შვეიცარიის პოლიციამ UBS ბანკთან განთავსებულ ტუალეტებში 500-დოლარიანი კუპიურების აღმოჩენის საქმეზე გამოძიება დაიწყო.
ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე 500-ევროიანმა კუპიურებმა ბანკის მეზობლად მდებარე რესტორნის ტუალეტებში საკანალიზაციო სისტემა გაჭედა. მილების გაწმენდის დროს, სანტექნიკოსებმა 500-ევროიანი კუპიურების უამრავი შეკვრა აღმოაჩინეს და მაშინვე პოლიციას გამოუძახეს.
შვეიცარიაში ფულის ნიშნების განადგურება დანაშაულად არ მიიჩნევა, თუმცა პოლიციელები სამართლიანად ფიქრობენ, რომ ფულს უნიტაზში უმიზეზოდ არავინ ყრის, ამიტომ, როგორც ჟენევის პროკურატურის წარმომადგენელმა განაცხადა, საქმეზე დაწყებულია გამოძიება.
დაბოლოს, 2016 წლის მაისში ევროპის ცენტრალურმა ბანკმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ უკანონო ფინანსურ მაქინაციებთან ბრძოლის მიზნით, 500-ევროიანი კუპიურების მიმოქცევიდან ამოღებას აპირებენ. კუპიურების გამოშვება 2018 წლის ბოლოს, მიმოქცევაში ახალი ბანკნოტების შემოსვლის შემდეგ შეწყდება, - ნათქვამია ევროპის ცენტრალური ბანკის განცხადებაში.