ეს დედა შვილზე ერთი წლით უფროსია - 24 წლის წინათ გაყინული ემბრიონის ისტორია!

იცით თუ არა...

24 დეკემბერი 15:00, 2017 წელი

საშობაო საჩუქარი, რომელიც თინა და ბენჯამენ გიბსონებმა მიიღეს, არასოდეს დაავიწყდებათ - მრავალწლიანი ბრძოლის შემდეგ უშვილო ცოლ-ქმარს პატარა ემა შეეძინა. ბავშვის ემბრიონი 24 წლის წინათ ჩაისახა, რაც დღეისთვის აბსოლუტური რეკორდია. 

სანამ თინას სხეულში აღმოჩნდებოდა, ემბრიონი მეოთხედი საუკუნის მანძილზე გაყინული იყო. ამგვარად, დედა საკუთარ ქალიშვილზე მხოლოდ ერთი წლით უფროსია.

„ჩვენ შეიძლებოდა ერთმანეთი კოლეჯში გაგვეცნო და მეგობრები გავმხდარიყავით, თუმცა ახლა დედა-შვილი ვართ. განსაკუთრებული ბავშვი იმიტომ არ გამიჩენია, რომ რეკორდი მომეხსნა. უბრალოდ, მე და ჩემს ქმარს საკუთარი შვილი ძალიან გვინდოდა“, - განაცხადა თინა გიბსონმა ინტერვიუში.
აღსანიშნავია, რომ უამრავი გაყინული ემბრიონი წლობით ელის დროს, როცა დედის სხეულში აღმოჩნდება და ქვეყანას მოევლინება. დღეისთვის ემბრიონის 24-წლიანი ლოდინი მაქსიმალური მაჩვენებელი გახლავთ. რამდენიმე წლის წინათ ქვეყანას 20 წლის წინათ გაყინული ემბრიონიდან შობილი ბავშვი მოევლინა.
სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელი, სადაც ოპერაცია ჩატარდა, ამბობს, რომ ორივე გადარჩენილი ემბრიონი ერთსა და იმავე დონორს ეკუთვნის, რაც უნიკალური შემთხვევაა, რადგან შემთხვევათა 75%-ში ემბრიონი იღუპება.
თინასა და ბენჯამენის შვილის, ემას ემბრიონი 1992 წლის 14 ოქტომბერს გაყინეს. გოგონა სრულიად ჯანმრთელი დაიბადა, რაც მშობლებისთვის ყველაზე სასიხარულოა.

ემას მამა, ბენჯამენი 33 წლისაა. მიუხედავად იმისა, რომ ის ბიოლოგიური მშობელი არ გახლავთ, ამტკიცებს, რომ დანახვისთანავე, გოგონა ღვიძლი შვილივით შეიყვარა.
ექიმების თქმით, ბენჯამენს საკუთარი შვილის ყოლა არ შეუძლია. წყვილი უკვე ბავშვის აყვანაზე ფიქრობდა, როცა ალტერნატიული დაფეხმძიმების მეთოდების შესახებ გაიგეს და გადაწყვიტეს, რომ მათთვის ეს იდეალური ვარიანტი იქნებოდა, რადგან ფეხმძიმობიდან დაწყებული, ჩვილის დაბადებით დამთავრებული, ყველა ეტაპს ერთად გაივლიდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე საკუთარი შვილი ჰყავთ, ბენჯამინსა და თინას ბავშვის აყვანის იდეაზე უარი არ უთქვამთ.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?