შურისმაძიებელი ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ჰოროსკოპი

18 ოქტომბერი 10:00, 2016 წელი

სამყაროში არსებობენ შურისმაძიებელი ადამიანები და, ამ მხრივ, ზოდიაქოს რამდენიმე ნიშანი ნამდვილად საშიშია. გაიგეთ, რას უნდა ელოდოთ, თუკი მათ გზას გადაუღობავთ.

მორიელი
მორიელი ქალები რეიტინგში პირველ ადგილზე დგანან. ისინი გაუმართლებლად ეჭვიანები არიან, მაგრამ, თუ თქვენმა საყვარელმა ქალმა ღალატზე დაგიჭირათ, მის მრისხანებას მხოლოდ ატომური აფეთქება თუ შეედრება.
თუ მორიელს აწყენინეთ, იგი მოგვიანებით გაგცემთ სათანადო პასუხს. მორიელი ზუსტად ისე მოგექცევათ, როგორც თავად მოექეცით.
არასდროს ეცადოთ მორიელზე შურისძიებას. იგი, საბოლოო ჯამში, მაინც ყოველთვის გამარჯვებული გამოვა. უმჯობესია, მასთან თავაზიანობა გამოიჩინოთ.
თუ მორიელი ქალი ვინმემ გააბრაზა ან უსამართლოდ მოექცა, იგი მოწინააღმდეგეს ბრძოლაში გამოიწვევს და მანამ არ დაწყნარდება, სანამ საბოლოოდ არ გაანადგურებს ან შეწყალებას არ სთხოვენ.
განაწყენებული მორიელი გულმოდგინედ გეგმავს, როგორ იყაროს ჯავრი. დარტყმაც შესაბამისია.
ენციკლოპედიაში მორიელზე შემდეგს წავიკითხავთ: იგი შხამის საშუალებით, რომელსაც კუდში ინახავს, მსხვერპლს ადამბლავებს. მისი ნაკბენი ხშირად სასიკვდილოა.
ასე რომ, ფრთხილად იყავით მორიელთან, მათ შურისძიებას ერიდეთ.


 


კირჩხიბი
შურისმაძიებელ ქალებს მიეკუთვნებიან კირჩხიბის ნიშნით დაბადებულებიც.
თუ მასთან შეცდით, მოატყუეთ ან უღალატეთ, ამას არასდროს დაგივიწყებთ და ერთ მშვენიერ დღეს ჭექა-ქუხილივით დაგატყდებათ თავს.
კირჩხიბის ნებისმიერი შურისძიების გეგმა ყოველთვის წარმატებით გვირგვინდება. ალბათ, გაინტერესებთ, რა განაპირობებს მის წარმატებას? კირჩხიბ ქალებს იმპულსურობა არ ახასიათებთ და რამეს თუ ჩაიფიქრებენ, აუცილებლად კარგად აწონ-დაწონიან. ამიტომაც იშვიათად ცდებიან და მათი წამოწყებული საქმე კარგად მთავრდება.
როდესაც რამე აქვთ მიზნად დასახული, განა უცებ უახლოვდებიან სამიზნეს. შემოვლით მანევრებს აკეთებენ და თვალს არ აცილებენ მსხვერპლს. თუ ობიექტი გაქცევას დააპირებს, კირჩხიბი უცებ მარწუხებში მოაქცევს.
კირჩხიბი ქალები წარუმატებლობის შემთხვევაში რევანშისთვის ვერ ემზადებიან. ეს მათი სისუსტეა. ასეთ დროს ტრანსში ვარდებიან და დიდხანს ვერ მოდიან გონს. ფრთხილად იყავით კირჩხიბ ქალებთან. სუსტი და დეპრესიულები ჩანან, თუმცა მათში ძალიან დიდი ენერგია დევს, რომელმაც, თუ გაიღვიძა, გაქცევასაც ვერ მოასწრებთ.


 


ვერძი
შურისმაძიებელ ქალებში მესამე ადგილზე ცეცხლოვანი ნიშნის პირველი წარმომადგენელია.
ვერძს მამაკაცური ენერგეტიკის მქონე პლანეტა მარსი მართავს. ამ ნიშნით დაბადებული ქალები საკმაოდ ძლიერი და, თუ საჭიროა, მამაკაცურებიც არიან.
სოციალურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ვერძი მებრძოლი და ჯანყის მოყვარულია. იგი სიამოვნებით გამოიწვევს ბრძოლაში ყველას, რადგან საკუთარი უპირატესობის ღრმად სჯერა.
თუ ვერძ ქალს გული ატკინეთ, უღალატეთ ან მოატყუეთ, აუცილებლად მიიღებთ ხმაურიან და დაუყოვნებლივ პასუხს. მისგან გადახდილი სამაგიერო ყოველთვის მწარედ გემახსოვრებათ.
მართალია, მორიელისა და კირჩხიბის შურისძიებას ვერძისა ვერ შეედრება, თუმცა მისი მხრიდან გადახდილ სამაგიეროს ნამდვილად შეგვიძლია, ვულკანის ამოფრქვევა დავარქვათ. თუმცა, ამ ყველაფერში კარგი ამბავი ისაა, რომ სამაგიეროს გადახდიდან 2 წამში ვერძს აღარაფერი ახსოვს და ისე გააგრძელებს თქვენთან ურთიერთობას, თითქოს არც არაფერი მომხდარა.
ამ ნიშნის წარმომადგენლები ბოღმას ვერ იდებენ გულში.
ასეთი ქალის შეყვარება რთულია, მაგრამ, თუ გარისკეთ, არ მოიწყენთ.

დღის ჰოროსკოპი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ამბები

ცესკოში მორიგი საინფორმაციო ბრიგინგი გაიმართა

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიასთან 15:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ისაუბრა.
ამბები

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 სთ-ის მდგომარეობით

ცესკოს პრეს სპიკერმა აქტივობასთან ერთად მედიას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია
კულინარია

გემრიელი სალათების სეზონი გაიხსნა!

გაზაფხულთან ერთად, ფერადი და არომატული ბოსტნეულიც შემოვიდა. ეს სალათა, რომლის რეცეპტსაც დღეს გიზიარებთ, ჯანსაღი, გემრიელი და უმარტივესად მოსამზადებელია!