სასჯელი კომპიუტერში თამაშისთვის - ბერძენი კანონმდებლების უცნაური გადაწყვეტილება

იცით თუ არა...

23 მარტი 15:00
128

2002 წელს საბერძნეთმა მიიღო კანონი №33037, რომელიც კომპიუტერულ და ვიდეოთამაშებს კრძალავდა. კანონის დარღვევა ითვალისწინებდა 1-დან 12 თვემდე პატიმრობას ან ჯარიმას 5000 ევროს ოდენობით. „დანაშაულის“ გამეორების შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა 75 000 ევრომდე იზრდებოდა, ამასთანავე, კანონდამრღვევს საპატიმროში სვამდნენ.

კანონით იკრძალებოდა კომპიუტერული და ვიდეოთამაშები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში: სასტუმროებში, კაფეებში, დაწესებულებებში, ქუჩაში და საკუთარ სახლშიც კი.
ამასთანავე, აკრძალვა მხოლოდ აზარტულს კი არა, ნებისმიერ თამაშს ეხებოდა, ისეთებსაც კი, როგორიც ტეტრისი“ ან ფერმის მოვლაა.  


კანონმდებელთა ჩანაფიქრით, კომპიუტერული თამაშების აკრძალვა თანამედროვე ბერძნების ინტერნეტდამოკიდებულებასა და აზარტული თამაშებისკენ მიდრეკილებას ბოლოს მოუღებდა, თუმცა ცოტა ზედმეტი მოუვიდათ...


კანონის ძალაში შესვლიდან რამდენიმე დღეში ორი ინტერნეტკაფეს მფლობელი დააპატიმრეს, რომლებმაც კლიენტებს პოპულარული Counter-Strike-ის თამაშის უფლება მისცეს. ამან მთელ საბერძნეთში საპროტესტო მოძრაობის ტალღა გამოიწვია.


სოციალურ ქსელში განთავსდა პეტიციები, სადაც ამტკიცებდნენ, რომ კომპიუტერული თამაშები მხოლოდ გართობაა, რომელიც დემოკრატიულ ქვეყნებში არ უნდა იკრძალებოდეს. მრავალრიცხოვანი სასამართლო პროცესების შემდეგ, კანონი ანტიკონსტიტუციურად შეფასდა და ამჟამად სიმბოლურად მხოლოდ ინტერნეტკაფეების შემთხვევაში გამოიყენება.