სიძულვილიდან სიყვარულამდე – ზოდიაქოს წყვილები, რომელთა ურთიერთობაც ხშირად კონფლიქტით იწყება

ჰოროსკოპი

26 ოქტომბერი 10:00, 2016 წელი

დღეს ასტროლოგიურ ჭრილში გაგაცნობთ იმ წყვილებს, რომლებშიც სიყვარულის ნაპერწკალი ხშირად კონფლიქტის შედეგად ღვივდება.

ალბათ, გაგიგონიათ – „სიყვარულიდან სიძულვილამდე სულ ერთი ნაბიჯიაო“. არის ამ გამონათქვამში სიმართლე, თანაც – დიდი დოზით. ძალზე ხშირად ადამიანებს ერთმანეთის მიმართ ინტერესი გარკვეული კონფლიქტური სიტუაციის შედეგად უჩნდებათ ხოლმე. ზოგი ამას „სტოკჰოლმის სინდრომსაც“ უწოდებს (მსხვერპლის მიერ მოძალადის მიმართ გაჩენილი გრძნობა).


 


ვერძი – მორიელი 
მათ შორის ან დიდი მტრობაა ან უსაზღვროდ დიდი სიყვარული. ერთიც და მეორეც გამოკვეთილი ბრძოლისუნარიანობით, პრინციპულობითა და აგრესიულობით გამოირჩევა. განსხვავება ისაა, რომ ვერძი აგრესიას ღიად ავლენს, მორიელი კი ფარულად. მას შესანიშნავად გამოსდის ვერძის დაღლა ემოციურად, რის ხარჯზეც გამარჯვება მას რჩება ხოლმე. თუმცა, ზუსტად მორიელი აცნობიერებს იმას, რომ ვერძი ალალი და უბოროტოა, რასაც იგი ძალიან აფასებს ადამიანებში. მისგან მორიელი არ ელის დარტყმას ზურგს უკან. ვერძს კი, თავის მხრივ, მორიელის ძლიერი სული და ნებისყოფა იზიდავს. ამ წყვილს შორის ურთიერთობა ხშირად ვითარდება კონფლიქტების მთელი სერიის შემდეგ და დიდ, ხანგრძლივ სიყვარულში გადაიზრდება.


ტყუპიმშვილდოსანი 
ერთსაც და მეორესაც ენა უჭრის, თან საკმარისზე მეტად. ორივეს ღრმად სწამს, ასევე, იმის, რომ ამქვეყნად ყველაზე უკეთ იცის ყველაფერი. მოკლედ, ორი „დიდი ტვინიკოსის“ შეხვედრაა, რომელიც აუცილებლად დაიწყება ხმაურიანი პოლემიკით სხვადასხვა თემაზე (მათ შორის შესაძლოა, ეს იყოს პოლიტიკაც). მშვილდოსანი მასშტაბურად აზროვნებს და ლოგიკაში მოიკოჭლებს, მაშინ როცა, ტყუპი მას აუცილებლად „გამოიჭერს“ უზუსტობებში და ინფორმაციულ ომს ზუსტად რომ არგუმენტირებულ კამათში მოუგებს… ასე ვთქვათ: „ფაქტებს ცხვირზე ააფარებს“. თუმცა, მშვილდოსანი რისი მშვილდოსანი იქნება, თავხედს ჭკუა რომ არ ასწავლოს, თანაც სახალხოდ აიგდებს მასხრად. თუმცა ეს ყველაფერი აუცილებლად გამოიწვევს ამ ორს შორის დიდი კონფლიქტიდან დიდ მიზიდულობას, რომლის შემდეგაც მათი „ომი“ უკვე საძინებელში გაგრძელდება.



მერწყულილომი 
მერწყული, რომელიც თავის გუნებაზე მოსეირნე კატას წააგავს, საშინლად აღიზიანებს ამაყ და თავმოყვარე ლომს, რომელიც მიჩვეულია, ამქვეყნად ყველა და ყველაფერი აიყვანოს კონტროლზე. თუმცა როდის იყო, ჰაერი ჭიქაში მომწყვდევას ექვემდებარებოდა? მერწყული კი, თავის მხრივ, არცთუ დიდი სიმპათიით განეწყობა ამ გაბღენძილი სნობის მიმართ. მას ხომ საშინლად სძულს ხალხი, ვინც სნობური გამოხდომებით გამოირჩევა. სინამდვილეში კი არც ერთია სნობი და არც მეორე თავქარიანი. მათ შორის ბევრი საერთოა და როცა ისინი ამას გააცნობიერებენ, ერთმანეთისთვის საუკეთესო მოკავშირეები და მეგობრები გახდებიან. მეგობრობიდან სიყვარულამდე კი სულ რაღაც ნაბიჯია… ან სულაც ნახევარი ნაბიჯი.

დღის ჰოროსკოპი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ამბები

ცესკოში მორიგი საინფორმაციო ბრიგინგი გაიმართა

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიასთან 15:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ისაუბრა.
ამბები

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 სთ-ის მდგომარეობით

ცესკოს პრეს სპიკერმა აქტივობასთან ერთად მედიას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია
კულინარია

გემრიელი სალათების სეზონი გაიხსნა!

გაზაფხულთან ერთად, ფერადი და არომატული ბოსტნეულიც შემოვიდა. ეს სალათა, რომლის რეცეპტსაც დღეს გიზიარებთ, ჯანსაღი, გემრიელი და უმარტივესად მოსამზადებელია!