ჯეიმს ბონდი „მანჩესტერ იუნაიტედის“ იმედი იყო

იცით თუ არა...

3 მაისი 15:00, 2017 წელი

შოტლანდიელი მსახიობის შონ კონერის ხსენებაზე ყველას „ჯეიმს ბონდი“, „ოქროს გლობუსი“ და „ოსკარების“ ურიცხვი რაოდენობა ახსენდება, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ სამსახიობო კარიერის დასაწყისში კონერი ინგლისის საუკეთესო გუნდის „მანჩესტერ იუნაიტედის“ იმედი იყო.

შონ კონერი 1930 წელს ედინბურგში დაიბადა.
მამამისი ჯიზეფ კონერი სატვირთო ავტომანქანის მძღოლი იყო, დედა - ეფემია მაკლინი კი დამლაგებლად მუშაობდა.
ოჯახს მატერიალურად ყოველთვის უჭირდა, ამიტომ 9 წლის ასაკში შონმა რძის დამტარებლად დაიწყო მუშაობა. ყოველ დილას, მამლის ყივილამდე ბიჭუნა უკვე სამსახურში იყო და რძის ბიდონებს დაათრევდა.

18 წლის ასაკში კონერი ბოდიბილდინგით დაინტერესდა და ვარჯიში დაიწყო. მსახიობის ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, რომ მან 1950 წელს „მისტერ მსოფლიოს“ კონკურსზე მესამე ადგილი დაიკავა.
1954 წელს ფილმში „ლილია გაზაფხულზე“ შესრულებული ეპიზოდური როლით შედგა შონ კონერის დებიუტი დიდ ეკრანზე, თუმცა შოტლანდიელი ბიჭუნას მთავარი გატაცება ფეხბურთი და ცხენოსნობა იყო.

თავიდან ის შოტლანდიური საფეხბურთო ლიგის გუნდში „ბონირინგ როუზში“ თამაშობდა, შემდეგ „ისტ ფაფიში“ გადავიდა. ერთხელ თამაშს, რომელშიც კონერიმ განსაკუთრებით გამოიჩინა თავი, ინგლისური „მანჩესტერ იუნაიტედის“ მენეჯერი მეტ ბასბი დაესწრო. გამოცდილ მენეჯერს იმდენად მოეწონა შონის თამაში, რომ მატჩის დასრულებისთანავე ინგლისურ გუნდში გადასვლა და მაღალი ხელფასი შესთავაზა.
როგორც კონერი იხსენებს, ბასბის პირობებს კინაღამ დასთანხმდა, მაგრამ მოფიქრებისთვის მაინც დრო ითხოვა. ვინაიდან იმ დროისთვის ფეხბურთელები პენსიაზე 30 წლის ასაკში გადიოდნენ, დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, 23 წლის კონერიმ გადაწყვიტა, ფეხბურთზე უარი ეთქვა და მსახიობი გამხდარიყო.

1960-იანი წლების დასაწყისში პროდიუსერებმა ალბერტ ბროკოლიმ და ჰარი ზალცმანმა „ჯეიმს ბონდის“ გადაღებაზე დაიწყეს ფიქრი. მთავარ როლზე იმ დროისთვის ყველასთვის უცნობი შონ კონერი შეარჩიეს, რომელმაც ბონდის როლი შვიდ ფილმში შეასრულა. მათ შორის, უკანასკნელად 53 წლის ასაკში.

შონ კონერი პრაქტიკულად ერთადერთი მსახიობია, რომელმაც სექსსიმბოლოს სტატუსი ხანდაზმულობამდე შეინარჩუნა.
ცნობისთვის, სექსსიმბოლოს სტატუსი მსახიობს 1989 და 2009 წლებში მიანიჭეს, როცა 59 და 69 წლის იყო.
2000 წელს შონ კონერიმ დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ მეორისგან „რაინდის“ წოდება და „სერ“-ის ტიტული მიიღო.

შონ კონერი შოტლანდიის ნაციონალური პარტიის ერთ-ერთი დამფინანსებელია. ცნობისთვის, ეს პარტია შოტლანდიის დიდი ბრიტანეთიდან გამოყოფისთვის იბრძვის. კონერიმ პირობა დადო, რომ შოტლანდიაში საცხოვრებლად დაბრუნდება, როგორც კი ის დამოუკიდებლობას მოიპოვებს.

 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?