სად დავისვენოთ? ასტროლოგიური რჩევები (+ფოტოგალერეა)

ჰოროსკოპი

25 ივლისი 18:00, 2015 წელი

უკვე ალაგებთ ჩემოდანს? მაშინ გაითვალისწინეთ, რომ...

ვერძი


ცეცხლოვანი ნიშნის პირველი წარმომადგენელი თავგადასავლების მოყვარულია. ვერძს, მისი რისკიანი ხასიათიდან გამომდინარე, ასტროლოგები  რამდენიმე ადგილას  ურჩევენ გამgზავრებას. მათ შორის პირველი ლას ვეგასია.  ლას ვეგასი ყველაზე დასახლებული ქალაქია ნევადის შტატში. მას ხშირად მსოფლიოს გართობის ცენტრს უწოდებენ. ლას ვეგასის გარდა, ვერძის ხასიათიდან გამომდინარე, იდეალური ადგილია ავსტრალია. ავსტრალია გამორჩეულად მაღალი განვითარების ქვეყანაა, სადაც ძალიან ბევრი საინტერესო და გასართობი ადგილია.


 


კურო


ქვიშიან პლიაჟზე წოლა ყველაზე იდეალური ვარიანტია კუროს ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის. სასტუმროს შერჩევის დროს, როგორც წესი, დიდ ყურადღებას ფუფუნებასა და კომფორტს აქცევთ, შესაბამისად ფინანსურად მზად უნდა იყოთ. ასტროლოგები კუროებს ურჩევენ იტალიაში ან თურქეთში დაისვენონ.
თუ იტალიას აირჩევთ, გაითვალისწინეთ შემდეგი: ტროპეა იტალიაში ერთ-ერთ საუკეთესო საცურაო ადგილად მიიჩნევა.
თუ ვრცელი, ქვიშიანი სანაპიროები გიზიდავთ, ეწვიეთ სოვერატოს.


 


ტყუპები


მოგბეზრდათ ერთიდაიგივე ტური ყოველ ზაფხულს? წელს რაღაც გამორჩეული და სიგიჟენარევი გჭირდებათ. თქვენ ისეთი ადგილი უნდა შეარჩიოთ, სადაც ღამის ცხოვრება, კულტურული განსხვავებულობა და ღია ცის ქევშ დაგეგმილი აქტივობები ბევრი იქნება. ასტროლოგები გირჩევენ პორტუგალიასა და ჰონგ კონგს. თუ პორტუგალიას აირჩევთ, ეწვიეთ  „ სამხედრო სანაპიროს“ რომელიც ერთ–ერთი ულამაზესი სანაპიროა ატლანტის ოკეანეში. ასევე იგი შესულია მსოფლიოს ულამაზესი პლაჟების ასეულში და ევროპის ულამაზესი პლაჟების ათეულში.


  


კირჩხიბი 


კირჩხიბები ისეთ ადგილს ეძებენ, სადაც თავს მშვიდად იგრძნობებ და სახლში ყოფნის განცდა ექნებათ. ასეთი ადგილი არც ისე ბევრია. ყველაზე იდეალურია ინდონეზიის ერთ–ერთი გამორჩეული კუნძული ბალი. ბალიზე უამრავი ჩანჩქერი, ხელოვნური აუზები და კამკამა ზღვაა. თუ მშვიდად დასვენება გსურთ,  ძვირფასი სასტუმროებისა და მეგობრული ხალხის წყალობით, ბალი საუკეთესო ადგილია დასასვენებლად. გარდა ბალისა, ასტროლოგები რეკომენდაციას საბერძნეთის კუნძულებს უწევენ.


 


ლომი


ცეცხლოვანი ნიშნის მეორე წარმომადგენელს უყვარს როცა მთელი სამყაროს ცენტრშია და მაგიურ თავგადასავლებში ეხვევა. საბედნიეროდ, დედამიწის ზურგზე რამდენიმე ოპტიმალური ადგილია, რომლებიც თქვენს მეფურ ბუნებას ესალბუნება. ლომებისთვის რეკომენდებულია მაიამი ან ნიუ იორკი. პალმებით მორთული ქალაქი მაიამი, მზიანი ფლორიდის შტატში მდებარეობს. იგი ცნობილია თავისი შესანიშნავი პლაჟებით, არტ დეკოს რაიონით, ლათინური კულტურით და ვარსკვლავური ცხოვრების - 24 საათიანი რეჟიმით.


 


ქალწული


ქალწულის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს დასვენების დროსაც სჭირდებათ განრიგი და ყველაფრის წინასწარ, დეტალურად ცოდნა. თქვენთვის რეკომედირებულია იოგა და სპა მასაჟებით დატვირთული არდადეგები. ასტროლოგები ქალწულებს ურჩევენ შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმს ესტუმრნონ.  განსაკუთრებული სილამაზის გამო, ქალაქს მეტსახელად "ჩრდილოეთის ვენეცია" შეარქვეს. ის განთქმულია ულამაზესი პარკებით, ბაღებითა და არხებით, რის გამოც ის სკანდინავიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალაქია საერთაშორისო ტურიზმისთვის.


 


სასწორი


ზღვა სასწორების საყვარელი დასასვენებელი ადგილია. ამ ნიშნის წარმომადგენლებს ელეგანტური და დახვეწილი ადგილები ხიბლავთ. ასტროლოგები სასწორებს ურჩევენ სანტორინის ან მონრეალს ესტუმრნონ. სანტორინი არა მხოლოდ საბერძნეთის, არამედ დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და განსხვავებული კუნძულია. სანტორინი ნამდვილი სამოთხეა მათთვის, ვისაც მშვიდი დასვენება სურს. რაც შეეხება მონრეალს, იგი კანადის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქია, სადაც ბევრი საინტერესო ადგილი გელოდებათ.


 


მორიელი


მორიელებს ხშირად დასასვენებლად გამგზავრება მარტო ურჩევნიათ. მათი უქმე დღეები ალკოჰოლისა და გასართობი ადგილების გარეშე წარმოუდგენელია. ასროლოგები ამ ნიშნის წარმომადგენლებს ურჩვენ შვებულება საფრანგეთში დაგეგმონ. ლაჟვარდოვანი ნაპირი, იგივე საფრანგეთის რივიერა იდეალური არჩევანი იქნება. რივიერას პოპულარულობას განაპირობებს კარგი კლიმატი. ქალაქ ნიცაში ზაფხული ცხელი, მშრალი და მზიანია. წლის ამ სეზონში წვიმები იშვიათია.


 


მშვილდოსანი


მშვილდოსნებს მოგზაურობა განსაკუთრებულად უყვართ. თავად გეგმავენ ყველაფერს და არავის რჩევა არ შწირდებათ. თავგადასავლების მოყვარულ ნიშანს, ასტროლოგები ურჩევენ პერუს ან სამხრეთ აფრიკას. პერუს მდიდარი ბუნება განაპირობებს ქვეყანაში ტურისტების მატებას მთელი მსოფლიოდან. პერუში შეგიძლია ნახოთ მაჩუ-პიკჩუ – ინკების საოცარი ქალაქის ნანგრევები, ნასკას უდაბნო თავის უცნაური, გიგანტური ნახატებით და სხვ. სამხრეთ აფრიკა კი მიმზიდველია თავისი სპეციფიკურობითა და ველური ბუნების მრავალფეროვნებით.


 


თხის რქა


თხის რქას თავისი კომფორტის ზონიდან გამოსვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა, როცა ღირებულ ადგილას მიდის. ამ ნიშნის წარმომადგენელს ისეთი ადგილები იზიდავთ, სადაც ისტორია და კულტურა ყველაზე გამორჩეულია. ასტროლოგები გირჩევენ ანტიკურ ქალაქ პეტრას ესტუმროთ. პეტრა ისტორიული და არქეოლოგიური ქალაქია იორდანიაში,  რომელიც განთავსებულია  ვიწრო, უდაბნოს კანიონებსა და კლდეებს შორის,  იგი ცნობილია თავისი არქიტექტურული ძეგლებით. თხის რქის წარმომადგენლები ამ ადგილას წასვლას არ ინანებენ.



მერწყული


ზოდიაქოს სხვა ნიშნებთან შედარებით, უცნაური და თავისებური ხართ. ისეთ ადგილას უნდა წახვიდეთ, სადაც საინტერესო და მრავალფეროვანი გარემო დაგხვდებათ. ასტროლოგები მერწყულებს ურჩევენ იაპონიას ან ისლანდიას. ისლანდიაში „პოლარული ციალის“ ნახვა მთელი ცხოვრება დაგამახსოვრდებათ. რაც შეეხება იაპონიას, ყველაზე ხშირად ტურისტები ტოკიოში ჩადიან. ტოკიოში უამრავი საინტერესო და გასართობი ადგილებია თავმოყრილი.


 


თევზები


თევზებს დასვენება იქ უყვართ, სადაც მხოლოდ წყალია. თუმცა, თქვენთვის მხოლოდ ზღვა არ არის საკმარისი, აუცილებელია დასასვენებელი ადგილი ქვიშიანი სანაპიროების გარდა, გარკვეულ სულიერ თუ ისტორიულ დატვირთვას ატარდებდეს. ასტროლოგები თევზების ნიშნით დაბადებულებს ურჩევენ ბორა-ბორას ან გოას ესტუმრონ. კუნძული ბორა-ბორა, რომელიც ავსტრალიის აღმოსავლეთ უკიდურეს ნაწილში, ფრანგულ პოლინეზიაში მდებარეობს გამორჩეულია სილამაზით. თუმცა ამ კუნძულზე დასვენება, თავისი ღირებულებიდან გამომდინარე, ფუფუნებაა.

დღის ჰოროსკოპი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ამბები

ცესკოში მორიგი საინფორმაციო ბრიგინგი გაიმართა

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიასთან 15:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ისაუბრა.
ამბები

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 სთ-ის მდგომარეობით

ცესკოს პრეს სპიკერმა აქტივობასთან ერთად მედიას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია
კულინარია

გემრიელი სალათების სეზონი გაიხსნა!

გაზაფხულთან ერთად, ფერადი და არომატული ბოსტნეულიც შემოვიდა. ეს სალათა, რომლის რეცეპტსაც დღეს გიზიარებთ, ჯანსაღი, გემრიელი და უმარტივესად მოსამზადებელია!