13 ბიჭის დედა გოგონას გაჩენამდე გაჩერებას არ აპირებს, მამამ კი საფეხბურთო გუნდი შექმნა

იცით თუ არა...

16 აპრილი 15:00

ბრაზილიელი ფერმერი ირნეი კრუზი და მისი ცოლი ჯუსი სილვა 20 წლის წინათ დაქორწინდნენ. როცა ქალი პირველ შვილზე დაფეხმძიმდა, მეუღლეებმა მოილაპარაკეს, რომ ბიჭს სახელს მამა დაარქმევდა, ხოლო გოგონას - დედა. ჯერჯერობით, ჯუსის თავისი კანონიერი უფლების გამოყენების შესაძლებლობა არ მისცემია, რადგან მისი ცამეტივე შვილი ბიჭია.

„ბრაზილიურ ფეხბურთს და ფეხბურთელებს ბავშვობიდან ვაღმერთებ და აღმოვაჩინე, რომ ყველა ნამდვილი პროფესიონალის სახელი ან გვარი „რ“ ასოთი იწყება: რობერტო კარლოსი, რონალდინიო, რივალდო, რობინიო და ა.შ. გადავწყვიტე, ამ სპორტსმენების პატივსაცემად, ჩემი ბიჭებისთვის მათი სახელები დამერქმია. ჩემი ცამეტივე შვილის სახელი „რ“ ასოთი იწყება: 18 წლის რობსონი, 17 წლის რაუნანი, 14 წლის რუბენსი, 13 წლის რივალდო, 12 წლის რუანი, 10 წლის რამონი, 9 წლის რინკონი, 7 წლის რიკელმე, 5 წლის რამირესი, 3 წლის რაილსონი, 2 წლის რაფაელი და ნაბოლარა რონალდუ“, - ამბობს ირნეი კრუზი, რომელიც მამობას და ფეხბურთის მწვრთნელობას ერთმანეთს უთავსებს.

ირნეას უკვე ვარსკვლავების საფეხბურთო გუნდი ჰყავს. დასვენების დღეებში ის მეზობელი სოფლიდან ბიჭებს ეპატიჟება და საფეხბურთო მატჩებს მართავს.
„უბედნიერესი ვიქნები, თუ ჩემი შვილებიდან ერთი მაინც მოხვდება ბრაზილიის ნაკრებში. ყველა მათგანი შესანიშნავი ფეხბურთელია. განსაკუთრებით, ჩემი თავდამსხმელები რაუნანი და რობსონი“, - ემოციებს ვერ მალავს მამა.

რაც შეეხება გოგონაზე მეოცნებე დედას, აუსრულებელი ოცნების მიუხედავად, ის მაინც ბედნიერია.
„მე ყოველდღიურად ვამზადებ სადილს ერთი კილოგრამი ბრინჯის, ერთი კილოგრამი ლობიოსა და უზარმაზარი შეკვრა მაკარონისგან. ზოგჯერ ფინანსური პრობლემები გვაქვს, მაგრამ მშიერი მაინც არავინ რჩება. ჩემი ბიჭები ძალიან დამჯერები და მოწესრიგებულები არიან და მე უბედნიერესი დედა ვარ“.
გოგონას გაჩენამდე ჯუსი გაჩერებას არ აპირებს და დარწმუნებულია, რომ ოდესმე მისი ოცნება ასრულდება.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

27 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 აპრილისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
საკნატუნო ამბები

ნიუს სტილში გადაღებული პორტრეტები, სადაც შიშველი თავად ფოტოგრაფია

ამერიკელმა ფოტოგრაფმა ტრევორ კრისტენსონმა ნიუს გადაღების მექანიზმი შეცვალა - თავისი მოდელების წინაშე ის თავად წარდგა შიშველი, ფოტოზე კი იმ ემოციების მთელი გამა აღბეჭდა, რომელიც მოდელების გამოხედვაში გამოჩნდა - ცნობისმოყვარეობიდან გაკიცხვამდე.
ამბები

თეგეტა მოტორსი იუბილარია

ბიზნესი, რომელიც ერთი პატარა მაღაზიიდან დაიწყო და დღეს 7 მსხვილ კომპანიას აერთიანებს ეს თეგეტა მოტორსი გახლავთ. ბრენდი, რომელსაც ენდობიან მსოფლიოს უმსხვილესი მწარმოებლები საავტომობილო სფეროში.
NEW

რატომ არ მონაწილეობს ბარბარა სამხარაძე ახალ პროექტში „მხოლოდ ქართული“?

რას ფიქრობს მიმდინარე მუსიკალურ პროექტზე „ნიჭიერი 2016“ წლის გამარჯვებული და რა გეგმები აქვს, ამის შესახებ ბარბარა Funtime-ს უყვება.
საკნატუნო ამბები

როგორ შეიძლება ჩვეულებრივი სახეხის გამოყენება - ფანტასტიკური იდეები!

იცით, რომ სახეხის ადგილი მხოლოდ სამზარეულოში არ არის... ის ნამდვილი აღმოჩენა იქნება მათთვის, ვისაც ფულის უაზროდ ხარჯვა არ უყვარს!
საკნატუნო ამბები

რას მალავს სამხედროების უნიფორმა?

მხატვარმა დევიდ მიტჩელმა გადაწყვიტა, ამ უნიკალური არტპროექტით საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, ვინ დგანან ამ მკაცრი პროფესიის უკან...
იცით თუ არა...

დედამ თვალებს არ დაუჯერა, როცა ახალშობილის ხელში ეს მოწყობილობა დაინახა

ამ ფოტომ მთელი მსოფლიო მოიარა, რადგან მასზე უნიკალური და დაუჯერებელი შემთხვევაა ასახული -ახალშობილს ხელში უჭირავს მოწყობილობა, რომელმაც მის ამქვეყნად მოვლინებას ხელი ვერ შეუშალა...
თემატური ჰოროსკოპი

კარმული ბუმერანგის კანონები ვერძისთვის, ქალწულისთვის და თხის რქისთვის

მიწის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნები მიწაზე მყარად დგანან. მათ ხვალინდელი დღის რწმენაც აქვთ და არც თავდაჯერებულობა აკლიათ, მაგრამ ყველაზე ზუსტ გათვლებშიც კი შეიძლება, შეცდომა გაიპაროს. ამის გამო მიწის ნიშნებს თავიანთ შეცდომებსა და სისუსტეებზე პასუხისგება უწევთ.
საკნატუნო ამბები

ამ კითხვაზე პასუხი თქვენი პიროვნების საიდუმლოს გაგვიმხელს

შეხედეთ სურათს და ერთ მარტივ კითხვას უპასუხეთ: სად დგას მაგიდა, რომელთანაც კაცი ზის - სახლის შიგნით, სახლის გარეთ, თუ იქაც და იქაც?
კულინარია

„კაცური კაპრიზი“ - სწრაფად მოსამზადებელი უგემრიელესი სალათა

„კაცური კაპრიზი“ აშკარად ქალის მოფიქრებულია, რომელსაც უნდოდა, საყვარელი კაცი დროულად და გემრიელად დაეპურებინა. ამიტომაც ეს სალათა მზადდება სწრაფად, ნოყიერია და ძალიან მიმზიდველად გამოიყურება...
თავსატეხი

იპოვეთ 12 განსხვავება

მახვილი თვალი, ცოტა დაკვირვებულობა და პასუხიც მზად გექნებათ.
საკნატუნო ამბები

ხრიკები ქალებისთვის, რომლებიც ბევრ სიტუაციაში „გადაგარჩენთ“

ეს ყველა ქალმა უნდა იცოდეს, რადგან ოდესმე აუცილებლად გამოგადგებათ!