არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გამართულ ერთ-ერთ აუქციონზე ამ ნომრის სასტარტო ფასი „მხოლოდ“ 27 000 დოლარი გახლდათ. ბატონმა ხოერიმ განაცხადა, რომ სასურველი ნომრისთვის 30 მილიონის გადახდაზეც კი თანახმა იყო. ჯერჯერობით არ გადაუწყვეტია, მისი რომელი მანქანა ივლის ამ ნომრით, თუმცა ცნობილია, რომ მილიარდერის მიერ გადახდილი 14 მილიონი ქველმოქმედებას მოხმარდება.
არაბეთში ავტომობილის ინდივიდუალური სარეგისტრაციო ნიშანი მფლობელს შეუძლია, მემკვიდრეობით გადასცეს ან სურვილის შემთხვევაში, გაყიდოს.
არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქის საგზაო პოლიციამ, 2007 წლის მაისიდან მოყოლებული, ექსკლუზიურ ნომრებზე გამართული აუქციონებიდან 136 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო.