პატიმრებმა ციხის ბადრაგი სიკვდილს გადაარჩინეს

იცით თუ არა...

26 მარტი 15:00, 2018 წელი

თქვენი აზრით, როგორ მოიქცევიან პატიმრები, ციხის ეზოში სეირნობის დროს შეიარაღებულმა ბადრაგმა გონება რომ დაკარგოს? 

ამერიკის ერთ-ერთ ციხეში პატიმრების მორიგი სეირნობის დროს, ციხის ბადრაგს გულის შეტევა დაემართა და მიწაზე უგონოდ დაეცა. იქვე მყოფ ექვს პატიმარს თავისუფლად შეეძლო ოფიცრის ცეცხლსასროლი იარაღი აეღო და იქვე მდგარი ავტომობილით ტერიტორიას გასცლოდა, მაგრამ გაქცევის ნაცვლად, ექვსივე პატიმარმა ბადრაგის გადარჩენისთვის ბრძოლა დაიწყო.
ერთ-ერთმა პატიმარმა უგონოდ მყოფ მამაკაცს ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა, მეორემ კი მისივე ტელეფონიდან სასწრაფო დახმარების ნომერი აკრიფა.
დახმარება სწრაფად მოვიდა და ოფიცერი კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, დროული დახმარების გარეშე ოფიცერი ცოცხალი ვერ გადარჩებოდა.
„ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩემი ოფიცრები სამუშაოს კარგად ასრულებენ. ისინი პატიმრებს მეორეხარისხოვან კი არა, ჩვეულებრივ ადამიანებად აღიქვამენ, რომლებსაც ცხოვრებაში არ გაუმართლათ“, - განაცხადა ციხის დირექტორმა ჯონი მოტსმა.
„იმის მიუხედავად, რომ იარაღი და მანქანა მათ ხელში იყო, ჩემი ბიჭებიდან გაქცევა არავის უფიქრია, არადა მსოფლიოში უამრავი შემთხვევაა, როცა პატიმრები ბადრაგებს უმოწყალოდ ხოცავენ და ციხიდან გარბიან. ცოცხალი ჩემი პატიმრების წყალობით გადავრჩი, რისთვისაც მათი უზომოდ მადლობელი ვარ“, - აღნიშნა სიკვდილს გადარჩენილმა ოფიცერმა.
გადარჩენილი ბადრაგის ოჯახმა პატიმრებს, მადლობის ნიშნად, გემრიელი სადილი მოუმზადა.

წყარო
ამბები

ოზურგეთში ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო “ოზურგეთი პლაზა” გაიხსნა

დღეს ოზურგეთში ახალი ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო “ოზურგეთი პლაზა” გაიხსნა.
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

მოგიხდებათ თუ არა მოკლე ვარცხნილობა? - ამას წამში გაარკვევთ!

ზოგს ისე უხდება მოკლე თმა, შენც გიჩნდება სურვილი, სალონში გაიქცე და სასწრაფოდ შეიჭრა. მაგრამ, მოგიხდება? სწორედ ამას გაარკვევთ ქვემოთ მოცემული ტესტით, თანაც - 2-3 წამში. მოდით, ვსინჯოთ...
დღის ჰოროსკოპი

12 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 დეკემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

როგორ მიდიან ქალები დასაძინებლად? (აქ თითოეული საკუთარ თავს ამოიცნობთ)

გვიანი საღამოა. ცოლ-ქმარი ტელევიზორთან ზის, შვილები თავიანთ ოთახში არიან. ქალი ამბობს: „უფ, გვიანია. ძალიან დავიღალე. წავალ დავიძინებ“. ტახტიდან დგება და...
საკნატუნო ამბები

„და აქ დამავიწყდა“ – 35 სიტუაცია, როცა შეიძლება, მამაკაცს ხანმოკლე ამნეზია დაემართოს

მეტიც - ასეთი სიტუაციები  შეიძლება „ეპილეფსიური შეტევის“ მიზეზიც გახდეს...
დღის ჰოროსკოპი

11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

გიორგი ბახტურიძე: „ევროპაბეთი“ ცდილობს დადებითი იმიჯი შეიქმნას

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სპეციალისტი გიორგი ბახტურიძე მიიჩნევს, რომ კონკრეტული კომპანიების მიერ დაწესებული თვითრეგულაცია შედეგს არ მოიტანს, თუკი სახელმწიფო არ დააწესებს რეგულაციებს.
ამბები

ცხოვრების ხელოვნება სხვადასხვა რაკურსით - თბილისი საერთაშორისო ინტელექტუალური ფორუმის მოლოდინში

რამდენიმე დღეში თბილისი საერთაშორისო ინტელექტუალურ ფორუმს, TEDx-ს უმასპინძლებს. TEDx თბილისში უკვე მეექვსედ ტარდება.
დღის ჰოროსკოპი

10 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ტელეწამყვანი „ევროპაბეთის“ კამპანიას „პასუხისმგელიანი თამაში“ დადებითად აფასებს

ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე, როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, „ევროპაბეთის“ ახალ წამოწყებას დადებითად აფასებს და მიესალმება მსგავსი ტიპის წამოწყებებს, რომელიც ხელს უწყობს აზარტული თამაშების ნაკლებ პოპულარიზაციას.
საკნატუნო ამბები

სექსი და მეხსიერება

სექსი მეხსიერებას აუმჯობესებს - ეს, დიდი ხანია, დადასტურებულია ფსიქოლოგიური კვლევებითა თუ ექსპერიმენტებით, თუმცა აღმოჩნდა, რომ ასეთ კავშირს, ძირითადად, მამაკაცებში იკვლევდნენ, ქალებს კი აქამდე ნაკლებად სწყალობდნენ...