წითელი ღვინო და შოკოლადი - ბრიტანელთა აღმოჩენა ადამიანების ერთ დიდ პრობლემას მოაგვარებს!

იცით თუ არა...

27 დეკემბერი 15:00, 2017 წელი

„ეს ნამდვილი ჯადოქრობაა“, - ასეთი აღფრთოვანებით შეაფასა ეგზეტერის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) მეცნიერმა ევა ლაროტიმ ეს აღმოჩენა, რომელიც თითოეული ჩვენგანის პრობლემას მოაგვარებს. 

Daily mail-ის ინფორმაციით, ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ წითელი ღვინო და შოკოლადი კანის დაბერებული უჯრედების გაახალგაზრდავებას ეხმარება.

დაბერების პროცესის დროს, დნმ ჯაჭვები ჩვენს უჯრედებში თანდათან კარგავენ დამცავ ტელომერებს (ადამიანის გენეტიკური მასალის მცირე ფრაგმენტები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან დაბარების პროცესზე) ამ პროცესთან საბრძოლველად, მეცნიერთა ჯგუფმა გამოიყენა ფლავონოიდები, რომლებიც წითელ ღვინოში, შავ შოკოლადსა და მოცვში უხვად მოიპოვება და ანთების საწინააღმდეგო ეფექტითაა ცნობილი.

ფლავონოიდებით ჩატარებული მკურნალობიდან რამდენიმე საათში ძველმა უჯრედებმა თანდათან ტელომერების აღდგენა დაიწყეს და გაჩნდა იმედი, რომ ეს აღმოჩენა მეცნიერებს დაბერების საწინააღმდეგო თერაპიის შექმნაში დაეხმარება.

ღვინო სასიკეთო გავლენას მხოლოდ კანზე არ ახდენს. ის, ასევე, ამცირებს ნაადრევი სიკვდილისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს.
ალკოჰოლის ზომიერი მოხმარება (კვირაში 7 ჭიქამდე ქალებისთვის, ხოლო 14 ჭიქამდე მამაკაცებისთვის) მნიშვნელოვნად ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან გამოწვეული სიკვდილის რისკს.

დიდი ბრიტანეთის ეგზეტერის უნივერსიტეტის მკვლევარებმა, ბრაიტონის უნივერსიტეტის მეცნიერებთან ერთად, დაასკვნეს, რომ გენების კლასი, რომელსაც სპლაისინგური ფაქტორი ეწოდება, დაბერებასთან ერთად, „ითიშება“.

„ეს ხანდაზმული ადამიანების უჯრედების აღდგენის პირველი მცდელობაა. ჩვენი მონაცემები ადასტურებს, რომ ზემოხსენებული ქიმიური ნივთიერებების გამოყენებამ გენების „გადატვირთვისას“ შეიძლება კანის დაბერებული უჯრედები აღადგინოს“, - განაცხადა პროფესორმა ჰარისმა.

ეგზეტერის უნივერსიტეტის მეცნიერი, დოქტორი ევა ლაროტი აღფრთოვანებულია ხანდაზმული ადამიანების კანის უჯრედებში მიმდინარე პროცესით:
„როცა დავინახე, როგორ მიმდინარეობდა უჯრედებში გაახალგაზრდავების პროცესი, თვალებს ვერ დავუჯერე. ექსპერიმენტი რამდენჯერმე გავიმეორე და ყოველთვის ერთ და იგივე შედეგი მივიღე - გაახალგაზრდავება. ეს ნამდვილი ჯადოქრობაა“.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?