აღმოჩნდა, რომ ბეტონის იატაკი მხოლოდ რუხი და უსახური კი არა, პრიალა და საზეიმოც შეიძლება იყოს.
პრიალა, პოლირებული იატაკისთვის ცემენტის მარკა М300-ზე დაბალი არ უნდა იყოს. იდეალურია М400 ან М500.
პრიალა ეფექტის მისაღწევად, ბეტონის იატაკს ზედა, მტვრიან ფენას აცილებენ და პოლირების სპეციალური მანქანებით აპრიალებენ.
ზოგიერთები მოხვეწამდე ბეტონის ზედაპირს მარმარილოს მსხვილი ნატეხებით აფორმებენ, რათა გრანიტის ფილების ეფექტი მიიღონ. ამის შემდეგ, ბეტონის მოხვეწაა საჭირო. მისი ფორები იხურება და მჭიდრო, მბრწყინავ ზედაპირს ვიღებთ.
ვიზუალური მხარის გარდა, ასეთი იატაკი უძლებს დიდ დატვირთვას, ადვილად ირეცხება და ცვეთა 10-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ჩვეულებრივი, თუნდაც გასაჟღენთი მასალით დაცული ბეტონის იატაკის. ის არ იმტვერება და დასველების შემთხვევაში არ სრიალებს.
რა არის ბეტონის იატაკის უპირატესობა?
1. მყარია, გამძლე და მდგრადი სხვადასხვა ნივთიერებების მიმართ.
2. ეკოლოგიურად სუფთა და ჰიგიენურია. ბეტონის იატაკი ნატურალური კომპონენტებისგან შედგება. მისი მჭიდრო სტრუქტურა მიკრობებსა და ბაქტერიებს არ აძლევს სტრუქტურაში შეღწევის საშუალებას. ბეტონის იატაკი ელექტრობას არ ატარებს და, ლამინატის იატაკისგან განსხვავებით, მტვერს არ იზიდავს.
3. ბეტონის იატაკი წყლის ზემოქმედების შედეგად არ „იბერება“, როგორც პარკეტი. ის გამძლეა ქიმიური ნივთიერებების მიმართ.
4. მისი მორეცხვა და მტვერსასრუტით გაწმენდა ადვილია.