19–25 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

19 იანვარი 14:00, 2015 წელი

გაიგეთ, რა გელოდებათ ამ კვირაში

1925 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი


 


ვერძი (21 მარტი–19 აპრილი)


 


ამ კვირაში დიდი ხნის უნახავ მეგობრებს შეხვდებით. შესაძლოა, სურვილები და ოცნებები განხორციელდეს. თქვენს მცდელობას დადებითი შედეგი აუცილებლად მოჰყვება. ზოგადად, იანვრის თვე ვერძის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის განსაკუთრებით წარმატებულია. სასიამოვნო დასვენების, გართობის, იდეების განხორციელებისა და სასიყვარულო კავშირების კუთხით წარმატება გელოდებათ. განსაკუთრებული ყურადღება  კრეატიულ იდეებს დაუთმეთ და  პროფესიონალ ადამიანებთან განიხილეთ.


 


 


 


 


კურო (20 აპრილი –20 მაისი)


 


კუროს ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის ეს კვირა სამსახურის დაწყების კუთხით შედეგის მომტანი იქნება. დაუკავშირდით ძველ უფროსებს და შეახსენეთ თავი. იმუშავეთ საკუთარ თავზე, გაიღრმავთ ცოდნა და გამოიყენეთ თქვენი ტალანტი. სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, კარგად დაფიქრდით, დგახართ თუ არა სწორ გზაზე.


 


 


 


 


ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი)


 


ამ კვირის განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები მეგობრები მოგზაურობას შემოგთავაზებენ. ეს იქნება დაუვიწყარი დრო თქვენს ცხოვრებაში. გაეცნობით ახალ კულტურას, მიიღებთ ცოდნას და შესაძლოა, სხვა ეროვნებისა და კულტურის მქონე პარტნიორიც შეიძინოთ, რომელთანაც რომანტიკული თავგადასავალიც გადაგხდებათ.


 


 


 


 


კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი)


 


ეს კვირა განსაკუთრებით ემოციური იქნება. ძლიერ ემოციურ ფონს მოგონებები შეგიქმნით. თქვენს ცხოვრებაში რომანტიკული ურთიერთობა აღდგება. გამოჩნდება ადამიანი, რომელიც  ადრე უკვე იყო თქვენ გვერდით. შესაძლოა ყოფილი პარტნიორი ისევ დაინტერესებულია თქვენით და ეჭვიანობს. კარგად დაფიქრდით, გაანალიზეთ წარსული და  სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ. გათავისუფლდით ძველი, დაგროვილი ემოციებისგან.


 


 


ლომი (23 ივლისი –22 აგვისტო)


 


გამოიყენეთ ეს კვირა კონფილქტების მოსაგვარებლად. ნუ იქნებით მომთხოვნი საყვარელი ადამიანის მიმართ. ამ გზით თქვენი ურთიერთობა უფრო ჰარმონიული იქნება. თუ ჯერ კიდევ მეორე ნახევრის ძიებაში ხართ, ეს სიყვარულისადმი თქვენი არარეალისტური შეხედულების ბრალია. გახსოვდეთ იდეალური არავინაა. მიჰყევით ინტუიციას და საზოგადოებას თქვენი რეალური სახე დაანახეთ. ასევე, ამ კვირის განმავლობაში განსაკუთრებულად გჭირდებათ დასვენება და კარგი ძილი.


 


 


 


ქალწული  (23 აგვისტო –22 სექტემბერი)


 


რთული ცხოვრებისეული გამოწვევების წინაშე დგახართ, მაგრამ ფარხმალს ნუ დაყრით და მწუხარებას ნუ მიეცემით. თქვენ თავში ძალა იპოვეთ  და მოტივაცია აიმაღლეთ. ძალების მოსაკრებად კარგია, თუ ვარჯიშს და სწორ კვებას დაიწყებთ. გახსოვდეთ, ადამიანი დაბრკოლებების გადალახვის შედეგად ძლიერდება. იმედს ნუ დაკავრგავთ, რადგან წინ მოულოდნელი და სასიამოვნო სიურპრიზები გელოდებათ.


 


 


 


 


სასწორი (23 სექტემბერი –22 ოქტომბერი)


 


სურვილების ასრულებისა და რომანტიკული საღამოების კვირა გელოდებათ. გამოიყენეთ ყველა შანსი, რასაც ცხოვრება შემოგთავაზებთ. სამსახურში თქვენი საქმიანობა განსაკუთრებით პროდუქტიული იქნება. თუ შვებულება ჯერ არ დაგიგეგმავთ, გამოიყენეთ ეს კვირა. გაემგზავრეთ ისეთ ადგილას, სადაც უკვე ნამყოფი ხართ.


 


 


 


 


მორიელი (23 ოქტომბერი –21 ნოემბერი)


 


ამ კვირაში მთელი ყურადღება  სახლზე, მის დეკორაციასა და რემონტზე გადაიტანეთ. შესაძლოა, დიდი ხნის უნახავი ნათესავებიც გესტუმრნონ. ეს კარგი პერიოდია ოჯახური შეკრებებისთვის. გაატარეთ დიდი დრო ბავშვებთან და თქვენი ჰობისთვისაც მოიცალეთ.  დაიცავით ბალანსი  პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებას შორის.


 


 


 


 


 


მშვილდოსანი (22 ნოემბერი –21 დეკემბერი)


 


 


ამ კვირაში შესაძლოა, ბევრი სულელური და გაუზარებელი შეცდომა დაუშვათ. ნუ გადმოხედავთ ზემოდან იმ ადამიანებს, ვისაც სათანადო კვალიფიკაცია არ აქვთ. იყავით გულისხმიერი და მათ თქვენი ცოდნა–გამოცდილება გაუზიარეთ. ეს კვირა საკუთარი სურვილების ასახდენად გამოიყენეთ, გააკეთეთ ის, რისი გაკეთებაც მთელი ცხოვრება გინდოდათ.


 


 


 


თხის რქა (22 დეკემბერი –19 იანვრი)


 


თქვენი მატერიალური და ფინანსური პრობლემების მოგვარებისთვის ეს კვირა წარმატებული იქნება. თქვენი პოტენციალი იმ განსხვავებულ და ორიგინალურ იდეებშია, რომლებიც ჯერ არავისთვის გაგიმხელიათ. დაისახეთ გეგმა და ეტაპობრივად მიჰყევით. სასურველი შედეგი შრომისა და მონდომების მერე დადგება.


 


 


 


მერწყული (20 იანვარი–18 თებერვალი)


 


თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. ამ პერიოდში მიღებული სწორი გადაწყვეტილებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რაც მომავალს რადიკალურად შეცვლის. ეცადეთ, გათავისუფლდეთ მტანჯველი ფიქრებისგან. რაც გასაშვებია, უნდა გაუშვათ და სულიერად დაისვენოთ. ცხოვრებას ახლებურად შეხედეთ. თუ ამ ცვლილებებს ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება, ნუ დაიშურებთ.


 


 


 


 


თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)


 


შინაგან სამყაროზე იყავით ფოკუსირებული. ცხოვრებისეულ ამოცანებს ახსნა უპოვეთ და ხვალიდნელი დღე  ახალი ფურცლიდან დაიწყეთ. უშედეგო ურთიერთობებს წერტილი დაუსვით. მეტი დრო  საკუთარ თავს დაუთმეთ. ენერგიის აღსადგენად სპორტით დაკავდით.


 

საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ამბები

ცესკოში მორიგი საინფორმაციო ბრიგინგი გაიმართა

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიასთან 15:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ისაუბრა.
ამბები

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 სთ-ის მდგომარეობით

ცესკოს პრეს სპიკერმა აქტივობასთან ერთად მედიას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია
კულინარია

გემრიელი სალათების სეზონი გაიხსნა!

გაზაფხულთან ერთად, ფერადი და არომატული ბოსტნეულიც შემოვიდა. ეს სალათა, რომლის რეცეპტსაც დღეს გიზიარებთ, ჯანსაღი, გემრიელი და უმარტივესად მოსამზადებელია!
დღის ჰოროსკოპი

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?