როგორ ცდილობენ ზოდიაქოს ნიშნის ბიჭები გოგოს ცდუნებას?

ჰოროსკოპი

20 დეკემბერი 10:00, 2016 წელი

გაარკვიეთ, ნამდვილად უყვარხართ თქვენს რჩეულს თუ, უბრალოდ, თქვენი ცდუნება სურს?

ვერძი – დღეს საღამოს ჩაუვარდით გულში? 9 საათისკენ სახლში გაცილებას შემოგთავაზებთ, თქვენ გაჰყვებით და ღამის პირველზე მიაღწევთ სახლამდე… პირველი კოცნა უკვე შედგა... დარწმუნებულია, რომ უკვე გიფიქრიათ მასზე… შიშველზე... და არც ცდება…


 


 


კურო – იგი სახლში გამოგივლით და თავის ნებაზე რომ იყოს, სიამოვნებით სთხოვდა თქვენი წაყვანის ნებართვას მამათქვენსაც, აი, ისე, როგორც ფილმებშია… მერე რესტორანში დაგპატიჟებთ, ჯერ რომ არ გაგისინჯავთ, ისეთ საჭმელებს გაჭმევთ, ყელზე ძვირფას ყელსაბამს შეგაბამთ და … შეგაბამთ.


 


 


ტყუპები – ლაქლაქი, ლაქლაქი, ლაქლაქი… მისი მთავარი იარაღი შესანიშნავი იუმორია, მაგრამ ხანდახან იმდენს ცანცარებს, ვერ იგებთ, რა თვალით გიყურებთ, აინტერესებთ თუ არა როგორც ქალი, მანამ სანამ ერთ დღეს ფილმის საყურებლად მასთან ასულს არ შემოგთავაზებთ: მოდი, რა ძმურად… მაგრად გავერთობით…


 


 


კირჩხიბი – მთელ თქვენს სანათესაოს გაიცნობს, მერე ოჯახის რომელიმე წევრსაც კი და ერთხელ, სახლში ან ახლობელთან მისული აღმოაჩენთ, რომ ისიც სტუმრების სიაშია. მთელი საღამო თქვენ გარშემო იტრიალებს, მოგიცუცქდებათ და რამენაირად გაიძულებთ, თავად გახდეთ საუბრის წამოწყების ინიციატორი, მერე შეხვედრების ინიციატორი და ბოლოს, სექსის ინიციატორიც… ნუ გეშინიათ, როგორც კი მყარ ნიადაგს იგრძნობს, ცოლობას თავად შემოგთავაზებთ…


 


ლომი – იქნება ისეთი აქტიური, მომხიბლავი, სექსუალური… ყველას ყურადღების ცენტრში მოექცევა, განსაკუთრებით კი თქვენსაში, იგი ისაუბრებს ხმამაღლა, მოგართმევთ ყვავილებს, გეტყვით წარმოუდგენელ კომპლიმენტებს, შეგაყენებთ კვარცხლბეკზე, იცეკვებს გასაგიჟებლად და როცა უკვე თქვენც შემოგთავაზებთ ცეკვას, ეს იმხელა პატივი იქნება, თქვენ ყოყმანს ვეღარ გაბედავთ, შეგეშინდებათ, არ გადაიფიქროსო და კისრისტეხით გაეკიდებით.


 


ქალწული – იგი არავის მოხიბვლას არ ცდილობს, თუ ადამიანი მოსწონს, ცდილობს, ასიამოვნოს. გშია? გწყურია? რამე ხომ არ გჭირდება? თავს ნამდვილ დედოფლად იგრძნობთ, პირადი მსახური გეყოლებათ, მართალია, ცოტა ცივი და სიმპათიების გამოხატვაში თავშეკავებული, მაგრამ მაინც. იგი თავს შემოგევლებათ, თუმცა მაინც ფრთხილად უნდა იყოთ. ეს ერთადერთი ნიშანია, რომელსაც სიყვარული არ აბრმავებს და თავბრუდახვეულიც ამჩნევს თქვენს ნაკლოვანებებს. მოკლედ, თუკი სხვა ნიშნებთან გამოცდა მანამ უნდა ჩააბაროთ, სანამ მოეწონებით, ქალწულთან პირიქით – გამოცდები იწყება მერე, როცა მოეწონებით.


 


სასწორი – თუკი სასწორი თქვენს მოხიბვლას ცდილობს, ეს ყოველთვის არ ნიშნავს, რომ მოსწონხართ, შეიძლება მას, უბრალოდ, ეს მოხიბვლის პროცესი ხიბლავს, ან ის ფაქტი, რომ ვიღაც მოხიბლა. როგორ ცდილობს, მოგხიბლოთ? გესაუბრებათ, გისვამთ კითხვებს, ქმნის თქვენთვის იდეალური მამაკაცის ფოტორობოტს და ხდება ზუსტად ასეთი. ყოველ შემთხვევაში, ცდილობს მაინც… თქვენ კი, აღფრთოვანებულს იმით, რომ თქვენი ნამდვილი მეორე ნახევარი შეგხვდათ, სხვა რა დაგრჩებათ, იქით შეეცდებით, აცდუნოთ!


 


მორიელი – თუ ძალიან არ დათვრა, ერთადერთი, რითიც შეიძლება მიხვდეთ, რომ მოსწონხართ, დაჟინებული მზერაა. იგი ეცდება, თვალებით გელაპარაკოთ, თუმცა, თვალებიც არ აქვს ადვილი წასაკითხი. შიგნით ყველაფერი რომ დუღდეს, გარედან ცივი და ცოტა აგდებული ღიმილი ექნება აფარებული ფარად. როგორ შეეცდება, რომ გაცდუნოთ? ეს იმაზეა დამოკიდებული, როგორი ტიპი ხართ თქვენ. მორიელი სტრატეგიას ინდივიდუალურობიდან გამომდინარე ადგენს, თქვენს სუსტ მხარეებს შეისწავლის, იქ ჩაგასობთ ნესტარს, სიყვარულის საწამლავს შეუშვებს, სრულ პარალიზებას მოახდენს და... მერე მოდი, მამასთან.


 


მშვილდოსანი – როგორ უნდა მიხვდეთ, რომ მოსწონხართ? თქვენ თუ ქალი ხართ, მას აუცილებლად მოსწონხართ! როგორ უნდა შეინარჩუნოთ? არ უნდა შეიმჩნიოთ, რომ სხვა ქალებსაც ამჩნევს. ისინი ყველაზე გულწრფელი ადამიანები არიან ზოდიაქოს ნიშნებს შორის, თუ მოეწონეთ, აუცილებლად კომპლიმენტებით მოვლენ, პირველი იმას გეტყვიან, რის გამო მოგაქციათ ყურადღება და თანაც, რადგან ცოტა გაზვიადება სჩვევიათ, ისე გეტყვიან, მსოფლიოში ყველაზე მაგარი ქალი გეგონებათ თავი. როგორ ცდილობენ, მოგხიბლონ? ცდილობენ თქვენს გამხიარულებას. ხასიათზე მოგიყვანთ, გაგაგიჟებთ, აგაცეტებთ და ასე აცეტებულს მერე ათას თავგადასავალში გაგხვევთ.


 


თხის რქა – მათ როგორც ძალიან სერიოზულ ადამიანებს, ისე ახასიათებენ, გრძნობების გამოხატვა რომ ძალიან უჭირთ, მაგრამ თხის რქებს თავისი მეორე ბუნებაც აქვთ, იგი სატირია, გახსოვთ სატირები? ავხორცი და გარყვნილი, მექალთანე სატირები. მინიკაბითა და ღრმა დეკოლტეთი შეიძლება ჭკუიდან შეშალოთ და ცოტა გადაკრული თუ აქვს, პირდაპირ ცეკვის დროს შემოგახევთ ტანსაცმელს და თავხედურად შემოგთავაზებთ სასტუმროში წასვლას. თუმცა წინასწარ უნდა გაგაფრთხილოთ, ასეთი თამამი მხოლოდ მაშინაა, თუ მთლად სერიოზულად არ აღგიქვამთ. შეყვარებული თხის რქა ცოტა მორცხვია. როგორ უნდა მიხვდეთ, რომ მოსწონხართ? თუკი თქვენ გითმობთ თავის ძვირფას დროს, გახარჯავთ ფულს და თქვენ გვერდითაა, ისე, რომ სანაცვლოდ არაფერს ითხოვს, ესე იგი მისთვის ძალიან ძვირფასი ხართ…


 


მერწყული – ძირითად შემთხვევაში იგი თანამოაზრეებს ეძებს და არა ქალს, რომელსაც თავზე გადაჰყვება, ამიტომ უამრავ შეკითხვას სვამს, თქვენ კი უნდა ეცადოთ, გული კი არ გადაუშალოთ, პასუხებით დააინტრიგოთ. რაც უფრო მეტ საფიქრალს მისცემთ, მით უფრო მეტს იფიქრებს თქვენზე, თუ არადა რამე სხვა უფრო საინტერესო თავსატეხს მოძებნის. როგორ უნდა მიხვდეთ, რომ მოსწონხართ? თუკი თქვენთან დამეგობრებას შეეცადა, ყველაფერი იდეალურად აეწყო, წესით, სიყვარულით გაგიჟებული უნდა იყოს და იმის მაგივრად, რომ ხელი ეთხოვა, ცივი გახდა და დაიკარგა, ესე იგი შეუყვარდით… ადროვეთ, ცოტა ხანს ეცდება, თქვენზე ემოციური დამოკიდებულება გაიქროს, ვერ მოახერხებს და დაბრუნდება… თანაც დაბრუნდება სრული ანშლაგით.


 


თევზები – მასთან, ალბათ, იმდენ ხანს ივლით გაურკვეველი სტატუსით, რომ როცა ურთიერთობის გადაწყვეტას დააპირებთ, შეყვარებული იქნებით. იგი მონათესავე სულის ტიპის შთაბეჭდილებას დაგიტოვებთ, ყველაფერს გაგიგებთ და ყოველგვარ კომპლექსს მოგიხსნით ურთიერთობაში. მასთან არ გექნებათ ჩვეულებრივი ფლირტი, რომანტიკულ მესიჯებსაც კი ისეთს მოგწერთ, გეგონებათ, ასტრალიდან გეკონტაქტებათ. როგორ გაცდუნებთ? ერთ დღეს დაგირეკავთ, ან მოგწერთ, რომ დაესიზმრა თითქოს შიშვლები იყავით რომელიღაც კუნძულზე, წვიმდა, მერე სექსი გქონდათ. უუჰ… მაგარი იყო… აუცილებლად მოგეწონებათ….

დღის ჰოროსკოპი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ამბები

ცესკოში მორიგი საინფორმაციო ბრიგინგი გაიმართა

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიასთან 15:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ისაუბრა.
ამბები

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 სთ-ის მდგომარეობით

ცესკოს პრეს სპიკერმა აქტივობასთან ერთად მედიას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია
კულინარია

გემრიელი სალათების სეზონი გაიხსნა!

გაზაფხულთან ერთად, ფერადი და არომატული ბოსტნეულიც შემოვიდა. ეს სალათა, რომლის რეცეპტსაც დღეს გიზიარებთ, ჯანსაღი, გემრიელი და უმარტივესად მოსამზადებელია!