31-6 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

31 აგვისტო 00:30, 2015 წელი

წარმატება კარიერაში, ნაკლები სტრესი და მეტი გართობა. რა რეკომენდაციები აქვთ ასტროლოგებს?


ვერძი


თუ სამსახურში სტრესული და მძიმე გარემოა, ყურადღება სულიერ ასპექტებზე გადაიტანეთ. მხოლოდ ყოველდღიურ საქმეებზე ზრუნვა ჭკუიდან გადაგიყვანთ. ისეთ აქტივობას მიმართეთ, რომელიც სულიერად დაგამშვიდებთ. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში. ასევე, სასურველია მედიტაცია, იოგა. თუ პირადი ცხოვრება გაქვთ, პარტნიორთან უფრო მეტი დრო გაატარეთ და სამსახურის მერე, საქმეზე ფიქრის ნაცვლად, მყუდრო გარემოში განიტვირთეთ.


 


 



კურო


ეს კვირა შემოქმედებითი და რომანტიკული თვალსაზრისით კაშკაშა და გამორჩეული იქნება. გარშემო საინტერესო ადამიანები გახვევიათ, რომლებიც თქვენთვის ინსპირაციის წყაროდ იქცევიან. ამჟერად კარგ პოზიციაზე ხართ და საზოგადოება თქვენგან რაღაც ახალს ელოდება. გამოამჟღავნეთ თქვენი ტალანტი და საქმისადმი თავდადებული დამოკიდებულება. მარტო ხართ? ნუ გაგიკვირდებათ თუ მეგობრული ურთიერთობა მოულოდნელად რომანტიკულ ელფერს შეიძენს. 


 




ტყუპები


ამ კვირის განმავლობაში პირად ცხოვრებაში მცირე დაძაბულობა გელოდებათ. თქვენი პარტნიორი დაშორების თაობაზე გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც თქვენთვის მოულოდნელი არ იქნება. ორივე გრძნობთ, რომ ეს ნაბიჯი აუცილებელი იყო. დროებით ცალ-ცალკე ყოფნა ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ. ამ ნაბიჯის შემდეგ იფიქრეთ პიროვნულ განვითარებაზე, კარიერულ წინსვლაზე. სწავლა-განათლება ამ ცხოვრებაში აუცილებელი მოთხოვნაა. არ დაგავიწყდეთ ჰობი და ჯანსაღი ცხოვრება.


 


 


კირჩხიბი


ოჯახური რუტინისგან თავის დაღწევა საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება. ყოველდღიური საქმეების კეთება ნელ-ნელა გბეზრდებათ და ეს ყოველივე განწყობაზეც აისახება. თუ საშუალებას გამონახავთ, მოგზაურობა ამ ვითარებაში იდეალური გამოსავალი იქნება. თუ წახვალთ, თან წაიღეთ კამერა, რათა ყველა სასიამოვნო მომენტი დააფიქსიოთ. ამ გადაწყვეტილებას კონკრეტული ნათესავი ან მეზობელი არ მოიწონებს და შეეცდება გადაგაფიქრებინოთ. მთავარია სურვილი გქონდეთ, სხვა ყველაფერს ნუ მიაქცევთ ყურადღებას.


 




ლომი


ბოლო პერიოდში მთელი ენერგია ფინანსების მოძიებისკენ გქონდათ მიმართული. მართალია მიზანს მიაღწიეთ, თუმცა ამ შრომამ თქვენგან ბევრი ენერგიის ხარჯვა განაპირობა. თუ ამ ტემპით გააგრძელებთ მუშაობას, ბოლოს შესაძლოა ვეღარ გაუძლოთ. დროებით გვერდზე გადადეთ პასუხისმგებლობები და სადმე ლამაზ ადგილას გაემგზავრეთ დასასვენებლად. წასვლამდე გამორთეთ ტელეფონი, დროებით გამოეთიშეთ სოციალურ ქსელებს და მაქსიმალურად კარგად დაისვენეთ.


 


 



ქალწული


ამ კვირის განმავლობაში, პირად ცხოვრებაში მცირე ცვლილებები გელოდებათ. მეგობრობიდან სიყვარულში გადაზრდილ ურთიერთობას კომფორტი და ურთიერთგაგება მოაქვს. რაც უფრო დიდხანს იცნობთ ადამიანს, მით უფრო გიმარტივდებათ მასთან გრძნობებზე ლაპარაკი. გულწრფელობა და გულახდილი საუბრები ყოველთვის კარგ შედეგს მოგიტანთ. პირად ურთიერთობებში ყოველთვის გულის კარნახს მიყევით და სხვის ნეგატიურ აზრებს ნუ მიაქცევთ ყურადღებას.


 


 



სასწორი


დაფარულ ძლიერ ემოციებს პრქტიკული გასაქანი უნდა მისცეთ. რაც მეტად ჩაიხვევთ გულში სათქმელს, მით უფრო მეტად ცუდად იგრძნობთ თავს. თქვენს ირგვლივ იპოვით ისეთ ადამიანს, რომელთანაც გულახდილად საუბარი შესაძლებელია. დრო დაუთმეთ სახალისო აქტივობებს. ცეკვა, ვარჯიში, ფოტოგრაფია, ხატვა, ნებისმიერი რამ თქვენს განწყობაზე პოზიტიურად აისახება. ასევე, თუ გაინტერესებს კონკრეტული საგანი, თემა, სასურველია იაროთ სპეციალურ კურსებზე და ცოდნაც შეგემატებათ. მაქსიმალურად დაიკმაყოფილეთ ინტერესი.


 



მორიელი


ძალიან ემოციური ახალი პარტიორი გყავთ, რომელიც გრძნობებზე ღიად საუბრობს. იგი ექსპრესიულია და თქვენც გაიძულებთ ღიად ისაუბროთ და გამოხატოთ ემოციები. დისკომფორტს გიქმნით ის ფაქტი, რომ პარტნიორი ყველა საიდუმლოს სწრაფად გიმხელთ. იგი თქვენგანაც იგივეს მოითხოვს, რასაც მალავთ, იმის გამომჟღავნებას ცდილობს. თუმცა თქვენ ასე სწრაფად ვერ ახერხებთ ადამიანთან გახსნას და ეს ფაქტორი შესაძლოა მისთვის გაუებარიც კი იყოს. გულგებრწრფელი საუბარი ამ გაუგებრობის მოგვარებაში დაგეხმარებათ.


 




მშვილდოსანი


ამ კვირის განმავლობაში, მეგობარი ან მეზობელი დახმარებას გთხოვთ. რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ, შედეგიდან გამომდინარე, მიხვდებით რომ დახმარების გაწევა დიდი შეცდომა იყო. ადამიანი, რომელსაც დახმარების ხელი გაუწოდეთ, ისევ იგივე თხოვნით მოვა, თუმცა რას მოიმოქმედებთ ეს თქვენი გადასაწყვეტია. თქვენს პირად ცხოვრებაში ჩარევას ცდილობს კონკრეტული მეგობარი. კარგი იქნება, თუ პირად ურთიერთობებს ჭორიკანა ადამიანების განხილვის საგნად არ აქცევთ.


 


 



თხის რქა


ცხოვრებაში ცვლილებები გჭირდებათ. შეგიძლიათ მცირედით დაიწყოთ. თუნდაც ვარცხნილობის შეცვლით. თუ ჭკვიან ადამიანებთან თანამშრომლობის შანსი მოგეცათ, აუცილებლად გამოიყენეთ. ეს ნაბიჯი საშუალებას მოგცემთ ახალ სამყაროში შეაბიჯოთ, მეტი გაიგოთ და კარიერულადაც წინ წაიწიოთ. ოჯახის წევრებთან მცირე დაპირისპირება გექნებათ, რაც გამოწვეულია იმით რომ, სახლში გვიან ბრუნდებით და გართობის მიზნით სულ სადღაც დაეხეტებით.


 


 



მერწყული


თქვენს პირად ცხოვრებას საფრთხე ემუქრება. პარტნიორის ძველი შეყვარებული გამოჩნდება, რაც თქვენი ეჭვიანობის საბაბი გახდება. ერთადერთი გამოსავალი მისგან თავის შორს დაჭერაა. გამოიყენეთ ეს კვირა დასასვენებლად და გაემგზავრეთ რომანტიკულ ადგილას. ნუ დანებდებით, თუ რამის მიღწევა გსურთ, უნდა გაისარჯოთ. ფულთან მიმართებაში ნუ იქნებით მესაკუთრე. რაც შეეხება კარიერას, მომგებიანი შემოთავაზება გელოდებათ.




თევზები


სტრესის მოსახსნელად ვარჯიში საუკეთესო საშუალებაა. ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობას და სწორ კვებას. როცა კომფორტულად გრძნობთ თავს, თქვენი შემოქმედებითი უნარები უფრო ცოცხლდება და მოტივაციაც გიმაღლდებათ. საუკეთესო იდეები მაშინ გებადებათ, როცა ისვენებთ. ასევე, როცა ცურვით ან სეირნობით ხართ დაკავებული. თუ პარტნიორი გყავთ, შეგიძლიათ ისიც აიყოლიოთ. მთავარია დაძაბულ მომენტებს თავი აარდოთ და ემოციები აკონტროლოთ.

დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფისუნია, მანდ რა გინდა?! (10 ფოტო)

ნახეთ, ერთ დღესაც სად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ოთხფეხა მეგობარი. ჰოდა, პრევენციული ზომებიც მიიღეთ...
საკნატუნო ამბები

9 უტყუარი ნიშანი იმისა, რომ კაცი გღალატობთ

კერძო დეტექტივები ამბობენ, რომ ქალის ეჭვიანობის 80%-ის შემთხვევაში კაცის ღალატი დასტურდება.
დღის ჰოროსკოპი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.