რას უკრძალავდა მოსწავლეს საბჭოთა სკოლა, რათა მასისგან არავინ ყოფილიყო გამორჩეული

იცით თუ არა...

26 სექტემბერი 15:00, 2017 წელი

მათ, ვინც სკოლა საბჭოთა კავშირის დროს დაამთავრა, აუცილებლად ემახსოვრებათ ეს აკრძალვები...


მოკლე კაბები
საბჭოთა კავშირში გრძელი სასკოლო ფორმის მოდა მხოლოდ 1980-იან წლებში გამოჩნდა. მანამდე კაბის სიგრძეზე შეზღუდვები სკოლის პედაგოგიური კოლექტივის შეხედულების მიხედვით წესდებოდა. ზოგი სკოლა მშვიდად რეაგირებდა მოსწავლე გოგონების მოშიშვლებულ მუხლებზე, ზოგი კი სასტიკ აკრძალვებს აწესებდა. ზოგიერთ სკოლაში სკოლის დირექტორი, სასწავლო ნაწილის გამგესთან ერთად, სკოლის შესასვლელში გრძელი სახაზავით იდგა და უფროსკლასელი გოგონების კაბის სიგრძესა და მუხლამდე დაშორებას ზომავდა. თუ დაშორება 10 სანტიმეტრს აღემატებოდა, მოსწავლეს კაბის გამოსაცვლელად სახლში უშვებდნენ. ბევრი უფროსკლასელი გოგონა ასეთი უსამართლობის გამო ცრემლებს ღვრიდა - მართლაც, რა უნდა ქნა, როცა სასკოლო ფორმა, რომელიც რამდენიმე წელი გაცვია, სიმაღლეში ზრდის შენს ტემპებს ვერ მიჰყვება?



გრძელი თმა
სკოლაში ბიჭებს სასტიკად ეკრძალებოდათ თმის გაზრდა. ითვლებოდა, რომ ასეთი აკრძალვა ბავშვს დასავლეთის მავნე ზეგავლენისგან იცავდა. როგორც კი ბიჭუნას თმა შესამჩნევად გაეზრდებოდა, შენიშვნას აძლევდნენ და საპარიკმახეროში აგზავნიდნენ. ზოგიერთი სკოლის დირექტორი და მასწავლებელი კი სტილისტის ფუნქციასაც ითავსებდა და მოსწავლეს შესამჩნევად წამოზრდილ კულულებს თავად აჭრიდა.


 



ჯინსი
კიდევ ერთი აკრძალვა იმ დროისთვის დეფიციტურ სამოსს - ჯინსებს ეხებოდა, რომლის ტარების ფუფუნება მხოლოდ რჩეულებს ჰქონდათ. 1990-იანი წლების ბოლოსაც კი, როცა სავალდებულო ფორმის ტარება აუცილებელი აღარ იყო, სკოლაში ჯინსებით მისვლა იკრძალებოდა. გამონაკლისი მხოლოდ მოსწავლის დაბადების დღე გახლდათ.



ქრისტიანული დღესასწაულები
საბჭოთა იდეოლოგიის თანახმად, მოსწავლე აუცილებლად ათეისტი უნდა ყოფილიყო, თუმცა რეალობა სრულიად სხვა გახლდათ. აღდგომის დღესასწაულზე ბავშვებს სკოლაში შეღებილი კვერცხები და პასკა მიჰქონდათ, რაც შენიშვნებისა და სკოლაში მშობლის დაბარების მიზეზი ხდებოდა.



ჩანთა „დიპლომატი“
საბჭოთა კავშირში ე.წ. დიპლომატის ტიპის ჩანთები პოპულარული 1970 წლების ბოლოდან გახდა. 1980-იანი წლების დასაწყისიდან მოსწავლეებმა სკოლაში „დიპლომატებით“ სიარული დაიწყეს, რომელიც სკოლის ჩანთასთან შედარებით, გაცილებით სოლიდურად გამოიყურებოდა.

ზემოთ ჩამოთვლილი აკრძალვების გარდა, საბჭოთა მოსწავლეს ეკრძალებოდა კალკულატორით ანგარიში, განსხვავებული ფერისა და სტრუქტურის ქსოვილისგან შეკერილი ფორმის ტანსაცმლის ტარება და ზოგადად, მასისგან გამორჩევის სხვა, ნებისმიერი მცდელობა.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?