14-20 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

14 მარტი 00:05, 2016 წელი

ამ პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური იქნება ფინანსური საკითხები. ცვლილებების დრო იწყება საყვარელ ადამიანებთან გატარებული საათები კი  განტვირთვის საუკეთესო საშუალება იქნება.


ვერძი
განსაკუთრებულად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მომავალ კვირას ნუ მიიღებთ. შეზღუდეთ მინიმუმამდე საქმიანი კონტაქტები. საკუთარ თავთან მარტო დარჩენა და თქვენი ფიქრებისა და გრძნობების გაანალიზება გჭირდებათ. ყველასა და ყველაფრისგან უნდა დაისვენოთ. გამონაკლისი მხოლოდ უახლოესი ადამიანებისთვის დაუშვით. მათ თქვენი თანადგომა ესაჭიროებათ.


 



კურო
წინ საინტერესო და ამაღელვებელი დღეები გელით. მოულოდნელად აღმოჩნდებით მნიშვნელოვანი მოვლენების ეპიცენტრში, რაც თქვენს პირად ცხოვრებაზე იქონიებს გავლენას. როგორც ჩანს, ბევრის გულს დაიპყრობთ. ვარსკვლავები დაუვიწყარ, რომანტიკულ პაემნებსა და საყვარელი ადამიანებისგან სასიამოვნო სიურპრიზებს გპირდებიან.


 



ტყუპები
სამსახურის გარდა, ვერაფერზე იფიქრებთ. უფროსი რთულ დავალებას მოგცემთ. ნუ იჩქარებთ შესრულებას, რადგან შეიძლება, მოულოდნელად გაქრეს დღის წესრიგიდან. ამავდროულად ფინანსური პრობლემებიც მოგვარდება, რომელიც დიდი ხანია, მოსვენებას არ გაძლევთ - ან ვალს დაგიბრუნებენ, ან პრემიას მიიღებთ.


 


კირჩხიბი
თქვენი ყველა ფიქრი ახლობლებთან, ნათესავებთან და ბავშვებთან იქნება დაკავშირებული. პირველ პლანზე ოჯახი და საშინაო საქმეები გადმოინაცვლებს, რომლებიც დიდ ემოციურ დანახარჯს მოითხოვენ თქვენგან. არასტანდარტულ სიტუაციებში მოგიწევთ სწრაფი რეაგირება. 17 მარტის შემდეგ დაძაბულობა გაივლის და გამონახავთ დროს საკუთარი თავისთვის.


 


ლომი
ხანგრძლივ სასიყვარულო ავანტიურაში გახვევის რისკი არსებობს. ურთიერთობის შედეგი არცთუ სასიამოვნო აღმოჩნდება თქვენთვის. სიტუაციის არევ-დარევის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, ფხიზლად იყოთ, არ აწყენინოთ თქვენთვის საყვარელ და ერთგულ ადამიანებს. თქვენი ენერგია შემოქმედებითობისკენ მიმართეთ, ანდაც საკუთარი იმიჯის ცვლილებაზე იფიქრეთ.


 



ქალწული
დაგეძაბებათ ურთიერთობა თქვენს მეორე ნახევართან და უფროს შვილებთან. ცხოვრებაზე განსხვავებული შეხედულებების გამო მოსალოდნელია სერიოზული განხეთქილება. ნუ დააფიქსირებთ თქვენს აზრს ზედმეტად, გამოავლინეთ ლოიალურობა და მიმტევებლობა, მაშინაც კი, თუ აშკარა უპატივცემულობას გამოხატავენ თქვენ მიმართ.


 


სასწორი
კარიერულ საქმიანობაში თქვენს ზურგს უკან შეთქმულებას ამზადებენ. გაიხსენეთ, ვის და როდის გადაუჭერით გზა. ყურადღებით მოეკიდეთ მოკავშირეებს თქვენი სანდო მეგობრებისა და კოლეგების რიცხვიდან. საგანძურივით მოუფრთხილდით თქვენს პროფესიულ რეპუტაციას. საყვარელ ადამიანებთან გატარებული დრო ამ კვირის განმავლობაში თქვენი განტვირთვის საუკეთესო საშუალება იქნება.


 


მორიელი
მიეცით საკუთარ თავს სერიოზული საქმეებისგან დასვენების საშუალება, ნურაფერს გააკეთებთ თქვენი სურვილის საწინააღმდეგოდ. მომავალი კვირა შესანიშნავი დროა პროფესიული შესაძლებლობების შესაფასებლად. შესაძლოა, საინტერესო იდეები გაგიჩნდეთ შემოსავლის გაზრდასთან დაკავშირებით. პირად ცხოვრებაში ცვლილებებს ნუ ელით. სიმშვიდე - სწორედ ის არის, რაც ახლა გჭირდებათ.


 


მშვილდოსანი
თუ თქვენი კოლეგებიდან ან უახლოესი წრიდან ვინმესთან უთანხმოება გაქვთ, გამონახეთ დრო და სულიერი ძალები შესარიგებლად. გადადგით პირველი ნაბიჯი. სანდო საუბარი 15 მარტს შედგება, აი, 19 მარტს კი დიალოგისგან თავი უნდა შეიკავოთ. კარგი იქნება, თუ გადახედავთ თქვენს ურთიერთობებს და არაგონივრულ დანახარჯებს თავს აარიდებთ. არსებობს ვალების დადების საფრთხე.


 



თხის რქა
ელოდეთ სტუმრებს ან მოწვევას სტუმრობისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში ბედის გადამწყვეტი შეხვედრა გელით, რომელიც კარდინალურად შეცვლის თქვენს ცხოვრებას უახლოეს მომავალში. ცვლილებები თქვენს დიდი ხნის ოცნებასთან იქნება დაკავშირებული. ყველაფერმა რომ წარმატებულად ჩაიაროს, ფულს კარგი სტილისტისთვის ნუ დაინანებთ.


 



მერწყული
ამ პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური იქნება ფინანსური საკითხები. თუმცა საქმიანი რჩევის გარეშე დიდი შანსია, გაუმართლებელი დანახარჯები გქონდეთ, ანდაც წარუმატებელი ინვესტიცია განახორციელოთ. ნუ მიიღებთ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს, თავი შეიკავეთ სპონტანური საყიდლებისგან.


 



თევზები
ყველაფერი იმდენად კარგად იქნება, რომ ვარსკვლავებსაც შეშურდებათ თქვენი. დატკბით საყვარელი ადამიანის ყურადღებით, მიიღეთ საჩუქრები და ისიამოვნეთ ცხოვრებით. 15 მარტის შემდეგ საქმე, რომელზეც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდით, დამსახურებულ აღიარებას მოიპოვებს და შესაფერის მატერიალურ გასამრჯელოსაც მიიღებთ.

დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფისუნია, მანდ რა გინდა?! (10 ფოტო)

ნახეთ, ერთ დღესაც სად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ოთხფეხა მეგობარი. ჰოდა, პრევენციული ზომებიც მიიღეთ...
საკნატუნო ამბები

9 უტყუარი ნიშანი იმისა, რომ კაცი გღალატობთ

კერძო დეტექტივები ამბობენ, რომ ქალის ეჭვიანობის 80%-ის შემთხვევაში კაცის ღალატი დასტურდება.
დღის ჰოროსკოპი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.