როგორ უვლიან თავს ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

ჰოროსკოპი

24 ოქტომბერი 10:00, 2016 წელი

ასტროლოგების აზრით, კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნები სპეციფიკურად და განსხვავებულად ავლენენ მიდრეკილებას თავის მოვლისკენ…

ვერძი ქალები ექსპერიმენტის მოყვარულები არიან. ისინი ხშირად იცვლიან თმის ფერს და ვარცხნილობას. იმიტომ რომ, ვერძს ანატომიურად თავი შეესაბამება სამედიცინო ასტროლოგიის მიხედვით.


 


 



კუროს
ნიშნით დაბადებული ქალბატონები დიდ ყურადღებას ანიჭებენ სურნელს, ამიტომ, პირველ რიგში, სხეულისა და კანის სიჯანსაღეზე ზრუნავენ. მათ უყვართ სხვადასხვა ტიპის მასაჟები და სპა-პროცედურები.


 


 



ტყუპი
ქალები იშვიათად გამოირჩევიან საკუთარ გარეგნობაზე ზედმეტი ზრუნვის მოთხოვნილებით. მათ აქვთ განუმეორებელი შარმი, რომლის ხარჯზეც მინიმალური კოსმეტიკაც კი საოცრად ლამაზად აჩენს ქალი ტყუპის ვიზუალს. თუმცა, ისინი დიდი სიამოვნებით უვლიან ხელებსა და ფრჩხილებს. მოსწონთ ფერადი მანიკიური და ფრენჩი.


 


 


კირჩხიბი ქალები ხშირად განიცდიან ჭარბი წონის პრობლემას, გამომდინარე იქიდან, რომ კირჩხიბი კუჭით მართული ნიშანია. მათი დიდი ნაწილი ცდილობს, იზრუნოს სილამაზეზე, პირველ რიგში, ჯანსაღი კვების მეშვეობით.  კირჩხიბების უმეტესობა გადამეტებულად უვლის თმას, ხშირად, ბებიას რეცეპტებით და არა ძვირად ღირებული შამპუნ-ბალზამებით.


 


 


ლომი ქალები ბუნებით პრანჭია ინდივიდები არიან. ამიტომ მათთვის ძალზე მნიშვნელოვანია ვიზუალურ იმიჯზე ზრუნვა. სტატისტიკურად დამტკიცებულია, რომ ესთეტიკური მედიცინის სიახლეებით ყველაზე ხშირად ლომები სარგებლობენ. იკეთებენ კანის გადაჭიმვას, ებრძვიან ნაადრევ ნაოჭებს და ცელულიტს.


 


 



ქალწული
მაქსიმალური სისადავისა და ბუნებრიობის მომხრეა ყველაფერში. მას უყვარს საკუთარ სხეულზე ზრუნვა და საკუთარ რჩევებს ან გამოცდილებას სხვებსაც ახვევს თავს. მიმართავს რა ათასგვარი ტიპის დიეტას, დეტოქსიკაციის მეთოდებს და ა.შ.


 


 



სასწორი
საოცრად პრანჭიაა. მისთვის ლამაზი სამოსი, აქსესუარები და ზოგადად შოპინგი საუკეთესო თერაპიის კურსს უტოლდება მნიშვნელობით. სასწორი ქალები ძალიან უვლიან თავს, ყოველთვის ლამაზად და მომხიბვლელად გამოიყურებიან ნებისმიერ ასაკში.


 


 


მორიელი ხშირ შემთხვევაში ერიდება ზედმეტ გადაპრანჭულობას. ამისთვის მას ხშირად არც დრო აქვს, არც სურვილი. თუმცა, მის შემთხვევაში იდეალური გარეგნობის გარანტი სრულფასოვანი და ძალზე აქტიური სექსუალური ცხოვრებაა, რომელზეც ქალი მორიელი არასოდეს ეუბნება თავს უარს.


 


 



მშვილდოსანი
ქალი ორი ტიპისაა: ერთი, რომელსაც ბიჭური ჩაცმულობითა და მიხრა-მოხრით იცნობთ, მეორე კი საოცრად დახვეწილი და პრანჭია. მშვილდოსანი ქალები ფიზიკური ფორმისა და სილამაზის შენარჩუნებას სპორტული აქტივობით და მუდმივი კარგი განწყობით ახერხებენ.


 


 


თხის რქა ქალები, როგორც წესი, ასაკის მატებასთან ერთად მშვენდებიან და ლამაზდებიან. თხის რქას უყვარს თავის მოვლა. ის განსაკუთრებულ ყურადღებას ამ მხრივ სახის კანსა და კბილებს აქცევს. რომელიც, სხვათა შორის, ორივე სქესის თხის რქებს ერთ-ერთი სუსტი რგოლი აქვთ ჯანმრთელობაში.


 


 


მერწყული ქალები, მსგავსად ტყუპისა, არ აქცევენ დიდ ყურადღებას თავის მოვლას. მათთვის ასევე დამახასიათებლია სხვადასხვა ტიპის ექსპერიმენტის სიყვარული, როგორც ვარცხნილობის, ისე ზოგადად საკუთარი გარეგნობის მიმართ. ბევრი მერწყული ატარებს ტატუს, იპარსავს თმას და ა.შ.


 


 



თევზი
ქალები საოცრად ქალურები და ნაზები არიან. ისინი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ თავის მოვლას. მათთვის ასევე მნიშვნელოვანია კოსმეტიკისა და სუნამოს კარგი არჩევანი. ხშირად განსაკუთრებულად უვლიან სახის კანს და ხელებს.

საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ამბები

ცესკოში მორიგი საინფორმაციო ბრიგინგი გაიმართა

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიასთან 15:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ისაუბრა.
ამბები

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 სთ-ის მდგომარეობით

ცესკოს პრეს სპიკერმა აქტივობასთან ერთად მედიას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია
კულინარია

გემრიელი სალათების სეზონი გაიხსნა!

გაზაფხულთან ერთად, ფერადი და არომატული ბოსტნეულიც შემოვიდა. ეს სალათა, რომლის რეცეპტსაც დღეს გიზიარებთ, ჯანსაღი, გემრიელი და უმარტივესად მოსამზადებელია!
დღის ჰოროსკოპი

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?