როგორ ამოვიცნოთ მოღალატე მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

ჰოროსკოპი

17 ოქტომბერი 10:00, 2016 წელი

ძალიან ბევრი ქალის ცხოვრებაში დგება დილემა – შეიტანოს თუ არა ეჭვი საყვარელი მამაკაცის ერთგულებაში. ღალატის ფაქტს, რა თქმა უნდა, ყოველთვის ინდივიდუალური მიზეზები აქვს და ხშირად ქალებიც არიან დამნაშავენი, თუმცა დღეს ამ თემას არ გავშლით და მხოლოდ იმაზე ვისაუბრებთ, როგორ ამოვიცნოთ მოღალატე მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

ვერძი
უხალისოდ და არცთუ ოსტატურად ღალატობს. იშვიათად მალავს საკუთარ თავგადასავლებს, თანაც, თუკი სხვა შეუყვარდა, ქალთან, რომელიც აღარ უყვარს, ერთი წამით არ გაჩერდება. იცოდეთ, რომ ვერძი მამაკაცი მაშინ გღალატობთ, როცა მოულოდნელად უჩვეულოდ მშვიდი, დამყოლი და ლოიალური ხდება თქვენთან ურთიერთობაში და ცდილობს, მეგობრულად გეკონტაქტოთ.


 


კურო 
ძნელად ეხერხება ღალატი, არა იმიტომ, რომ ტემპერამენტი არ უწყობს ხელს (ეს მამრები მორიელებსაც კი აჭარბებენ სექსუალური აქტივობის მხრივ), უბრალოდ, მას შეჩვეული სიტუაციები ურჩევნია. იცოდეთ, რომ ვერძი მამაკაცი მაშინ გღალატობთ, როცა თქვენ მიერ მომზადებულ კერძებს აღარ მიირთმევს. ისე კი იშვიათად ბუზღუნებს, თუკი სახლში დროზე არ დახვდება მომზადებული ვახშამი.


 


ტყუპი
ფიზიკურად იშვიათად ღალატობს ქალს. თუმცა თუკი მოსაწყენი, პრეტენზიული და ერთფეროვანი გახდით, მენტალურადაც და ფიზიკურადაც ეცდება, სხვაზე გადაერთოს გულის გადასაყოლებლად. იცოდეთ, რომ ტყუპი მამაკაცი გღალატობთ, თუკი თქვენთან ერთად აღარ მასლაათობს საათობით სხვადასხვა თემაზე. იშვიათად გირეკავთ და გწერთ.


 


კირჩხიბი
ყველაზე კარგად ახერხებს ღალატს „შენიღბული ფორმით“. მისთვის მნიშვნელოვანია ოჯახი და იშვიათად ანგრევს მას. კირჩხიბი მამაკაცი გღალატობთ, თუკი სანიმუშოდ იქცევა, აღარ გებუზღუნებათ საათობით და ცდილობს, ყველა პრობლემა მოგიგვაროთ, რაც გაქვთ ან არ გაქვთ.


 


ლომს
მას თავმოყვარეობა ელახება, თუკი ნაკლებ ყურადღებას აქცევს მეორე ნახევარი, თუნდაც ამ უყურადღებობის მიზეზი ბავშვები იყოს. ხმაურიანად და დემონსტრაციულად გიღალატებთ ისე, რომ ჯერ დაგიანონსებთ ამას. ასე რომ, იყავით ფრთხილად და მეტი სითბო გამოავლინეთ მასთან.


 


ქალწული 
ამ ნიშნით დაბადებული მამრები ერთ-ერთ სანიმუშო და ერთგული ქმრების კატეგორიას განეკუთვნებიან. თუ მაინც გღალატობთ, ე.ი. ძალიან მოაბეზრეთ თავი ქაოსური და უპრინციპო საქციელით. იცოდეთ, რომ ქალწული მამაკაცი გღალატობთ, თუკი უჩვეულოდ მოუწესრიგებელი და უპასუხისმგებლო გახდა – ის უბედურია ამით.


 


სასწორი
ამ მამაკაცს თავისუფლად შეგვიძლია, ვუწოდოთ ფლირტის „მამა“. თუმცა, ფიზიკურ ღალატზე მხოლოდ მაშინ მიდის, როცა ცოლი აუტანლად მომთხოვნი, აგრესიული და ეჭვიანია. იცოდეთ, სასწორი მამაკაცი გღალატობთ, თუკი უცებ მისი გალანტურობა უხეში საქციელით და ბილწსიტყვაობით იცვლება.


 


მორიელი
მას უზომოდ დიდი სექსუალური ტემპერამენტი აქვს, თუმცა ღალატით მხოლოდ მაშინ ღალატობს, როცა პარტნიორის ემოციების გამოცდა სურს ან ამ უკანასკნელის სამაგალითოდ დასჯა. იცოდეთ, რომ მორიელი კაცი გღალატობთ, თუკი მოულოდნელად მისმა ეჭვიანობამ იკლო და საეჭვოდ ლიბერალური გახდა.


 


მშვილდოსანი
ბუნებით პოლიგამიური მამრია, მისთვის ფლირტი ჩვეულებრივი ამბავია. თუმცა მეუღლე თუ სცენებს არ უწყობს, ცელქობას ნაკლებად გააგრძელებს დიდხანს. გახსოვდეთ - ის გღალატობთ, თუკი მოულოდნელად აღმოაჩენთ, რომ სანიმუშოდ მშრომელი გახდა და სამსახურის საქმეებს ზედმეტად დიდ დროს უთმობს.


 


თხის რქა
ერთ-ერთი ერთგული და საიმედო მამაკაცია. თუმცა, როცა სიტუაცია ოჯახში ქაოსურია, ისიც მიდის ღალატზე. ზოგჯერ „იმიჯის“ გამოც ღალატობს, მაშინ, როცა მაღალ თანამდებობაზეა. იშვიათად გაიგებთ მის ღალატს, თუმცა უნდა იცოდეთ, რომ როცა საეჭვოდ ყურადღებიანი და გულუხვი ხდება, სწორედ მაშინ „ცელქობს“ სადღაც.


 


მერწყული
მისი ღალატი იშვიათად გამოიხატება ფიზიკურად. ამასთანავე, ნუ მოინდომებთ ფლირტის ამბების გამოძიებას. თუ მაინც შეეცდებით, ისე აგირევთ დავთრებს, თავად ვერ გაიგებთ თავსა და ბოლოს. გახსოვდეთ - მერწყული გღალატობთ მაშინ, როცა საეჭვოდ მოწესრიგებული და ყურადღებიანი ხდება.


 


თევზები
ეს კაცები, ძირითადად, „ხათრის გამო“ ღალატობენ ცოლებს. მათ უჭირთ ქალებთან ურთიერთობაზე უარის თქმა, ამიტომ ხშირად თავისთავად ხდებიან სუსტი სქესის წარმომადგენელთა მსხვერპლი. გახსოვდეთ, რომ ის გღალატობთ, თუკი ხშირად გიყვებათ რომელიმე „მეგობრის“ ან თანამშრომლის ბედზე, გული შესტკივა მასზე და ცდილობს, თქვენც განგაწყოთ ამ უკანასკნელის მიმართ თანაგრძნობით… აი, ზუსტად ეს „ვიღაც“ არის თქვენი მეტოქე.

დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფისუნია, მანდ რა გინდა?! (10 ფოტო)

ნახეთ, ერთ დღესაც სად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ოთხფეხა მეგობარი. ჰოდა, პრევენციული ზომებიც მიიღეთ...
საკნატუნო ამბები

9 უტყუარი ნიშანი იმისა, რომ კაცი გღალატობთ

კერძო დეტექტივები ამბობენ, რომ ქალის ეჭვიანობის 80%-ის შემთხვევაში კაცის ღალატი დასტურდება.
დღის ჰოროსკოპი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.