26 ივნისი-2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

25 ივნისი 20:00, 2017 წელი

ამ კვირაში პანიკისა და პესიმიზმის დრო არ არის...

ვერძი
ვერძებს მომდევნო კვირაში არცთუ ისე მარტივი კონკურენცია ელოდებათ. სანამ ახალ ნაბიჯებს გადადგამთ, ყველაფერზე კარგად დაფიქრდით, მათ შორის იმ გზებზე, რომელთა გათვალისწინება დამარცხების შემთხვევაში მოგიწევთ. დაძაბულობა მხოლოდ სამსახურებრივ საქმეებში გელოდებათ. პირად ცხოვრებაში მხოლოდ სიმშვიდე და სტაბილურობა შეინიშნება. დასვენების დღეებში დაუვიწყარი მოგზაურობა გელოდებათ, რომელშიც თქვენს მუდმივ პარტნიორთან ერთად გაემგზავრებით. თუკი მარტოხელა ხართ, უიკენდს სახლის გარეთ გაატარებთ, სადაც, შესაძლოა, თქვენი ცხოვრების იდეალურ მეგზურს შეხვდეთ.


კურო
კუროებს კვირის განმავლობაში სამსახურთან დაკავშირებით ბევრი მოსაწყენი საქმე ელოდებათ. დაძაბულობა, რომელიც თქვენს პროფესიულ საქმიანობაში წარმოიქნება, მომდევნო შვიდი დღის ძირითადი თემა გახდება. მუშაობის პერიოდში ისე დაიღლებით, რომ აღარც ძალა შეგრჩებათ და აღარც სურვილი შესვენებაზე გასასვლელად. მხოლოდ უქმე დღეებში შეძლებთ სრულფასოვნად დასვენებას. შესაძლოა, კვირის ბოლოს ოჯახის წევრმა დახმარება გთხოვოთ და, დიდი ალბათობით, უარის თქმას ვერ შეძლებთ.


ტყუპები
ტყუპებს არცთუ ისე კარგად ნაცნობი ადამიანის დაცვა მოუწევთ. საუბარია ახალ კოლეგაზე, რომელიც შეეცდება, მისთვის უცხო კოლექტივში გათამამდეს და ფიქრობს, რომ თქვენ ყველაზე მეგობრული ადამიანი ხართ. თავიდან, რა თქმა უნდა, გესიამოვნებათ ამგვარი კომპლიმენტი, მაგრამ მალევე მოგბეზრდებათ ახალ თანამშრომელზე ზრუნვა. გარდა იმისა, რომ ის თავისი სამუშაოს დიდ ნაწილს თქვენ გადმოგაბარეთ და თან მუდმივად იწუწუნებს ცხოვრებაზე, ნათესავებსა და ყველაფერზე, რაც მისი სახლის კედლებში ხდება.


კირჩხიბი
კირჩხიბებისთვის მომდევნო კვირა შესანიშნავად ჩაივლის. იღბალი წამითაც კი არ დაგტოვებთ, ამიტომ კარგი იქნება, ის საკითხები გადაწყვიტოთ, რომლებიც ფინანსურ სფეროსა და პირად ცხოვრებას უკავშირდება. თუკი მარტოხელა ხართ, გირჩევთ, კვირის დასაწყისში რამდენიმე თაყვანისმცემლიდან ერთ-ერთი აირჩიოთ თქვენი მეორე ნახევრის როლზე. ეს საკითხი მომდევნო კვირაში ყველაზე რთული გადასაწყვეტი იქნება. საბოლოოდ, ისე მოიქცევით, როგორც გული გიკარნახებთ და პასუხი სწორი აღმოჩნდება - თქვენ გვერდით ყველაზე ღირსეული ადამიანი დარჩება.


ლომი
ლომებო, ვარსკვლავები გირჩევენ, გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად დაფიქრდეთ. თუკი რაიმე მიზეზით თქვენი მეორე ნახევრის საქციელი არ მოგეწონებათ, ნუ დაიწყებთ ხმამაღლა ყვირილს განქორწინების შესახებ. რაც შეეხება ფინანსურ საკითხებს, აქაც სიმშვიდე და მოთმინება უნდა გამოიჩინოთ. თქვენი შემოსავალი ჯერჯერობით არ გაიზრდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროექტი, რომელშიც ფინანსები დააბანდეთ, სრულიად უპერსპექტივოა.


ქალწული
ქალწულებს პოზიტიური კვირა ელოდებათ. ოპტიმისტურად მიადევნებთ თვალს, როგორ „იქოქება“ თქვენი პროექტი, რომელიც საკმაოდ დიდი ხნის წინათ დაიწყეთ. ასევე, დიდი წარმატება გელოდებათ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი ბიზნესსაქმიანობით ხართ დაკავებული. მხოლოდ პირად საკითხებში შეგხვდებათ მცირე წინააღმდეგობები. დიდი ალბათობით, შაბათ-კვირის გატარებას გეგმის მიხედვით ვერ მოახერხებთ და ამის მიზეზი მოულოდნელი სტუმარი იქნება, რომელიც გაცნობებთ, რომ თქვენს სახლში რამდენიმე კვირა უნდა იცხოვროს.


სასწორი
სასწორები მომდევნო კვირას საკმაოდ დინამიკურ რეჟიმში გაატარებენ. საკუთარ თავზე ბევრი რამის აღება მოგიწევთ და პარალელურად, იმ უსიამოვნებებსაც უნდა გაუმკლავდეთ, რომლებიც ახლო ნათესავის ცხოვრებაში მოხდება. დასვენების დღეებში ისეთი შეგრძნება დაგეუფლებათ, თითქოს სულ ახლახან დაბრუნდით ომიდან ან სხვა რთული გამოწვევების წინაშე იდექით. დასასვენებლად ქალაქგარეთ გაემგზავრებით, თანაც მარტო. მზე, ზღვა და სანაპირო ან თევზაობა (თუკი გიყვართ) - ეს ყველაფერი საკმარისია სრულფასოვანი დასვენებისთვის.



მორიელი
მორიელების ცხოვრებაში მომდევნო კვირა არაფრით გამოირჩევა. სამსახურში ჩვეულებრივი თანამშრომელი იქნებით, რომელიც ოცნებობს, ფირმის ხელმძღვანელი გახდეს, ხოლო საღამოობით საშუალოსტატისტიკური ობივატელის როლში აღმოჩნდებით, რომლისთვისაც კომფორტული სახლი, ნოყიერი სადილი და ჯანმრთელი ნათესავები სამყაროში ყველაფერზე მნიშვნელოვანია. მომდევნო კვირის ყველაზე ნათელი მოვლენა ვიდეორგოლი გახდება, რომელსაც ინტერნეტში წააწყდებით და რომელზეც ძალიან დიდხანს იცინებთ.


მშვილდოსანი
მშვილდოსნებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მცირე პრობლემები შეექმნებათ. შესაძლოა, ეს სტრესისა და გადაღლილობის მიზეზით მოხდეს, რაც დატვირთული სამუშაო კვირის შედეგია. კარგი იქნება, თუკი შვებულებას მომდევნო კვირიდან აიღებთ, რადგან ასე უფრო სწრაფად გათავისუფლდებით სტრესისგან. თუკი თქვენი შვებულება უკვე დასრულდა, ან ჯერ არ დაწყებულა, შეეცადეთ, თქვენს გადატვირთულ გრაფიკში თუნდაც რამდენიმე საათი გამონახოთ პასიური დასვენებისთვის. გაითვალისწინეთ, რომ სასოფლო-სამეურნეო შრომა დასვენებად ვერ ჩაითვლება.


თხის რქა
თხის რქები მომდევნო კვირაში უჩვეულო ქმედებას ჩაიდენენ. სავარაუდოდ, საუბარია კარდინალურ ცვლილებებზე, რომლებსაც ყველასთვის მოულოდნელად შეიტანთ თქვენს გარეგნობაში. თუმცა რთულია იმის თქმა, მოიგებთ თუ არა გარეგნობის შეცვლით (ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვან პასუხს ვერ მიიღებთ). ნაცნობების ნაწილი თქვენს ახალ გადაწყვეტილებას გააკრიტიკებს, ამასთანავე, ადამიანი, რომლის ხათრითაც მიმართეთ ექსპერიმენტს, თქვენს ახალ იმიჯს განსაკუთრებულ ყურადღებას არ მიაქცევს.


მერწყული
მერწყულები მომდევნო კვირას, ჩანჩქერთან ან სანაპიროზე, კოქტეილის წრუპვაში გაატარებენ. იმ შემთხვევაშიც, თუკი შვებულებამდე ჯერ შორია, უახლოეს დღეებში მაინც შეძლებთ კარგად დასვენებას, რასაც თქვენს სამსახურში შექმნილი ვითარება შეუწყობს ხელს. თქვენი ხელმძღვანელი დასასვენებლად გაემგზავრება და ვერავინ გაიძულებთ ვერც თქვენ და ვერც თქვენს კოლეგებს, სრულად დაიტვირთოთ სამსახურში. საბოლოოდ, სტრესი და დაძაბულობა არ გემუქრებათ და ოჯახის წევრებსაც, სხვა დღეებთან შედარებით, საკმაოდ დიდ დროს დაუთმობთ.


თევზები
თევზებისთვის ამ კვირაში რეკომენდებული არ არის რაიმე ახალი საქმიანობის წამოწყება. თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი იმდენად დაბალია, რომ არსებული მოვალეობის შესასრულებლადაც არ გეყოფათ ძალები. ნუ დაადანაშაულებთ საკუთარ თავს, თუკი თქვენს სამსახურებრივ საქმეებში შეცდომებს აღმოაჩენთ. გონების, სიფხიზლისა და სიმშვიდის დაბრუნებაში კარგი დასვენება დაგეხმარებათ. ხშირად მიეცით თავს უფლება, პასიურად დაისვენოთ. მაგალითად, დასვენების დღეებში ესტუმრეთ თანამედროვე ხელოვნების გამოფენას ან საინტერესო წიგნი წაიკითხეთ.

დღის ჰოროსკოპი

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

როგორ იქცა 24 წლის უდარდელი ბიჭი მრავალშვილიან მამად

4 ქალიშვილის მამას საიმონ ჰუპერს (Simon Hooper) არცთუ მარტივი ცხოვრება აქვს, თუმცა ის ინსტაგრამზე ყოველგვარი შეფერადების გარეშე აღწერს თავის ყოველდღიურობას და იუმორით ჰყვება, როგორია, იყო ერთადერთი მამაკაცი ხუთი ქალის გარემოცვაში. 
საკნატუნო ამბები

(+18) მითები „უკანა კარზე“ - 11 მცდარი მოსაზრება ანალურ სექსზე

მართალია, ანალური სექსი ტაბუ აღარ არის, მაგრამ კითხვა და მითი ამ თემის გარშემო ბევრია. მტკივნეულია? შესაძლებელია ორგაზმის მიღება? ვინმე მუდმივად კავდება ანალური სექსით? სპეციალისტები გვიმხელენ, რა არის სიმართლე და რა მითი.  
დღის ჰოროსკოპი

18 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

საქართველოში კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდი Ipekyol&Twist • იპეკოლი&ტვისტი შემოვიდა

16 მაისს ბრენდის პირველი ოფიციალური მაღაზია სავაჭრო ცენტრ „მერანში“ გაიხსნა.
კინო

2 ახალი სერიალი ჯესიკა ალბასა და ჯორჯ კლუნის მონაწილეობით

ისინი 2019 სერიალებია. ერთ-ერთის პრემიერა კი, რომელშიც ჯორჯ კლუნის ვიხილავთ, ამ კვირაში გაიმართება.
ამბები

ცესკომ მიმდინარე წლის 19 მაისის არჩევნებისთვის სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესახებ სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა

2019 წლის 19 მაისის არჩევნებისთვის სტატისტიკური მონაცემები სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესახებ.
დღის ჰოროსკოპი

17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

კაპრეზე პესტოს სოუსით - აუცილებლად სცადეთ!

მწიფე პამიდორი, მადისაღმძვრელი მოცარელა და ცხარე სოუსი... ეს იტალიური სალათი შთამბეჭდავია არა მარტო ინგრედიენტების კომბინაციით, არამედ განუმეორებელი გემოთიც...
საკნატუნო ამბები

ყველაზე გავრცელებული შეცდომები სექსში (+18)

როგორც აღმოჩნდა, ქალებსა და კაცებს აბსოლუტურად სხვადასხვა ქმედება აღიზიანებთ საწოლში.     
დღის ჰოროსკოპი

16 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

7 ფილმი სამყაროს უსასრულობაზე

თუკი გიოცნებიათ კოსმოსში მოგზაურობაზე, მაშინ ეს ფილმები თქვენთვისაა...