16–22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

16 თებერვალი 13:00, 2015 წელი

გაიგეთ, რა გელოდებათ ამ კვირას კარიერაში და პირად ურთიერთობებში.

ვერძი


 


თუ ამ კვირის განმავლობაში დაფარავთ და გულში ჩაიხვევთ დაგროვილ ემოციებს, შესაძლოა, კარგი შანსი ხელიდან გაუშვათ.  თუ რამე გაწუხებთ და დიდი ხანია, მალავთ, დროა ალაპარაკდეთ. გარშემომყოფები გულწრფელობას დააფასებენ.


ამ პერიოდში თქვენი პარტნიორის ისეთ თვისებებს აღმოაჩენთ, რაზეც ადრე ყურადღება არც მიგიქცევიათ და  მისდამი პატივისცემა კიდევ უფრო გაგიძლიერდებათ.


 


კურო


 


ბოლო პერიოდში გაცნობილი საპირისპირო სქესის ადამიანი თავს ხშირად შეგახსენებთ. ამის მოტივი კი მხოლოდ მეგობრობა არ იქნება. თუ სიყვარულს ეძებთ, ეს შანსი გამოიყენეთ.


თქვენს მეგობრებს თქვენზე დიდი გავლენა აქვთ. დროა, დამოუკიდებლად მიიღოთ გადაწყვეტილებები.


ზედმეტ სამუშაო საათებს თუ მუშაობთ, ეს შედეგს აუცილებლად გამოიღებს და შესაძლოა, დაგაწინაურონ კიდეც.


 


ტყუპები


 


ძლიერი კარიერული მისწრაფება თქვენს სასიყვარულო ურთიერთობაზე ნეგატიურად აისახება. დროულად განსაზღვრეთ პრიორიტეტები.


თქვენი წარმატების საწინდარი ჰარმონიული ოჯახური იდილიაა. ამ ფაქტორის გარეშე თავს არასრულყოფილად იგრძნობთ.


თუ რაიმე სულელური საქციელის შეგნებულად ჩადენა გსურთ, ჯერ მეგობარს დაელაპარაკეთ. ნუ იქნებით იმპულსური.


 


კირჩხიბი


 


კარიერულ ცხოვრებაში ახალი გამოწვევის წინაშე დგახართ, რაც თქვენს თავისუფალ დროს მთლიანად შთანთქავს. შრომისმოყვარეობა დაგიფასდებათ და ამას ფინანსურად იგრძნობთ. მართალია, მიზნის მისაღწევად ზოგჯერ ღამეების გათევა მოგიწევთ, თუმცა ეს მოსალოდნელი შედეგისთვის ღირს. პირად ურთიერთობებში კი სიფრთხილე გმართებთ. მოუსმინეთ პარტნიორს, რომელსაც ყურადღება და საუბარი სჭირდება.


 


ლომი


 


ამ პერიოდში ფინანსური პრობლემები მოაგვარეთ. ვალს თუ ვერ გადაიხდით, უსიამოვნება არ აგცდებათ.


ახალი თუ ძველი მეგობრები, ასევე ახალი თუ ძველი პარტნიორები თქვენს გონებაში ტრიალებენ. ამ პერიოდში ნოსტალგიური განწყობა დაგეუფლებათ და ხშირად მოიგონებთ წარსულ დროს. კარგი იქნება თუ ძველს შეადარებთ ახალს და დასკვნებს გამოიტანთ.


არარეალურზე ფიქრს, სჯობს რეალურზე იფიქროთ და განახორციელოთ.


 


ქალწული


 


სასიყვარულო ურთიერთობაში ინიციატივა გამოიჩინეთ. თქვენი პარტნიორი თქვენსავით მორცხვი და მერყევია, ამიტომ ქმედით ნაბიჯზე იფიქრეთ. გულწრფელობა ურთიერთობაში დაგიფასდებათ.


სამსახურში კოლეგები თქვენზე ძალიან არიან დამოკიდებული, რაც თქვენი თავისუფლების ხარისხს ზღუდავს. დაელაპარაკეთ მათ და აუხსენით, რომ გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად უნდა მიიღონ. ამ გზით დისკომფორტისგან და ზედმეტი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებით.


 


სასწორი



რამდენიც არ უნდა ეცადოთ, მოსალოდნელ ცხოვრებისეულ უსიამოვნებებს გვერდს ვერ აუვლით.


ამ პერიოდში წვრილმანი საქმეები გაქვთ დასამთავრებელი. უპასუხეთ საფოსტო წერილებს, შეავსეთ აპლიკაცია და გადაიხადეთ ჯარიმები. შეწყვიტეთ გაღიზიანებულმა წინ და უკან სიარული და მოიქეცით ისე, როგორც ამას თქვენგან ელოდებიან. საბედნიეროდ, გვერდში გყავთ ისეთი მეგობრები, რომლებიც მხარში ამოგიდგებიან.


 


მორიელი



ხელოვნურად ნუ შექმნით ცხოვრებისეულ დრამას. თუ ცუდ განწყობაზე ხართ, დაკავდით სპორტით, დრო დაუთმეთ საყვარელ საქმიანობას. ამ გზით გონებას დააკავებთ და აღარ იფიქრებთ იმაზე, თუ რა „უბედური“ ხართ.


პირად ცხოვრებაში პარტნიორისგან იმედგაცრუება გელოდებათ. ეცადეთ ბრაზი თქვენი საყვარელი ადამიანებისკენ არ მიმართოთ.


გაუფრთხილდით ნერვებს, ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია.


 


მშვილდოსანი



მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ უყურადღებო და თავისებური ხართ, თქვენს ნათესავებსა და მეგობრებს უპირობოდ უყვარხართ და გაფასებენ. გამოიჩინეთ გულისხმიერება და ისე მოექეცით გარშემომყოფებს, როგორც ისინი გექცევიან. სასიყვარულო ურთიერთობაში პარტნიორი თქვენგან მეტ კრეატივს და სიურპრიზს ელოდება. დაგეგმეთ ერთი სასიამოვნო და გამორჩეული დღე მასთან ერთად. მრავალფეროვნება თქვენს ურთიერთობას ჰაერივით სჭირდება.


 


თხის რქა



დაუღალავი შრომისმოყვარეობის გამო დასვენება ნამდვილად დაიმსახურეთ. მოიფიქრეთ ისეთ ადგილას წასვლა, სადაც ყოველდღიურობას დაივიწყებთ. გაემგზავრეთ საუკეთესო მეგობრებთან ერთად.


მოგზაურობისას რომანტიკული თავგადასავალი გელოდება. ნუ იქნებით მკაცრი და გამოიჩინეთ ინიციატივა. ეს მოგზაურობა დიდი ხნის განმავლობაში გემახსოვრებათ.


 


მერწყული



ამ კვირის განმავლობაში ფინანსურ მოგებას ნახავთ, თუმცა მოგებას მალევე დაკარგავთ.


თუ კიდევ ერთხელ გთხოვენ თანხის გასესხებას, კარგად დაფიქრდით. უმჯობესი იქნება, თუ უარს იტყვით, რადგან დიდი შანსია, გაცემული თანხა უკან არც დაგიბრუნდეთ.


რაც შეეხება პირად ცხოვრებას, თქვენი პარტნიორის იმპულსური ქმედებები რომანტიკულ ურთიერთობას დაძაბავს. თუ მარტო ხართ, ისეთ ადამიანს გაიცნობთ, რომლის კეთილი გული და გონიერება მოგხიბლავთ.


 


თევზები



სამსახურში თქვენს ეფექტურ მუშაობს უფროსი კომპლიმენტებით აღნიშნავს. მიუხედავად ცხოვრებისეული მახეებისა, მაინც წინ მიიწევთ.


თუ ბოლო დროს გადაიღალეთ და ენერგიას უჩივით, დაისვენეთ. ფიტნესი ერთ–ერთი საუკეთესო არჩევანია. სამსახურში ლანჩის დროს გაისეირნეთ ფეხით. თქვენს ორგანიზმს გამაჯანსაღებელი ვარჯიში სჭირდება.

დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფისუნია, მანდ რა გინდა?! (10 ფოტო)

ნახეთ, ერთ დღესაც სად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ოთხფეხა მეგობარი. ჰოდა, პრევენციული ზომებიც მიიღეთ...
საკნატუნო ამბები

9 უტყუარი ნიშანი იმისა, რომ კაცი გღალატობთ

კერძო დეტექტივები ამბობენ, რომ ქალის ეჭვიანობის 80%-ის შემთხვევაში კაცის ღალატი დასტურდება.
დღის ჰოროსკოპი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.