11-17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

11 აპრილი 00:05, 2016 წელი

კვირა საკმაოდ დატვირთული იქნება. მოგიწევთ პატარა პრობლემების შეზღუდულ დროში მოგვარება. სამსახურში დაღლილი კი შვებას პირად ცხოვრებაში იპოვით. 


ვერძი
ვარსკვლავები გირჩევენ, მომავალი კვირა ჯანმრთელობაზე ზრუნვას დაუთმოთ. სიმპტომები, რომლებსაც უკვე დიდი ხანია, აიგნორებთ, შესაძლოა, სერიოზულ დაავადებაში გადაიზარდოს, რომლის მკურნალობაც ექიმის ჩარევას მოითხოვს, გადადეთ თქვენი ყველა გეგმა, რომელიც პირად ცხოვრებასა და კარიერას ეხება. ჯერჯერობით თქვენი ერთგული მეგზური გამოცდილი ექიმი, მყუდრო საწოლი და თქვენი საყვარელი გაჯეტი იქნება.



კურო
კუროებისთვის მომავალი კვირა წარმატებული იქნება ისეთი საქმეების მოსაგვარებლად, რომლებსაც სწორი კომუნიკაცია სჭირდებათ. თუ არ მოგერიდებათ თქვენი საოცარი ორატორული ნიჭის გამოვლენა, საქმიანი მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება. გარდა ამისა, თქვენი საუბრის მომხიბლავი მანერით შეძლებთ, განსაკუთრებული ადამიანის სიმპათია დაიმსახუროთ. იყავით ის, ვინც ხართ, თქვენი ემოციებისა და გრძნობების ნუ მოგერიდებათ და ახალი ვნებიანი რომანი გარანტირებული გაქვთ.



ტყუპები
კონსერვატიზმისკენ განსაკუთრებული მიდრეკილება მომავალ კვირას ხელს აუცილებლად შეგიშლით. თქვენ იქნებით ერთადერთი ადამიანი სამსახურის კოლექტივში, ვინც პოზიტიურ რეფორმებს წინ აღუდგება. თუ სკეპტიკურად შეხვდებით სიახლეებს, იცოდეთ, თქვენს „განაჩენს“ თავად მოაწერთ ხელს. ხელმძღვანელობა ეჭვის თვალით დაგიწყებთ ყურებას და გადაწყვეტს, რომ სამსახურიდან მალე უნდა გაგათავისუფლოთ.



კირჩხიბი
სხვადასხვა დაბრკოლებებს გადააწყდებით თქვენი გეგმების განხორციელების პროცესში. თქვენ ირგვლივ მომხდარი რაღაც აუხსნელი მოვლენები ხელს შეგიშლით მთავარზე კონცენტრირებაში. არ არის გამორიცხული, თქვენს მეგობარს პირადი საკითხების გადაწყვეტაში თქვენი დახმარება დასჭირდეს, რასაც რამდენიმე დღეს დაუთმობთ და ამით დაგკარგავთ დროს, რომელიც შეგეძლოთ, კარიერული წარმატებისთვის მიგეძღვნათ.



ლომი
ფინანსების ტოტალური დეფიციტის კვირა გელით. გადაწყვეტთ, ყველაფერზე ეკონომია გააკეთოთ, რათა ძვირადღირებულ საყიდლებზე წასვლა მოახერხოთ. თუმცა როგორც კი მიუახლოვდებით თქვენს დიდი ხნის ოცნებას, უბედური შემთხვევა მოხდება. არ არის გამორიცხული, ახლობლის მკურნალობის ფულის გადახდა მოგიწიოთ, ანდაც თქვენი ოჯახის პატარა წევრები დააფინანსოთ. თუმცა თქვენს ოცნებასთან გამოთხოვება არ მოგიწევთ. მალევე დაგებადებათ იდეა, როგორ და სად მოიპოვოთ ფული ამ საყიდლებისთვის.  



ქალწული
ქალწულებს მომავალ კვირას სასიყვარულო რომანის გაცოცხლება მოგინდებათ. ამ მიზნის მიღწევას კი უჩვეულო ხერხებით ეცდებით - სპეციალურად მოაწყობთ ისე, რომ თქვენმა პარტნიორმა ეჭვიანობა დაიწყოს თქვენს რომელიმე კოლეგაზე. თქვენ ვერ გაითალისწინებთ, რომ ეჭვიანი ადამიანი ყველაფერზეა წამსვლლი და შესაძლოა, სკანდალი სამსახურშივე აგიტეხოთ. ზუსტად ასე მოხდება, თუ დროულად არ იტყვით უარს თქვენს ავატიურულ იდეაზე.



სასწორი
სასწორებისთვის მომავალი კვირას მოდუნების საუკეთესო საშუალება ექნებათ. წარსული გამარჯვევების გამო სრულ თვითკმაყოფილებას იგრძნობთ და გადაწყვეტთ, რომ გაქვთ უფლება, ცოტა დაისვენოთ. განაგრძობთ თქვენი სამსახურეობრივი მოვალეობის ნელ-ნელა შესრულებას, თუმცა თანამშრომლებთან ცოცხალი კომუნკაციის საჭიროებასაც არ დაივიწყებთ. თავისუფალ დროს სახლში ინტერიერს შეცვლასაც მოინდომებთ. თამამ ექსპერიმენტს ჩაატარებთ თქვენი გარეგნობის შესაცვლელადაც.



მორიელი
მორიელები მომავალ კვირას ფლირტისგან ბევრ სასიამოვნო ემოციას მიიღებთ. თუ მარტოსული ხართ, სამსახურში ანდაც მეგობრებთან სტუმრად მიმავალმა გამვლელების სახეები კარგად შეათვალიერეთ. დიდია შანსი, სწორედ ახლა შედგეს თქვენს ცხოვრებაში საინტერესო რომანტიკული ნაცნობობა, რომელიც მალევე გადაიზრდება სასიყვარულო ურთიერთობაში და შესაძლოა, მყარი ოჯახის შექმნითაც დასრულდეს.



მშვილდოსანი
მომავალ კვირას მშვილდოსნები ემოციური კომფორტით ტკბობას ვერ შეძლებთ. თქვენ გარშემო რეგულარულად გამოჩნდებიან გამაღიზიანებლები, მათ შორის, სახლსა და სამსახურში. დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ სამსახურში გატარებული საათების მშვიდობიანად დასასრულებლად. ეცდებით, გაექცეთ ფარისეველ კოლეგებს და ახლობლების გარემოცვაში მოხვდეთ, თუმცა აღმოჩნდება, რომ იქაც არ ესმით თქვენი. ეს სიტუაცია თქვენზე ძალიან იმოქმედებს და დროებით ყველასგან იზოლაციას გადაწყვეტთ.



თხის რქა
თხის რქებს მომავალი კვირა არაფრით დაამახსოვრდებათ. სამსახურსა და პირად ცხოვრებაში ყველაფერი ჩვეულებისამებრ ჩაივლის, თუმცა ამ ერთფეროვანი სურათის შეცვლის სურვილი არ გაგიჩნდებათ. გადაწყვეტთ, რომ სიმშვიდის ეს პერიოდი აუცილებლად უნდა გამოიყენოთ და საკუთარ თავს მიხედოთ. გაიხსენებთ, რომ მალე ზღვის სეზონი იწყება და ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლას შეუდგებით. სანამ მიზანს არ მიაღწევთ, არ დანებდებით.



მერწყული
მომავალ კვირას ყველაფრის გაკეთება მოგიწევთ, გარდა თქვენი პირდაპირი მოვალეობებისა. სამსახურში თქვენი ახალი კოლეგის უფროს მეგობრად იქცევით და ამის გამო ყველა მნიშვნელოვანი პროექტის დროებით „გაყინვა“ მოგიწევთ. დიდხანს და მოთმინებით ასწავლით მას საერთო საქმეს და ამით საკუთარ თავს შეუდარებელ პედაგოგად წარმოაჩენთ. პირადი ცხოვრება უყურადღებოდ დაგრჩებათ და თქვენი მეორე ნახევარი ძალიან მოიწყენს. ეცადეთ, მისთვის მაინც გამონახოთ ცოტა დრო.



თევზები
თევზები მომავალ კვირას მნიშვნელოვან აღმოჩენას გააკეთებთ - მიხვდებით, რა უნდა მოიმოქმედოთ, თქვენი კარიერა აადგილიდან რომ დაიძრას. როგორც კი ეს იდეა დაგებადებათ, მის ცხოვრებაში განხორციელებას მოინდომებთ და დროებით დაივიწყებთ ძილისა და დასვენების შესახებ. ერთი კვირა საკმაოდ მცირე დროა იმისთვის, რომ თქვენმა ძალისხმევამ შესამჩნევი შედეგი გამოიღოს, მაგრამ მთავარია, გეყოთ მოთმინება, ამ კვირაში დაწყებული ასევე აქტიურად განაგრძოთ მომავალ კვირებშიც. 

დღის ჰოროსკოპი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ამბები

ცესკოში მორიგი საინფორმაციო ბრიგინგი გაიმართა

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიასთან 15:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ისაუბრა.
ამბები

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 სთ-ის მდგომარეობით

ცესკოს პრეს სპიკერმა აქტივობასთან ერთად მედიას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია
კულინარია

გემრიელი სალათების სეზონი გაიხსნა!

გაზაფხულთან ერთად, ფერადი და არომატული ბოსტნეულიც შემოვიდა. ეს სალათა, რომლის რეცეპტსაც დღეს გიზიარებთ, ჯანსაღი, გემრიელი და უმარტივესად მოსამზადებელია!