19-25 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

19 ოქტომბერი 00:05, 2015 წელი

თავი შეიკავეთ ზედმეტი პასუხისმგებლობისგან, ბევრი საქმის შესრულებისა და დიდი ფიზიკური დატვირთვისგან. არ გამოიყენოთ სხვისი ფინანსები და არც გარისკოთ საქმეში.


ვერძი
მოიმატებს ოპტიმიზმი, გაუმჯობესდება თქვენი გუნება-განწყობა და გარშემომყოფების მიმართ უფრო კეთილი გახდებით. მოერიდეთ რისკს, ავანტიურებსა და გარემოებებით სპეკულირებას. დასვენების კარგი საშუალება იქნება ოჯახის წევრებთან გულახდილი საუბარი. დადებით შედეგს გამოიღებს ბინის რემონტი ან კეთილმოწყობა. ამ პერიოდში სასიყვარულო ურთიერთობები ღრმა და ემოციურ ხასიათს ატარებს. მოგზაურობები კი სამახსოვრო და შთამბეჭდავი გამოდგება.


 


კურო
მიუხედავად ენერგიების ნაკლებობისა, დროის უმეტესი ნაწილი სჯობს, სამსახურის და პროფესიონალური საქმეების კეთებას დაუთმოთ. ზედმეტად თავდაჯერებული ნუ იქნებით. გაუფრთხილდით რეპუტაციას და დამოუკიდებლად ნურაფერს მოიმოქმედებთ. ნუ მოსთხოვთ პარტნიორებს აღებული ვალდებულებების დროზე ადრე შესრუელბას. სხვისი აზრის პატივისცემა და სხვებთან საქმიანი თანამშრომლობა გასწავლით საჭიროების შემთხვევაში დათმობაზე წასვლას. ეს კარგი დროა მოკლე მოგზაურობებისა და დასვენებისთვის.


 



ტყუპები
კარგი დროა მომავალი პერიოდის გეგმების და მიზნების დასახვისთვის. მიუხედავად ამისა, სჯობს მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების მიღება გადადოთ. რაც არ უნდა ფრთხილად იმოქმედოთ, თქვენი ქცევა საოგადოებისთვის გამომწვევი და გამაღიზიანებელი იქნება. თავს მეტად კომფორტულად იგრძნობთ, თუ გვერდით გეყოლებათ ოჯახის წევრები. შორეულ მოგზაურობას კი არ გირჩევთ, რადგან შესაძლოა, გაუთვალისწინებელი პრობლემები შეგექმნათ.


 



კირჩხიბი
მიმდინარე მოვლენები არ მოგცემთ საშუალებას, შეიცვალოთ სამსახური ან ხელი მიჰყოთ საყვარელ საქმეს. წარმატებას მოგიტანთ კომერცია და ახალი ხალხის გაცნობა. ამ პერიოდში დაწყებული საქმე ერთდროულად წარმატებულიც იქნება და პოპულარობასაც მოგიტანთ. კავშირების სიუხვემ და ცხოვრებისეულმა ცვლილებებმა შესაძლოა გადაგღალოთ და თავი სუსტად იგრძნოთ. საყვარელ ადამიანთან ჰარმონიის შესანარჩუნებლად ეცადეთ, დაიოკოთ შეწინააღმდეგების სურვილი.


 



ლომი
ფინანსური მოგება დამოკიდებული იქნება ფარულ საქმეებსა და მოლაპარაკებებზე. დამოუკიდებლად მუშაობას შედეგი არ მოჰყვება. მიუხედავად ამისა, ერიდეთ ფარისეველ ადამიანებს, რათა არ მოგატყუონ და ბინძურ ინტრიგებში არ ჩაგითრიონ. კოლეგებთან უთანხმოება შესაძლოა, დაუკავშირდეს ფარული მოწინააღმდეგეების ხრიკებს. ხიფათისა და ტრავმებისთვის თავის ასარიდებლად სიფრთხილე გამოიჩინეთ ელექტროხელსაწყოების მოხმარებისას, გზებზე და შორეულ მოგზაურობებში.


 



ქალწული
თქვენ არა მარტო მოისურვებთ სხვისი აზრების ამოცნობას, არამედ შეეცდებით მატ გაკონტროლებას, რაც შესაძლოა, კონფლიქტების საბაბი გახდეს. ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება, თუმცა მოიმატებს ხრჯიც. ბევრ რამეზე იქნებით თანახმა საყვარელი ადამიანისგან საპასუხო გრძნობის მისაღებად, თუმცა ეჭვიანობა და მომთხოვნელობა კონფლიქტის მიზეზი გახდება. მოგზაურობა სჯობს გადადოთ, რათა არ შეგექმნათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.


 



სასწორი
გაიზრდება თქვენი ენერგობალანსი, ინტუიცია და შემოქმედებითი თვითგამოვლენის უნარი. წარმატება გელით ხელოვნების ნებისმიერ დარგში. შემოსავლის მიღება დამოკიდებული იქნება დიდ ძალისხმევასა და საქმიან აქტიურობაზე. გააკონტროლეთ ხარჯები და ეცადეთ, ხელმომჭირნედ ხარჯოთ ფული. სხვისი ფინანსები არ გამოიყენოთ. მოგზაურობისას შესაძლოა, უჩვეულო სიტუაციებში აღმოჩნდეთ, რაც თქვენს მომავალ გეგმებსა და მიზნებზეც გავლენას მოახდენს.


 



მორიელი
მიუხედავად კარგი გუნება-განწყობისა და მოქმდების სურვილისა, გრანდიოზული გეგმების განხორციელებისგან სჯობს ჯერ თავი შეიკავოთ. ნათესავების მეშვეობით შესაძლოა, პროფესიონალურ სარბიელზე  ახალი კავშირები დაამყაროთ, რაც დამატებით მოგებას მოგიტანთ. სტაბილური შემოსავალი თავდაჯერებულობას შეგმატებთ. კარგი დროა საქმიანი, სასიყვარულო და საქორწინო პარტნიორული ურთიერთობების ჰარმონიზაციისთვის. მოგზაურობას კი არ გირჩევთ.


 



მშვილდოსანი
გაუმჯობესდება თქვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა და შრომისუნარიანობა. დადებითად განვითარდება ფინანსური საქმეები და ბიზნესი. მშობლებს შესაძლოა, თქვენი თანადგომა და დახმარება დასჭირდეთ. ოჯახური პრობლემების გამო ნუ ინერვიულებთ, რათა ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაგიუარესდეთ. ძვირფასი ნივთების შეძენა და მოგზაურობა სჯობს, სხვა დროისთვის გადადოთ. შესაძლოა რომანტიკული ურთიერთობა ისე განვითარდეს, რომ თავბრუ დაგახვიოთ.


 



თხის რქა
რთული, წინააღმდეგობებით აღსავსე პერიოდია, ამიტომ თავი შეიკავეთ ზედმეტი პასუხისმგებლობისგან, ბევრი საქმის შესრულებისა და დიდი ფიზიკური დატვირთვისგან. არ გამოიყენოთ სხვისი ფინანსები და არც გარისკოთ საქმეში. არ აჰყვეთ ემოციებს, რადგან ემოციურმა კრიზისმა შესაძლოა, როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი ძალების დაქვეითება გამოიწვიოს. ეს კი ქრონიკულ დაავადებებს გაამწვავებს. შეამცირეთ გადაადგილებები და მეტი ყურადღება დაუთმეთ წვრილმანებს.


 



მერწყული
მოიმატებს სასიამოვნო და სასიხარულო მოვლენათა რიცხვი. გარშემომყოფთა ყურადღების ცენტრში ყოფნოსას თავს თავისუფლად და დამოუკიდებლად იგრძნობთ. ოჯახის საქმეებში მონაწილეობა და საბინაო პრობლემების მოგვარება სასიამოვნოც იქნება და დამღლელიც. ერიდეთ ავანტიურულ მოქმედებებს, მოგზაურობებს და სასიყვარულო თავგადასავლებს. პირად ცხოვრებაში შესაძლებელია მოგიწიოთ სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.


 



თევზები
რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციებში წარმატების მისაღწევად აუცილებელია მოთმინება და თვითკონტროლი. მოგინდებათ ყველაფრის ერთიანად და სწრაფად მიღება, რასაც ბევრი არასასურველი პრობლემა მოჰყვება. მოერიდეთ ფულის უყაირათო ხარჯვას და ყურადღება გამოიჩინეთ საბუთების მიმართ. ბევრ ენერგიას მოითხოვს სახლის საქმეები და ვალდებულებები. ამ პერიოდის მოგზაურობა წარმატებას არ მოგიტანთ. ამიტომ, სჯობს თავისუფალ დროს სახლში განმარტოვდეთ და ასე დაისვენოთ.

დღის ჰოროსკოპი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ამბები

ცესკოში მორიგი საინფორმაციო ბრიგინგი გაიმართა

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიასთან 15:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ისაუბრა.
ამბები

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 სთ-ის მდგომარეობით

ცესკოს პრეს სპიკერმა აქტივობასთან ერთად მედიას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია
კულინარია

გემრიელი სალათების სეზონი გაიხსნა!

გაზაფხულთან ერთად, ფერადი და არომატული ბოსტნეულიც შემოვიდა. ეს სალათა, რომლის რეცეპტსაც დღეს გიზიარებთ, ჯანსაღი, გემრიელი და უმარტივესად მოსამზადებელია!