაუბროდ გამოგიწვიონ და დახმარება აღმოგიჩინონ. სამწუხაროდ, სიახლოვეს არავის გაიკარებთ და შეეცდებით, პრობლემებს დამოუკიდებლად გაუმკლავდეთ და ეს ნამდვილად გამოგივათ, რის შემდეგაც საბოლოოდ დარწმუნდებით, რომ თქვენი შინაგანი სამყარო ძალიან ძლიერია და არავის იმედი არ გაქვთ.


მშვილდოსანი
მშვილდოსნებს მომდევნო კვირაში უამრავი მიზეზი ექნებათ გასაღიმებლად, დღესასწაულზე გეწვევათ სტუმარი, რომელიც რამდენიმე წელია, არ გინახავთ და რომელიც ძალიან გენატრებოდათ. როგორც კი ეს ვიზიტი დასრულდება, მეორე ნახევრისგან საჩუქარი გელოდებათ (სავარაუდოდ, იმ ნივთს გაჩუქებთ, რომელზეც დიდი ხანია, ოცნებობთ). სამსახურებრივ საქმეებში სიურპრიზები ან საჩუქრები არ გელოდებათ (ყველაზე დიდი საჩუქარი თქვენთვის მშვიდი სამუშაო პროცესი და იმის გაცნობიერება იქნება, რომ თქვენი დირექტორი თქვენით კმაყოფილია).


თხის რქა
თხის რქებს ვარსკვლავები ურჩევენ, ამ კვირაში ქველმოქმედებით დაკავდნენ. სხვათა შორის, კეთილი საქმისკენ გარემოება გიბიძგებთ. გამორიცხული არ არის, რომ თქვენი დახმარება ახლობელ ადამიანს დასჭირდეს (მეგობარს, ადამიანს, რომელსაც სოლიდური თანხა ასესხეთ ან ნათესავს, რომელმაც მეწარმეობა გადაწყვიტა). სხვისი პრობლემების გადაწყვეტის დროს საკუთარი საქმეები დაგავიწყდებათ (ისიც კი, რომ დიდი ხანია, პაემანზე წასვლას ელოდებით, რომლისთვისაც  უკვე რამდენიმე დღეა, ემზადებით და რომელზეც დიდ იმედებს ამყარებთ).


მერწყული
მერწყულებს ახალი კვირა განსაკუთრებულს არაფერს უმზადებს. დასვენების დღეებს ტელევიზორთან, დივანზე წამოწოლილი გაატარებთ და ეს სიზარმაცე არაფრით დაგანენებთ თავს. ეს გრძნობა მხოლოდ მას შემდეგ დაგტოვებთ, რაც თქვენს სამუშაო ადგილზე, საუკეთესო თანამშრომლის წოდებისთვის კონკურსი გამოცხადდება. აი, მას შემდეგ გააქტიურდებით და პოტენციური გამარჯვებისთვის ნაბიჯს წინ გადადგამთ. პირად საქმეებში მსგავს ინიციატივას არ გამოიჩენთ და ადამიანი, რომელსაც ოცნებობთ, თქვენი მეორე ნახევარი უწოდოთ, ვერ მიხვდება, რატომ გერიდებათ მასთან მისვლა და რატომ გაქვთ მის მიმართ გულგრილი დამოკიდებულება.  


თევზები
თევზები ამ კვირაში ბევრ საქმეს მოასწრებთ. დასვენების დღეებში აგარაკზე საკუთარ ბოსტანს მიხედავთ და თქვენი ენთუზიაზმით ნათესავებს გააკვირვებთ. სამუშაო კვირის დასაწყისში დაუღალავად ჩაერთვებით სამუშაო საქმეებში და ეს აქტივობა საკმაოდ დიდ პოპულარობას მოგიტანთ (შესაძლოა, პრემია მიიღოთ, რომელსაც მხოლოდ თქვენ გამოგიწერენ და რომელსაც თქვენი არაკეთილისმსურველი კოლეგები შურით შეხვდებიან). პირად საკითხებში ნაკლები წარმატება გელოდებათ, რადგან პირადი ცხოვრებისთვის დრო არ დაგრჩებათ.