დიეტა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

ჰოროსკოპი

28 ივლისი 10:00, 2016 წელი

ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობისა და გემოს შეგრძნების მიხედვით, შესაძლებელია ოპტიმალური დიეტის შემუშავება. მაშ ასე, ვნახოთ, რომელია თქვენი ზოდიაქოსთვის ყველაზე ეფექტური დიეტა სასურველი ფორმის შესანარჩუნებლად.

ვერძი (21 მარტი-20 აპრილი)
ვერძს მართავს პლანეტა მარსი, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ვერძს არ ჰყოფნის ნებისყოფა, დაიცვას თავი ზედმეტი კილოგრამებისგან. ზოგადად, ვერძი გურმანია და დიეტას თუ სპორტით ჩაანაცვლებს, უკეთესი იქნება. მისთვის მაგიური ძალა აქვს სიტყვა „მინდას“ და ეს „მინდა“ ყოველგვარ მოტივაციაზე ძლიერია. ვერძებმა უნდა შეარჩიონ ისეთი დიეტური საკვები, სადაც ცილები, ნახშირწყლები და ვიტამინები ჭარბად იქნება. უნდა მოერიდონ ცხიმიან საკვებს.


 


კურო (21 აპრილი-20 მაისი)
როგორ უნდა დაიცვას დიეტა კურომ, რომელიც პლანეტა ვენერამ გაუმაძღრობით დააჯილდოვა? კლასიკური სახით შეთავაზებული დიეტა, რომელშიც ორთქლზე მოხარშული ქათამი, შვრიის პური და უცხიმო იოგურტი შედის, კუროს ნევროზის მეტს არაფერს მოუტანს. დიდად არც ხილი და ბოსტნეული უყვართ. გურმანი კუროებისთვის აუცილებელია ყველაფერი ცოტ-ცოტა - ანუ დაბალანსებული კვება, ოღონდ ცომეულის გარეშე და კვირაში ორი დღე ფიტნეს-ცენტრში ვიზიტი. სხვათა შორის, ისინი არ იშურებენ ფულს, ძალისხმევასა და დროს ფორმაში ჩასადგომად. სპორტულ აქტივობაში კუროს თავისი შრომისმოყვარე და ამტანი ხასიათი დაეხმარება. 


 


ტყუპები (21 მაისი-21 ივნისი)
თუ ტყუპებმა გადაწყვიტეს წონაში დაკლება, ამაში ისინი ჩემპიონები გახდებიან. მათ ნიშანს პლანეტა მერკური მართავს, რომელიც ტყუპებს, მერყევ ხასიათთან ერთად, ბრძოლის უნარითაც აჯილდოებს. ტყუპებისთვის რიტმულად კვება მარტივია. უნდა გაითვალისწინონ, რომ პარალელურად რაიმე საქმითაც დაკავდნენ - გადაიტანონ ყურადღება გონებრივ სამუშაოზე. ტყუპებმა შიმშილის დასაკმაყოფილებლად კვების რაციონში რაც შეიძლება მეტი პროტეინის შემცველი პროდუქტები უნდა ჩართონ, ისეთი, როგორიცაა თევზი, ყველი და კვერცხი.


 


კირჩხიბი (22 ივნისი-22 ივლისი)
ცვალებადი მთვარე კირჩხიბს, სიმორცხვესთან ერთად, აკომპლექსებს კიდეც. ასე რომ, მას აუცილებლად სჭირდება ვინმეს მხარდაჭერა და კვების რაციონის შერჩევისას სასარგებლო რეკომენდაციები. ვარსკვლავები კი ურჩევენ, კვების დროს არ იჩქარონ - მათთვის პრობლემას სწორედ სწრაფად ჭამა წარმოადგენს და რაციონში გაითვალისწინონ ნაკლებკალორიული პროდუქტები. კარგი იქნება, თუ დამატებით დაკავდებიან ცურვით.  სტრესისგან გასათავისუფლებლად სასურველია, დღის ბოლოს მიიღონ მცენარეული ჩაი თაფლთან ერთად.


 


ლომი (23 ივლისი-23 აგვისტო)
როგორ აიძულოს კეთილშობილი ლომი მმართველმა მზემ, რომ წონაში დაიკლოს? ამაზე პასუხი ერთია - აუცილებელია, შეეხოს მის სიამაყეს. კარგ შედეგს გამოიღებს, თუკი ლომი მაცივარზე რომელიმე სუპერმოდელის სურათს გააკრავს. ეს მას ნამდვილად არ მისცემს ცდუნების უფლებას. მეფურად კვებას მიჩვეული ლომისთვის ეფექტური იქნება თევზეულის მიღება, იმუნიტეტის ასამაღლებლად კი - ციტრუსები. მისი განწყობა ნივთიერებათა ცვლაზეც მოქმედებს, ამიტომ დიეტის დროს ლომებისთვის აუცილებელია ნერვული და საჭმლის მომნელებელი სისტემის სტიმულატორები - ვაშლი და ბოსტნეული. 


 


ქალწული (24 აგვისტო-23 სექტემბერი)
ქალწულები დიეტის დაცვისას სასურველ შედეგებს ვერ აღწევენ და მათ ეს ძალიან კარგად იციან. მართალია, ქალწულებმა კარგად იციან თითოეული საკვები პროდუქტის კალორიების შემცველობა, სასარგებლო თუ მავნე ნივთიერებები, მათზე ყველაზე უკეთესად მაინც ფიზიკური აქტივობები, იოგა და სუნთქვითი ვარჯიშები მოქმედებს. იმის გათვალისწინებით, რომ ქალწულებს პრობლემური სახის კანი და სუსტი კუჭ-ნაწლავი აქვთ, უნდა მოერიდონ მძიმე საკვებს, ყავასა და ალკოჰოლს.


 


სასწორი (24 სექტემბერი-23 ოქტომბერი)
წონასწორობა - აი, ეს არის სასწორების სრულყოფილების პრინციპი, მათ შორის - დიეტის დაცვის დროსაც და ამ პრინციპს არ უნდა უღალატონ. მგრძნობიარე სასწორები ადვილად ექცევიან სხვისი გავლენის ქვეშ, ხშირად ინტერესდებიან საეჭვო რეპუტაციის მქონე დიეტოლოგების რჩევებით და დიეტისას სახიფათო უკიდურესობებს მიმართავენ. უმჯობესია, ყურადღება ორგანიზმში ბალანსის დაცვასა და შლაკების გამოდევნაზე გაამახვილონ. მათთვის სასარგებლოა სტაფილო, ბარდა, სიმინდი და ფაფები.


 


მორიელი (24 ოქტომბერი-22 ნოემბერი)
პლანეტა პლუტონი სერიოზულ მორიელს აიძულებს, დიეტას ასევე სერიოზულად მიუდგეს. მათ გააზრებული აქვთ, რომ შედეგის მისაღებად ბოლომდე უნდა მივიდნენ. მტკიცე ხასიათი მორიელებს საშუალებას აძლევს, გაუძლონ ცდუნებას. ისინი ხანგრძლივ დიეტას მიმართავენ. ფორმის შენარჩუნებისთვის კი ქოლესტერინის შემცველი პროდუქტები ხილ-ბოსტნეულით უნდა ჩაანაცვლონ. დიეტის დროს მორიელები ფიზიკურ დისკომფორტს განიცდიან, ამიტომ ნივთიერებათა ცვლის რეგულირებისთვის კარგია ზღვის პროდუქტები და იოგურტი.


 


მშვილდოსანი (23 ნოემბერი-21 დეკემბერი)
აქტიური იუპიტერი მშვილდოსანს კარგ დეგუსტატორად აქცევს. მართალია, ისინი ცდილობენ, კალორიული საკვების მიღებისგან თავი შეიზღუდონ, მაგრამ მაინც, როგორ უნდა შეინარჩუნონ მშვილდოსნებმა ფორმა, როცა მათი კულინარიული ცნობისმოყვარეობა უსაზღვროა? მათთვის კარგია ზღვის პროდუქტების დიეტა და მსუბუქი ეგზოტიკური საკვებიც კი, თუმცა უნდა მოერიდონ ჩინურ და ტაილანდურ სამზარეულოს, რადგან მშვილდოსნების ღვიძლზე ცხარე და ცხიმიანი საკვები ცუდად მოქმედებს. უმჯობესია, რაციონში მწვანილები, სტაფილო, მზესუმზირა და კარტოფილი შეიტანონ. 


 


თხის რქა (22 დეკემბერი-20 იანვარი)
თხის რქა მმართველმა პლანეტა სატურნმა ორი ძვირფასი საჩუქრით დააჯილდოვა - დისციპლინის სიყვარულითა და ორგანიზებულობით. ამიტომ თხის რქები დიეტის დაცვისას ამ თვისებებს სასარგებლოდ იყენებენ. მათ მკაცრად აქვთ შესწავლილი კვების ბალანსი და ყოველთვის დიდი მონდომებით იცავენ ამ წესებს, ამიტომ ჭარბი წონისკენ მიდრეკილება ნაკლებად აწუხებთ. თუმცა, თხის რქებს ხშირად აღენიშნებათ ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ამიტომ უნდა მოერიდონ ცხიმიან საკვებს, შეზღუდონ ალკოჰოლი და მიეძალონ მინერალურ წყალს. მათზე საუკეთესოდ მოქმედებს სპორტული აქტივობა, ძალისხმევის გარეშე უმკლავდებიან ფიზიკურ დატვირთვას.


 


მერწყული (21 იანვარი-20 თებერვალი)
ამბობენ, რომ მერწყულის მმართველი პლანეტა ურანი ყველაზე ექსცენტრიკული და ცნობისმოყვარეა. ამიტომ, მერწყულებს ძალიან უყვართ ეგზოტიკური და ახალ-ახალი საკვების დაგემოვნება. ექსპერიმენტების სიყვარულის მიუხედავად, თუ საქმე დიეტას ეხება, მერწყულებისთვის სულერთი ხდება, რას შეჭამენ. მათი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია დღის მანძილზე ცოტ-ცოტა მიირთვან. ძირითადად კი ვიტამინებითა და მინერალებით სავსე საკვებს უნდა მიეძალონ. კარგია მედიტაცია და ფსიქოთერაპია.


 


თევზები (21 თებერვალი-20 მარტი)
მმართველი პლანეტა ნეპტუნი თევზებს სრულყოფილი ფორმის შენარჩუნებაში ეხმარება. მისტიკური და რომანტიკული თევზისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავის მოვლა. ისინი ხშირად მიმართავენ თალასოთერაპიას - ზღვის პროდუქტებით მკურნალობის მეთოდს. აუცილებელია გავითვალისწინოთ თევზებში გავრცელებული ენდოკრინული დაავადებებიც. მათ უნდა მიიღონ იოდის და ცილების შემცველი პროდუქტები: ხორცი, ყველი და კვერცხი. თევზებისთვის ძალიან სასარგებლოა სალათები, ლობიო, ბოსტნეული და ხილი.


 

საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ამბები

ცესკოში მორიგი საინფორმაციო ბრიგინგი გაიმართა

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიასთან 15:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ისაუბრა.
ამბები

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 სთ-ის მდგომარეობით

ცესკოს პრეს სპიკერმა აქტივობასთან ერთად მედიას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია
კულინარია

გემრიელი სალათების სეზონი გაიხსნა!

გაზაფხულთან ერთად, ფერადი და არომატული ბოსტნეულიც შემოვიდა. ეს სალათა, რომლის რეცეპტსაც დღეს გიზიარებთ, ჯანსაღი, გემრიელი და უმარტივესად მოსამზადებელია!
დღის ჰოროსკოპი

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?