პლაცებო - კეთილშობილი ტყუილი, რომელიც კიბოს კურნავს?

იცით თუ არა...

8 დეკემბერი 15:00, 2017 წელი

პლაცებოს ეფექტი მეცნიერებისთვის დღემდე ამოუხსნელი ფენომენია, რადგან ვერავინ დაადგინა, როგორ შეიძლება, „ცარიელი“ აბის მიღებით და მხოლოდ გამოჯანმრთელების რწმენით ავადმყოფობის დამარცხება, თანაც ისეთის, როგორიც კიბოა.

პლაცებო სამედიცინო დანიშნულების სტიმულატორი გახლავთ, რომლითაც ექიმი პაციენტს გამოჯანმრთელებას ჰპირდება. ამ მეთოდით მკურნალობის დროს, პაციენტმა საკუთარი გამოჯანმრთელება რომ იწამოს, არასწორ ინფორმაციასა და „ცარიელ“ წამალს აწვდიან ან ცრუ ოპერაციას უტარებენ.

სამედიცინო კვლევებმა დაადასტურა, რომ  პლაცებოთი მკურნალობის დროს ხშირად პაციენტებს ტვინში იგივე ცვლილებები აღენიშნებათ, რაც ნამდვილი პრეპარატების გამოყენებისას.

მეცნიერება პლაცებოს ეფექტს, დაახლოებით, ერთი საუკუნეა, იცნობს. წინა საუკუნის 60-იან წლებში, ადამიანის ორგანიზმზე პლაცებოს ზემოქმედების შესწავლის მიზნით, უამრავი ექსპერიმენტი ჩატარდა.
ერთი და იმავე უმოქმედო აბების მიცემისას პაციენტების ნაწილს ეუბნებოდნენ, რომ აღმგზნებ აბებს აძლევდნენ, მეორე ნაწილი კი დარწმუნებული იყო, რომ საძილე საშუალებას იღებდა.
პაციენტების პირველ ჯგუფში გულისცემის სიხშირის ზრდა და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება შეინიშნებოდა, მეორე ჯგუფში კი პირიქით - მოთენთილობა.

პლაცებოს ეფექტურობის დასამტკიცებლად მისტერ რაიტის მაგალითიც კმარა, რომელიც მედიცინის სახელმძღვანელოებშია შეტანილი.
პაციენტს ლიმფოსარკომის მძიმე ფორმა ჰქონდა. იღლიებში, კისერზე, მკერდსა და მუცლის მიდამოებში ფორთოხლის ზომის სიმსივნეები აღენიშნებოდა, სუნთქვა უჭირდა და ცხადი იყო, რომ სიცოცხლის ბოლო დღეებს ითვლიდა. მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, რაიტი იმედს არ კარგავდა - ახლობლისგან სასწაულმოქმედი პრეპარატის, კრებიოზენის არსებობის შესახებ შეიტყო და მკურნალ ექიმს ტომ უესტს მედიკამენტის დანიშვნას სთხოვდა. მოქმედი კანონმდებლობით, ექიმს უფლება არ ჰქონდა, ეს მედიკამენტი გამოეწერა პაციენტისთვის, რომელსაც სამ თვეზე ნაკლები სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი, თუმცა რაიტი წამალს დაჟინებით მოითხოვდა და ექიმი დასთანხმდა...

იმ იმედით, რომ მანამდე მოკვდებოდა, უესტმა პაციენტს კრებიოზენის პირველი დოზა მომდევნო კვირის პარასკევ დღეს დაუნიშნა. პარასკევს რაიტის პალატაში შესულ ექიმს პაციენტი ფეხზე დახვდა. ის საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა და წამლის პირველ დოზას მოუთმენლად ელოდა. უესტს მისთვის წამლის მიცემა მოუწია.
10 დღის შემდეგ, რაიტის სიმსივნეები ზომაში ორჯერ შემცირდა. ისინი ექიმის თვალწინ პატარავდებოდა და საბოლოოდ, მკურნალობის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ, სიმსივნე მთლიანად გაქრა.
რაიტი სიხარულისგან ცაში დაფრინავდა და ყველასთან კრებიოზენის სასწაულმოქმედ თვისებებზე ლაპარაკობდა. ასე გაგრძელდა ორი თვე, სანამ სამედიცინო კომისიის დასკვნა გამოქვეყნდებოდა. კომისიის დასკვნის მიხედვით, კრებიოზენს სამკურნალო ეფექტი არ აღმოაჩნდა.

ამის გაგებისთანავე, მისტერ რაიტი დეპრესიაში ჩავარდა და ლიმფოსარკომა გაუმეორდა. ექიმმა უესტმა გადაწყვიტა, ეშმაკობა გამოეყენებინა და პაციენტი დაარწმუნა, რომ კრებიოზენი, რომელიც კომისიამ შეამოწმა, უხარისხო იყო. ამჯერად კი მაღალი ხარისხის, კონცენტრირებული პრეპარატი ჰქონდა, რომელიც მაღალი ეფექტურობით გამოირჩეოდა.
რაიტს ჩვეულებრივი წყლის ინექციები გაუკეთეს და მისი სიმსივნე ისევ გაქრა. პაციენტის ზეიმი ამჯერადაც ორი თვე გაგრძელდა, სანამ ამერიკის სამედიცინო ასოციაცია საქმეს გააფუჭებდა და კრებიოზენის უმოქმედობის შესახებ საბოლოო დასკვნას გამოაქვეყნებდა. მისტერ რაიტი ამ ინფორმაციის გაგებიდან ორი დღის შემდეგ გარდაიცვალა.

თუ ადამიანს თვითშთაგონებით შეუძლია განიკურნოს, ხომ არ მეტყველებს ეს მის ამოუცნობ შესაძლებლობებზე? 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?