ტოპ 5 საოცნებო სასიძო ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ჰოროსკოპი

12 ივნისი 10:00, 2016 წელი

ასტროლოგების აზრით, ზოდიაქოს ეს 5 ნიშანი იდეალური სასიძოს ყველა კრიტერიუმეს აკმაყოფილებს...

კურო
მართალია, კურო საშინაო საქმეებში არ დაგეხმარებათ (ვერ შეაცვლევინებთ ნათურას, ვერ მოარგებინებთ სანტექნიკოსის როლს, ვერ გააკრეჭინებთ ბალახს), მაგრამ აუცილებლად მოგცემთ ფულს დამხმარის ასაყვანად. მოკლედ, თქვენს პრობლემებს მოუგვარებელად არასდროს დატოვებს. მის გვერდით ფინანსური სტაბილურობა და ოჯახური იდილია გაქვთ გარანტირებული. ყველა დედას სურს, მისი შვილი ბედნიერი იყოს. რა თქმა უნდა, ასეთი სიძე სანთლით საძებარი ჰგონიათ. 




კირჩხიბი
თუ ასტროლოგიაში ცოტა მაინც ერკვევით, არ გაგიკვირდებათ, რომ კირჩხიბი ამ სიაში მოხვდა. ეს მამაკაცები ოჯახისთვის არიან შექმნილები. როგორია კირხბი ქმარი? მზრუნველი, მოსიყვარულე, ერთგული. ფულს უაზროდ არასდროს ხარჯავს. მისთვის ცოლ-შვილი უპირველესი საზრუნავია. თავს კომფორტულად გრძნობს ოჯახის წევრებთან ერთად, ამიტომ სამსახურის შემდეგ შინ მიისწრაფის, ფუსფუსებს სამზარეულოში, გამგები მამა და კარგი აღმზრდელია. იზიარებს ცოლის ემოციებს და შიშს, მუდამ მზას არის საყვარელი ქალის მოსასმენად. რა თქმა უნდა, სიდედრის გულს უმარტივესად იგებს. მისთვის მეორე შვილი ხდება.



ლომი
წარმოსადეგი ლომი ყოველთვის საზოგადოების მაღალ ფენაში ტრიალებს და, ნებით თუ უნებლიეთ, ცოლს კარიერულ გზას უკვალავს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ამაყები არიან, ამიტომ არასდროს შეგარცხვენენ ნათესავებში ან მეგობრებში. ვინაიდან ძალიან თავმოყვარეები არიან, არც თქვენს ღირსებას შეეხებიან (მაშინაც კი, თუ ძალიან გააბრაზებთ ან აწყენინებთ.) ლომს მეფური თვისებები აქვს, ცოლი დედოფლად მიაჩნია და შესაბამისად ექცევა. ის არ მოგაკლებთ ძვირადღირებულ საჩუქრებს. ლომი ენერგიით სავსეა. ამ ენერგიას პარტნიორსაც უნაწილებს, ამიტომ ცხოვრებისეულ წინააღმდეგობებს წყვილი ადვილად უმკლავდება. მის გვერდით ცოლი არასდროს ვარდება აპათეაში. ეს მამაკაცი როგორც შინაგანად, ასევე ფიზიკურად ძლიერი და გამბედავია. მის გვერდით თავს ნამდვილ ქალად იგრძნობთ.



ქალწული
ყველა ქალი ოცნების კაცს სხვადასხვა მოთხოვნას უყენებს. ქალწულს ერთადერთხელ უყვარდება, მაგრამ ამ გრძნობას მთელი ცხოვრება გულით დაატარებს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული არავითარ შემთხვევაში არ გიღალატებთ. ეს კაცი უჩვეულოდ დისციპლინირებულია. არასდროს დაყრის წინდებს, დასვრილი ფეხაცმლით არ შეაჭრის ოთახში, არ დაავიწყდება მაგიდის ალაგება, არ დაეკარგება თავისი ნივთები და ა.შ. იცოდეთ, რომ თქვენგანაც მაქსიმალურ სისუფთავეს, მობილიზებას და წესრიგს მოითხოვს. მის გვერდით ფინანსურ კრიზისში არასდროს აღმოჩნდებით. თუ თქვენთვის ზემოთ ჩამოთვილი ფაქტორები მნიშვნელოვანია, ქალწული სათქვენო კაცია!



თხის რქა
თუ, თქვენი აზრით, ოჯახის შესაქმნელად ურთიერთგაგებაა საჭირო, თხის რქა საუკეთესო ქმრობას გაგიწევთ. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული კაცი, პირველ რიგში, ქალის მეგობარი ხდება. მას შეუძლია ერთდროულად იყოს თქვენი მეუღლე და საუკეთესო ძმაკაცი. თხის რქა ყოველგვარ განვითარებაში შეგიწყობთ ხელს. თავს სტაბილურად და დაცულად გაგრძნობინებთ. 

საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ამბები

ცესკოში მორიგი საინფორმაციო ბრიგინგი გაიმართა

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიასთან 15:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ისაუბრა.
ამბები

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 სთ-ის მდგომარეობით

ცესკოს პრეს სპიკერმა აქტივობასთან ერთად მედიას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია
კულინარია

გემრიელი სალათების სეზონი გაიხსნა!

გაზაფხულთან ერთად, ფერადი და არომატული ბოსტნეულიც შემოვიდა. ეს სალათა, რომლის რეცეპტსაც დღეს გიზიარებთ, ჯანსაღი, გემრიელი და უმარტივესად მოსამზადებელია!
დღის ჰოროსკოპი

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?