ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელიც აუცილებლად გამდიდრდება

ჰოროსკოპი

21 აპრილი 20:00, 2016 წელი

ადამიანების გარკვეული კატეგორია სასურველ თანხას შედარებით ადვილად აგროვებს, რაც, ასტროლოგების აზრით, მათი ჰოროსკოპის  დამსახურებაა. გთავაზობთ ზოდიაქოს ტოპ 5 ნიშანს, რომელიც ფულს იზიდავს და მალე გამდიდრდება, შეიძლება ჩამონათვალში საკუთარი თავიც აღმოაჩინოთ.

ვერძი

გასაკვირი არ არის, რომ ვერძი ამ ჩამონათვალში მოხვდა. მას პირველობა უყვარს და მიზნის მისაღწევად ძალ-ღონეს არ დაიშურებს. ამ ნიშნის ადამიანების დევიზია: „მიზანი ამართლებს საშუალებას!“ (მაკიაველი). ვერძის გონებაში, პირველ რიგში, იდეა იბადება, შემდეგ - მისი განხორციელებისა და  თანხის შოვნის გზა. თამამ ვერძს რისკზე წასვლის არ ეშინია. მის შრომასაც  ყოველთვის მოსდევს შედეგი, ამიტომ, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გამდიდრდება.


 


კურო
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები იმაზე მეტს გამოიმუშავებენ, ვიდრე სჭირდებათ, რადგან მათ ფანტაზიას საზღვარი არ აქვს. კუროები ყოველთვის პოულობენ ფულის დახარჯვის გზას. თუ ქალაქის ცენტრში სახლი აქვთ, კურორტზე კი - ვილა, არც ძვირად ღირებული მანქანა აკლიათ და არც მოგზაურობა, იახტის შეძენას გადაწყვეტენ. ამ ადამიანებისთვის ძვირად ღირებული რესტორნები და კომფორტი გამდიდრებისთვის არაჩვეულებრივი სტიმულია, თუმცა თუ ხელმომჭირნეობას არ ისწავლიან, ერთ დღეს ფეხქვეშ მიწა გამოეცლებათ. 


 


კირჩხიბი

კირჩხიბებს ფული სიმშვიდისთვის სჭირდებათ, ამიტომ კაპიტალს ყოველთვის მონდომებით აგროვებენ. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულების მიზანი არათუ გამდიდრება, არამედ უსაფრთხოების შეგრძნებაა. კირჩხიბი ყველაზე მეოჯახე ნიშანია, მას სურს, ოჯახის წევრები უზრუნველყოფილი ჰყავდეს, თუმცა შავი დღისთვის თანხის  გადადებას ყოველთვის ახერხებს და, საბოლოო ჯამში, ბანკში სოლიდური თანხა უგროვდება.


 


 


ქალწული
რაციონალურ და დისციპლინირებულ ქალწულებს ფულის მნიშვნელობა კარგად ესმით. ეს არის უზრუნველყოფილი ცხოვრების, საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრებისა და მომავლის შექმნის საშუალება. სწორედ ამიტომ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ფულის ხარჯვას ერიდებიან (გამდიდრებამდე იშვიათად ერთობიან და არც ფუფუნების საგნებს ყიდულობენ). მათი აზრით, თუ მილიონს 1 ლარი აკლია, მილიონი აღარ არის. ვერც შეედავებით. ქალწულები ცნობილები არიან ანალიტიკური აზროვნებით. მათ კრიტიკულ სიტუაციებში ცივი გონებით მსჯელობა შეუძლიათ, ამიტომ მოპოვებულ ფულს არა მარტო ინარჩუნებენ, არამედ აორმაგებენ. 


 


თხის რქა
„გამდიდრებისთვის ფულის სიყვარული საკმარისი არ არის, ფულსაც უნდა უყვარდეთ!“ - ეს თხის რქის ცხოვრებისეული ფილოსოფიაა. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს კაპიტალის დაგროვების ინდივიდუალური (სხვებისგან რადიკალურად განსხვავებული) სტრატეგიები აქვთ შემუშავებული. ხშირად მათ ძუნწებსაც ეძახიან. ამ ადამიანების გაკრიტიკებამდე გაითვალისწინეთ, რომ ხელგაშლილი პიროვნება მილიონერი ვერ გახდება. თხის რქები იშვიათად კოტრდებიან და ფინანსურ კრიზისებსაც ადვილად აღწევენ თავს. ამ ნიშნის ქალები/კაცები ასკეტიზმისკენ არიან მიდრეკილები, ამიტომ გვიან ან საერთოდ არ ოჯახდებიან. ამ შემთხვევაში არც კი იციან, ქონება როგორ გამოიყენონ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?