29-5 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

29 ივნისი 02:00, 2015 წელი

ამ კვირაში სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებას არ შეუშინდეთ .

ვერძი


რომანტიკული თავგადასავლები, კრეატიული იდეები და საინტერესო შემოთავაზება გელოდებათ ამ კვირის განმავლობაში. მოუხმეთ გამბედაობას და შეცვალეთ მიმართულება ცხოვრებაში. კარიერაში წინსვლა და პროგრესი შეინიშნება. მალე მიხვდებით, რომ საკუთარ ცხოვრებას კარგად აკონტროლებთ.  სიყვარულს ეძებთ? ამ კვირაში დიდი შანსია კეთილი გულის მქონე ადამიანი გაიცნოთ. ურთიერთობა ძალიან მარტივად დაიწყება. მთავარია არ აჩქარდეთ.


 


 


კურო


საინტერესო იდეები მოგივათ გონებაში. ნუ უგულებელყოფთ მათ. პირველ რიგში ისეთ ადამიანებს გაანდეთ, რომელთაც კარგად იცნობთ. მათი აზრი და რეაქცია ძალიან მნიშვნელოვანია. თუ მათ ამ იდეის რეალიზებაში ჩართვა მოისურვეს, კარგად დაფიქრდით და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება. ამ კვირის განმავლობაში მეტი დრო დაუთმეთ გართობას. საღამო მეგობრებთან ან საყვარელ ადამიანთან გაატარეთ. თუ საზღვარგარეთ წასვლას გეგმავთ, ეს კვირა ამ იდეის განხორციელებისთვის იდეალურია.


 


ტყუპები


ეს კვირა უცნაურად მშვიდად დაიწყება. ადამიანები, რომლებიც გეწინააღმდეგებოდნენ, წყნარად და მშვიდად განაგრძობენ თქვენთან ურთიერთობას. კარგი ინტუიცია გაქვთ და შესაძლოა ეჭვიც შეგეპაროთ, რომ ეს სიწყნარე ქარიშხლის მომასწავებელი არ იყოს. ერთდროულად რამდენიმე აქტივობა თქვენს სამყაროს არევს. ნუ აჩარდებით. სამსახურში უმჯობესია გუნდურ მუშაობას მიეჩვიოთ. გარშემომყოფები თქვენს კრეატიულ ტალანტს აფასებენ და გენდობიან.


 


 


კირჩხიბი


მაღალანაზრაურებადი სამსახურის პერსპექტივა გაქვთ, რაც თქვენც შემოსავლებზე მნიშვნელოვნად აისახება. გამოიყენეთ ეს შანსი და ფინანსები ჭკვიანურად გაანაწილეთ. იფიქრეთ სახლის, ავჯის ან სხვადასხვა ხელსაწყოების შეძენაზე. ფუფუნების საგნებზეც ზომიერად ნუ იტყვით უარს. სასიამოვნოა, როცა მძიმე შრომას დაფასება მოყვება. ასევე, ამ დროს დაინახავთ ადამიანების რეალურ სახეს. ნამდვილი მეგობრები კი თქვენით იამაყებენ. თუ პარტნიორმა ამ წარმატების აღნიშვნა დააპირა, უარი არ უთხრათ.


 


ლომი


ამ კვირის განმავლობაში, თქვენთვის სანუკვარ, ლიდერის პოზიციას შემოგთავაზებენ. გარშემომყოფები გენდობიან და მნიშვნელოვან პროექტს ჩაგაბარებენ. ნებისმიერი თქვენი რჩევა და ნაბიჯი, ამ პროექტის წარმატების საწინდარი იქნება. ყურადღებით იყავით და დეტალები არ გამოგრჩეთ მხედველობიდან.  რაც შეეება პირად ცხოვრებას, თუ მეორე ნახევარს ისევ ეძებთ, ძებნის პროცესი მალე დასრულდება.  ეს კვირა ამ მხრივ საინტერესო და მოულოდნელი იქნება.


 


 


ქალწული


შესაძლოა იმპულსურად იმოქმედოთ კონკრეტული ნაბიჯის გადადგმისას, რომელიც თქვენს პირად ცხოვრებას ეხება. ზუსტად არ იცით სწორად იქცევით თუ არა. ეჭვებს ძირითადად არამკითხე მოამბეების აზრები იწვევს, კარგი იქნება მათ ნათქვამს მხედველობაში თუ არ მიიღებთ.  მიყევით გულის კარნახს. ნამდვილი მეგობრისა და ახლობლის რჩევას მოუსმინეთ. ასევე, შემოქმედებითადაც იაქტიურეთ, თუ წერთ ან ხატავთ, ეს კვირა სწორედ ამ აქტოვობებისთვის გამოიყენეთ.


 


 


სასწორი


დიდ ჯგუფთან ერთად მუშაობა იმ დასახული მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ, რომელსაც ასე მიელტვით. ინტელექტუალი ადამიანების მოსმენა თქვენიიდეები ფორმირებაში მნიშნელოვნად აისახება. ზაფხული მხიარულ აქტივოებბს დაუთმეთ, რომელიც სავსე იქნება საინეტერსო თავგადასავლებით. თუ დაძაბული სამუშაო გარემო გაქვთ, ეს იდეა ყველაზე ოპტიმალურია. რუტინას დროებით თავს დააღწევთ. შესაძლოა პარტნიორიც იპოვოთ. ურთიერთობას თქვენი შემოქმედებითი იდეები გაალამაზებს.


 


მორიელი


ამ კვირის განმავლობაში სტრესულ მომენტებთან გამკლავება მოგიწევთ. სამწუხროდ, გარშემომყოფებისგან დახმარების ხელს ნუ დაელოდებით. მარტო მოგიწევთ სირთულიდან თავის დაღწევა. პირად ცხოვრებაშიც დაძაბულობა შეინიშნება. პარტნიორთად არასწორი კომუნიკაციის გამო ჰარმონია დარღვეულია. თუმცა, ნუ ინერვიულებთ, ეს დაძაბულობა დროებითია და კვირის ბოლოს ნელ–ნელა გზა გაიხსნება. მალე საინტერესო კარიერული შემოთავაზება გელოდებათ.


 


 


მშვილდოსანი


ცხოვრების ენთუზიაზმსა და ხალისს სამოგზაუროდ წასვლა დაგიბრუნებთ. ახალი გამოცდილება და ცვლილებები გწყურიათ. უცხო კულტურისა და ადამიანების გაცნობა თქვენს პრიორიტეტებს გადაანაცვლებს. რადიკალური ცვლილებების ნუ შეგეშინდებათ. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ცხოვრებისეულ სირთულეებს და უხასიათობას პარტნიორთან ურთიერთობისას ნუ გამოავლეთ. ამან შესაძლოა დაძაბულობა შემოიტანოს. იმედგაცრუებას ნუ მისცემთ უფლებას, პარნიორთან კარგი ურთიერთობა გაგიფუჭოთ.


 


 


თხის რქა


იქნებ დროა გვიანობამდე დაუღალავად  შრომა დროებით შეწყვიტოთ და მეტი დრო ოჯახს და საყვარელ ადამიანს დაუთმოთ? თქვენს ცხოვრებას აღტაცება და სასიამოვნო დღეები აკლია, რაც ამ ზაფხულში უნდა აინაზღაუროთ. რერთად დაგეგმეთ შვებულება და რაც შეიძლება მეტი მხიარული აქტივობა ჩართეთ ამ პროცესში. სასურველია ბუნებასთან ახლოს იყოთ. სიმწვანეში, სუფთა ჰაერზე ყოფნა ახალ იდეებს მოგიტანთ. შვებულების შემდგომ,  ფარული პოტენციალისა და ახალი იდეების განვითარებაზე იფიქრეთ.


 


 


მერწყული


უახლოესი მეგობარი იმ პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ, რომლებსაც წლებია ეჭიდავებით. მალე დიდ შვებასა და თავისუფლებას იგრძნობთ. ამის შემდეგ, ორმაგად ენერგიულად შეუდგებით ცხოვრების მომავალზე ფიქრსა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმას. თქვენი ბედნიერების გასაღებია, როცა ზუსტად იცით რა გსურთ. პარტნიორთად ერთად დაგეგმეთ შვებულება. გაიხალისეთ ცხოვრება ისეთი ნივთების შეძენით, რომელიც ყოველთვის გინდოდათ და ფულს ვერასდროს იმეტებდით.


 


 


თევზები


ამ კვირის განმავლობაში ემოციური დრამა არ აგცდებათ. პირად ცხოვრებაში არ ისე სახაბიელო მდგომარეობა შეინიშნება. დიდი ხანია მალავთ დაგროვილ ნეგატიურ ემოციებს. თუმცა ეს კვირა ამ ემოციების გამოხატვის კვირა იქნება. ყველა იმას გაიგებს, რასაც მალავდით. თუმცა, ეს რთული დღეები მალე დამთავრდება და საკუთარი თავის მადლობელი დარჩებით, რომ ყველა საიდუმლოს ფარდა ახადეთ. განტვირთვის დღეები მოიწყვეთ და ისეთი სოციალური აქტივობა დაგეგმეთ, რომელიც თქვენზე ყველაზე კარგად მოქმედებს.

საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ამბები

ცესკოში მორიგი საინფორმაციო ბრიგინგი გაიმართა

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიასთან 15:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ისაუბრა.
ამბები

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 სთ-ის მდგომარეობით

ცესკოს პრეს სპიკერმა აქტივობასთან ერთად მედიას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია
კულინარია

გემრიელი სალათების სეზონი გაიხსნა!

გაზაფხულთან ერთად, ფერადი და არომატული ბოსტნეულიც შემოვიდა. ეს სალათა, რომლის რეცეპტსაც დღეს გიზიარებთ, ჯანსაღი, გემრიელი და უმარტივესად მოსამზადებელია!
დღის ჰოროსკოპი

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?