3–9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

3 აგვისტო 10:00, 2015 წელი

დროებით გვერდზე გადადეთ თქვენი კრიტიკული დამოკიდებულება ყველაფრისადმი. ასე უფრო გაიმარტივებთ ცხოვრებას.


ვერძი


ამ კვირის განმავლობაში სამსახურში მცირე იმედგაცრუება გელოდებათ, მაგრამ ყველაფერი დროებითია და ნუ ჩაუღრმავდებით დეტალებს. ფულის კეთების შემოქმედებითი უნარი გაქვთ და გამოიყენეთ ეს ტალანტი. ფრთხილად იყავით იმ ადამიანებთან, რომლებმაც მოგატყუეს, რადგან შესაძლოა, მათზე შურისძიების სურვილი გაგიჩნდეთ. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, პლატონური სიყვარული უფრო გახასიათებთ ვიდრე რეალური. მიუღწეველს როდემდე დაელოდებით? იქნებ დროა, კონკრეტულ ნაბიჯებზე იფიქროთ.


 



კურო
 


პასუხისმგებლობებს შორის ბრძოლა პირად ურთიერთობაზე ნეგატიურად აისახება. თუ პარტნიორისგან ან ოჯახის წევრისგან სათანადო მხარდაჭერას არ გრძნობთ, ამ გარემოებამ შესაძლოა, კონფლიქტი უფრო მაღალ ხარისხში აიყვანოს. დაფიქრდით, იქნებ პრობლემის მიზეზი თქვენშიც არის. სწორად გაანალიზეთ მოცემული რეალობა. ეს კვირა მოგზაურობისთვის კარგი პერიოდია. თუ ყველფრისგან დროებით გაქცევა გსურთ, მაშინ დაგეგმეთ საინტერესო ტური. ასევე, ამ კვირის განმავლობაში მოულოდნელ საჩუქარს მიიღებთ.


 



ტყუპები
 


სამსახურში დაუსრულებელი საქმეები ბლომად გაქვთ. მიუხედავად ამისა, დასვენება და განტვირთვა ვიტალურად გჭირდებათ. გამოიყენეთ ეს კვირა შვებულების დასაგეგმათ. სიცილი და მხიარულება რელაქსაციის საუკეთესო საშუალებაა. დაგეგმეთ ისეთი სოციალური აქტივობები, რომლებიც მხიარულ განწყობაზე დაგაყენებთ. მეგობრებთან და პარტნიორთან გატარებული დრო თქვენზე პოზიტიურ გავლენას მოახდენს. სასურველია ქალაქგარეთ გასვლა და ბუნებასთან ახლოს დასვენება. მოუსმინეთ პარტნიორის იდეებსაც.


 



კირჩხიბი
 


თქვენი ნაცნობები თავიანთ სურვილებსა თუ მიზნებს მარტივად აღწევენ. რაც უფრო მეტ ასეთ მაგალითს ხედავთ, მით უფრო მეტად გეშლებათ ნერვები. ნერვიულობას სჯობია, მოინდომოთ და რაც გულით გწადიათ, იმის განსახორციელებლად იაქტიუროთ, ლოდინითა და სხვისი ყურებით ვერაფერს გახდებით. რაც მთავარია, უნარი გაქვთ, დასახულ მიზანს მიაღწიოთ. დაანახეთ გარშემომყოფებს თქვენი ტალანტი და სიძლიერე. რაც მეტად  თავდაჯერებული იქნებით, მით უფრო მეტ პატივისცემას იგრძნობთ ადამიანებისგან.


 



ლომი
 


საკუთარი გრძნობების ჩახშობა ყოველთვის მარტივი არ არის. კონკრეტული ნათესავი თქვენს ნერვულ სისტემაზე ძალიან ცუდად მოქმედებს, ამიტომ სიმშვიდე შეინარჩუნეთ და ეცადეთ, არ აყვეთ. თუ კონფლიქტის აცილება გსურთ, უბრალოდ, თავი დაუქნიეთ და გაუღიმეთ. ნურავის შესწირავთ თავს, რადგან ვერსადროს მიიღებთ სათანადო დაფასებას. გამოიყენეთ ეს კვირა დასასვენებლად და განმარტოვდით საკუთარ თავთან. სასურველია სიმშვიდეში დასვენება. წიგნები და მუსიკა საუკეთესო გასართობი საშუალება იქნება.


 



ქალუწლი


როცა მნიშნელოვან გადაწყვეტილებას იღებთ, მოერიდეთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც თავიანთი აზრების თავზე მოხვევას ცდილობენ. განსაკუთრებული სიფრთხილე პირად ურთიერთობასთან დაკავშირებულ საკითხებში  გამოიჩინეთ. თუ მარტო ხართ, კონკრეტული პიროვნება სასიყვარულო სარბიელზე გააქტიურდება, თუმცა თქვენ შესაძლოა, უგულებელყოთ ეს ფაქტი. თუ გულის სიღრმეში მასზე ცუდი შეხედულება არ გაქვთ, შეგიძლიათ ,ერთი შანსი მისცეთ. დროებით გვერდზე გადადეთ თქვენი კრიტიკული დამოკიდებულება ყველაფრისადმი. ასე უფრო გაიმარტივებთ ცხოვრებას.


 



სასწორი


იმედგაცრუებებს მარტო შოპინგით ვერ უშველით. ძალა მოიკრიბეთ და მოვლენებსა თუ ფაქტებს რაციონალურად შეხედეთ. კარგი იქნება, თუ მთელ დანაზოგს მხოლოდ ტანსაცმელში არ დახარჯავთ. ისეთი საქმეებიც გამოგიჩნდებათ, რომელთა გასაკეთებლად ფინანსები აუცილებლად დაგჭირდებათ. კარგად გამოგდით გუნდური აქტივობები. შეუერთდით მეგობრებს და საინტერესოდ დაგეგმეთ დღეები. აგვისტო სოციალურად აქტიური თვე იქნება. ასე რომ, მოემზადეთ.


 




მორიელი


ამ კვირის განმავლობაში მხიარული დღეები გელოდებათ. მეგობრები საინტერესოდ გეგმავენ ყოველ დღეს. თავისუფლებისა და სიამოვნების შეგრძნება დაგეუფლებათ. მეტი გართობა და ნაკლები სტრესი. ყოველდღიური საფიქრალი გვერდზე გადადეთ და გონება დაასვენეთ. თუ პირად ცხოვრებაში დიდი ხანია მნიშვნელოვანი ძვრები არ შეინიშნება, ამ კვირის განმავლობაში საწინააღმდეგო სქესისგან აქტიურ ნაბიჯებს ელოდეთ. იყავით თავდაჭერილი და თავდაჯერებული. აკონტროლეთ ცხოვრება და ადამიანური ურთიერთობები.


 



მშვილდოსანი


ოჯახური თუ სამეგობრო წრის მოლოდინი უნდა გაამართლოთ. ცხოვრებაში კონკრეტული ვალდებულებები გაქვთ, რომელთა შესრულება თქვენი ვალია. წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანურ ურთიერთობებში დისკომფორტს გვერდს ვერ აუვლით. დაუმთავრებელი საქმეები გაქვთ სამსახურშიც. თუ უფრო მეტად გაირჯებით და თავს გამოიჩენთ, საინტერესო კარიერულ შემოთავზებასაც გამოკრავთ ხელს. ყველაფერი თქვენს აქტიურობასა და შრომისმოყვარეობაზეა დაფუძნებული. თუ განტვირთვა გწყურიათ, სოციალურ აქტივობებს მიმართეთ.


 



თხის რქა


ყოველდღიური პასუხისმგებლობები იზრდება და მძიმე ტვირთად გაწვებათ. რუტინას უნდა გაექცეთ, რათა დეპრესიამ არ ჩაგითრიოთ. თქვენ, როგორც წესი, იმპულსური იშვიათად ხართ, მაგრამ ცხოვრება იმდენად მომთხოვნი ხდება, რომ საკუთარ თავში მცირე ცვლილებებს აღმოაჩენთ. თუ პირადი ცხოვრება მოწესრიგებული ჯერ არ გაქვთ, დროა, ინიციატივა საკუთარ თავზე აიღოთ. თხის რქებს ამ კუთხით აქტიურობა არ გახასიათებთ, მაგრამ რაღაცის შეცვლა თუ გულით გსურთ, ქმედით ნაბიჯებზეც უნდა იზრუნოთ. თავისით არაფერი ხდება.


 



მერწყული
 


უპირატესობის მოსაპოვლად თქვენს გავლენას უსამართლოდ ნუ გამოიყენებთ. ჯობია, თქვენს დროს მოთმინებით დაელოდოთ. ნუ მოსთხოვთ ადამიანებს განსაკუთრებულად მოგეპყრან, იყავით თავაზიანი გარშემომყოფებთან. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, თუ ჯერ ისევ მარტო ხართ, საინტერესო ადამიანს გაიცნობთ. მეგობრული ურთიერთობით დაიწყებთ, რაც შესაძლოა, უფრო სერიოზულ კავშირში გადაიზარდოს. თუ უკვე გყავთ პარტნიორი, მაგრამ დაძაბული ურთიერთობა გაქვთ, დაფიქრება და სწორი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ.


 


თევზები 


პირად ურთიერთობებში უკმაყოფილების მიზეზებზე უნდა იფიქროთ. აუცილებელია გამოსავალი მოძებნოთ. თუ მარტო ხართ და ეს მდგომარეობა გაწუხებთ, გაწევრიანდით ისეთ ჯგუფში, სადაც ლაპარაკი, ემოციებისა და ფიქრების გაზიარება შეგეძლებათ. ისეთ ადამიანს გაიცნობთ, რომელსაც თქვენი კარგად ესმის. თუ უკვე გყავთ პარტნიორი, მაგრამ ურთიერთობის პერსპექტივას ეჭვის თვალით უყურებთ, ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგათ, რათა გაამყაროთ სიყვარული. რელიგიური თუ კულტურული განსხვავებულობის მიღება მოგიწევთ.

დღის ჰოროსკოპი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ამბები

ცესკოში მორიგი საინფორმაციო ბრიგინგი გაიმართა

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიასთან 15:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ისაუბრა.
ამბები

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 სთ-ის მდგომარეობით

ცესკოს პრეს სპიკერმა აქტივობასთან ერთად მედიას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია
კულინარია

გემრიელი სალათების სეზონი გაიხსნა!

გაზაფხულთან ერთად, ფერადი და არომატული ბოსტნეულიც შემოვიდა. ეს სალათა, რომლის რეცეპტსაც დღეს გიზიარებთ, ჯანსაღი, გემრიელი და უმარტივესად მოსამზადებელია!