20-26 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

20 ივნისი 00:05, 2016 წელი

ერიდეთ უცხო ადამიანებთან ურთიერთობას, რადგან მაგნიტივით მიიზიდავთ საეჭვო პიროვნებებს. მეტი დრო უნდა დაუთმოთ ოჯახსა და ნათესავებს.

ვერძი
კოლეგებთან ერთად მოგიწევთ ახალი პროექტის განხორციელება, რომელიც შესაძლოა, სამსახურეობრივ ხასიათს სულაც არ ატარებდეს. არ არის გამორიცხული, კორპორატიული საღამოს დადეგმვა მოგიწიოთ. პირად ფრონტზე სრული ჰარმონია გელით. შეძლებთ, თავიდან აიცილოთ ყოველგვარი უთანხმოება. დროის უმეტეს ნაწილს საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარებთ.




კურო
კუროებისთვის კარიერის კვირა მოდის. სამსახურში ბევრ საათს გაატარებთ, თქვენი ნებით იტყვით უარს საღამოს გართობასა და დასვენების დღეებზე. თქვენი შრომისმოყვარეობა კი აუცილებლად მოგიტანთ შედეგს, რომელსაც დიდი ხანია, ელით. რაც შეეხება პირად ურთიერთობებს, უახლოეს დღეებში დიდ ცვლილებებს ნუ დაელოდებით, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ იდილიასთან ძალიან ახლოს ხართ




ტყუპები
ამ კვირაში უცხო ადამიანებთან დაახლოებას  ერიდეთ, რადგან მაგნიტივით მიიზიდავთ საეჭვო პიროვნებებს, ავანტიურისტებსა და თაღლითებს. იმისთვის, რომ თქვენი კაპიტალი დაიცვათ, კრინტი არაფერზე დაძრათ, მაშინაც კი, თუ ყველაზე უმნიშვნელო თხოვით მოგმართავენ. ვარსკვლავები პირად ფრონტზეც იმავეს გირჩევენ. ნუ გახდებით ტყუილის მსხვერპლი.




კირჩხიბი
კირჩხიბებისთვის ეს კვირა ემოციურად დატვირთული იქნება. კარიეულ საქმეში იმედგაცრუებასა და სტრესს პირად ურთიერთობებში ბედნიერება მოჰყვება. ძალიან დაიღლებით იმ სიტუაციებით, რაც თქვენ გარშემო ელვის სისწრაფით ვითარდება. მოგიწევთ, ცვლილებებს ფეხი აუწყოთ და უარი თქვათ წინასწარ შედგენილ გეგმაზე.





ლომი
ლომებს ამ კვირაში საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარება მოუწევთ. სახლში ძალიან ბევრი უსარგებლო წვრილმანი დაგიგროვდებათ, რომელთა გამოც კომფორტი და სიმყუდროვე წარსულს ჩაბარდება. გამონახეთ დრო, რათა ბინა გაათავისუფლოთ ზედმეტი ნივთებისგან და ოჯახში ჰარმონია დააბრუნოთ. კარგი იქნება, თუ მსგავს „დასუფთავებას“ თქვენს შინაგან სამყაროსაც მოუწყობთ. დიდი ხანია, რაღაც გაწუხებთ და დროა, მარწუხებისგან გათავისუფლდეთ.




ქალწული
ამ კვირაში დიდია ქრონიკული დაავადებების გამწვავების რისკი. მეტი ყურადღებით მოეკიდეთ იმ სგნალებს, რომლებსაც თქვენი ორგანიზმი გამოგიგზავნით. ივნისის მცხუნვარე მზე თუ უარყოფითად მოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე, მოერიდეთ პლაჟზე ხანგრძლივ სეირნობას. სხვა მხრივ კი ეს 7 დღე საკმაოდ მშვიდად ჩაივლის.





სასწორი
ამ კვირას ოჯახში გაატარებთ. ყველა გრანდიოზულ ჩანაფიქრს მომავლისთვის გადადებთ, სამსახურს ცოტა ხნით დაივიწყებთ და დროს სახლში სიმყუდროვის შექმნას დაუთმობთ. ყურადღებას არ მოაკლებთ მცირეწლოვან ნათესავებსაც. დიდი დროს გაატარებთ ბავშვებთან ერთად ბუნებაში სეირნობაში. გადაწყვეტთ საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ მოგზაურობაში წასვლას. თქვენი მეორე ნახევარი კი კიდევ ერთხელ აღფრთოვანდება თქვენი იდეალურობით.




მორიელი
კარგი იქნება, თუ ზედმეტ აქტივობებს მოერიდებით. ამ კვირაში თქვენს მცდელობას, თავი უკეთ წარმოაჩინოთ, არავინ დააფასებს. ვარსკვლავები თავად გადაწყვეტენ, რა მომენტში გელით წარმატება და როდის - მარცხი. თქვენი ძალები და ენერგია იმ საქმისკენ უნდა მიმართოთ, რომელზეც დარწმუნებული ხართ, რომ გავლენას მოახდენთ. მაგალითად, მიხედეთ საკუთარ თავს, გარეგნობას, ფიგურას, რათა საპირისპირო სქესზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვოთ.




მშვილდოსანი
ამ კვირაში ურთიერთობა უამრავ ადამიანთან მოგიწევთ, დიდია შანსი, რომ სასარგებლო ნაცნობი შეიძინოთ, რომელიც კარიერულ კიბეზე წინსვლაში დაგეხმარებათ. არ არის გამორიცხული რომანტიკული კონტაქტებიც, მიუხედავად იმისა, მარტოხელა ხართ, თუ უკვე სტაბილური ქორწინება გიმაგრებთ ზურგს. მთავარია, ღალატი აიცილოთ თავიდან. მოკლედ, თავგადასავლებით დატვირთული 7 დღე გელით.




თხის რქა
თხის რქები ამ კვირაში შემოსავლებს მნიშვნელოვნად გაზრდიან. თქვენ ძალიან მომგებიან ფინანსურ ოპერაციას გაუძღვებით, რომლის დასრულების შემდეგაც თქვენი კაპიტალი რამდენჯერმე გაიზრდება. სამწუხაროდ, ეს თქვენი ერთადერთი წარმატება იქნება უახლოესი დღეების განმავლობაში. პირად ფრონტზე კრიზისული პერიოდი გელით, თანაც იმდენად მასშტაბური, რომ მის მოსაგვარებლად ძალიან დიდი დრო და ენერგია დაგწირდებათ.




მერწყული
ოჯახსა და კარიერას ამ კვირაში ცოტა დროს დაუთმობთ. პირველ ადგილას საკუთარი პერსონა გეყოლებათ. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, გადაწყვეტთ, საკუთარ გარეგნობას დაუთმოთ მეტი ყურადღება, რათა გარშემომყოფებში მეტი ინტერესი გამოიწვიოთ. ამ მიზნის მისაღწევად სპორტდარბაზში მრავალ საათს გაატარებთ და კალორიული რაციონზეც იტყვით უარს. მთავარი ისაა, რომ თქვენი შრომა აუცილებლად მოგცემთ შესანიშნავ შედეგს.




თევზები
თევზები შეძლებენ, დაისვენონ და მოდუნდნენ. სამსახურში სიტუაცია ისე დალაგდება, რომ სრულად დაივიწყებთ უსიამოვნებებს. სანამ სამსახურებრივი მოვალეობა პოზიტივით გავსებთ, ნერვიულობისთვის სხვა საბაბი ნამდვილად არ გექნებათ. დიდი დროს გაატარებთ თქვენი მეორე ნახევრის კამპანიაში, ისეირნებთ პარკებსა და პლაჟის ნაბირებზე. კვირის ბოლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ, რომელიც აუცილებლად მოითხოვს დიდ დაფიქრებას.  ყველაფრისთვის მზად უნდა იყოთ.

საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ამბები

ცესკოში მორიგი საინფორმაციო ბრიგინგი გაიმართა

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიასთან 15:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ისაუბრა.
ამბები

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 სთ-ის მდგომარეობით

ცესკოს პრეს სპიკერმა აქტივობასთან ერთად მედიას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია
კულინარია

გემრიელი სალათების სეზონი გაიხსნა!

გაზაფხულთან ერთად, ფერადი და არომატული ბოსტნეულიც შემოვიდა. ეს სალათა, რომლის რეცეპტსაც დღეს გიზიარებთ, ჯანსაღი, გემრიელი და უმარტივესად მოსამზადებელია!
დღის ჰოროსკოპი

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?