აფეთქება სკოლაში - ტრაგედია, რომელიც საბჭოთა კავშირმა დამალა

იცით თუ არა...

31 ოქტომბერი 15:00, 2017 წელი

1983 წლის 29 ნოემბერს, 13:30 საათზე უკრაინის სსრ ივანოვოს №2 საშუალო სკოლა აფეთქების ხმამ შეაზარზარა. სამხედრო მომზადების გაკვეთილზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას 34 წლის მასწავლებლის, გადამდგარი ოფიცრის იური ლელიუკოვის სიცოცხლე შეეწირა, თუმცა შეიძლებოდა, მსხვერპლი გაცილებით დიდი ყოფილიყო.

მოგვიანებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გაკვეთილის მიმდინარეობისას, საკლასო ოთახში 26 მოსწავლე იმყოფებოდა. ლელიუკოვი მათ ხელყუმბარის, ე.წ. ლიმონკის მოქმედების პრინციპებსა და საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანის ხერხებზე ესაუბრებოდა.

- ხელყუმბარის საბრძოლო მდგომარეობაში მოსაყვანად, საჭიროა დამცავი ბერკეტის დაშვება და რგოლის ამოძრობა. ეს სასწავლო ხელყუმბარაა, საბრძოლო ხელყუმბარის შემთხვევაში კი ამ დროს ტკაცუნის ხმას გაიგებთ და ხელყუმბარას ბოლი აუვა. ამ მომენტიდან მხოლოდ ოთხი წამი რჩება, რათა ყუმბარა თავიდან მოიცილოთ და ისროლოთ.

თვალსაჩინოებისთვის, დაწყებითი სამხედრო მომზადების მასწავლებელმა სასწავლო ხელყუმბარაზე დამცავი ბერკეტი დაუშვა, რგოლი ამოაძრო და მოხდა ის, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა - ხელყუმბარამ გაიტკაცუნა და ბოლი აუვიდა.

ლელიუკოვი მიხვდა, რომ ხელში ნამდვილი, საბრძოლო „ლიმონკა“ ეჭირა, თუმცა იმაზე ფიქრის დრო აღარ იყო, როგორ მოხვდა ის სკოლაში. საკლასო ოთახში ხელყუმბარის გადაგდება მოსწავლეების გარდაუვალ სიკვდილს გამოიწვევდა. ბავშვებით სავსე სკოლის ეზოში გადაგდებაც არ შეიძლებოდა, ამიტომ ოფიცერმა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო - საკლასო ოთახის კუთხეში მივიდა და ხელყუმბარა გულში ჩაიხუტა... 

მოგვიანებით ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ მასწავლებლის თავგანწირვამ სიკვდილისგან არამხოლოდ საკლასო ოთახში მყოფი 26 მოსწავლე იხსნა. ტრაგედიის შემდეგ, უკრაინისა და მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით, დაწყებითი სამხედრო მომზადების კაბინეტების შემოწმება ჩატარდა, რომლის დროსაც, სასწავლო ინვენტარში ადგილობრივი სამხედრო კომისარიატებიდან მიღებული არაერთი საბრძოლო ხელყუმბარა აღმოაჩინეს.

იური ლელიუკოვს სიკვდილის შემდეგ გმირის წოდება მიანიჭეს. სკოლა, რომელშიც ის ასწავლიდა, დღემდე ლელიუკოვის სახელს ატარებს, თუმცა საბჭოთა სამხედროების დანაშაულებრივი გულგრილობის შედეგად მომხდარ ტრაგედიას საბჭოთა კავშირში კიდევ დიდხანს ასაიდუმლოებდნენ.


 


 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?