პრობლემები და ცუდი განწყობა სიცოცხლეს ახანგრძლივებს - მეცნიერების სკანდალური დასკვნა

იცით თუ არა...

16 მაისი 15:00, 2018 წელი

ადამიანები, რომლებსაც მძიმე სამუშაო და ბევრი პრობლემა აქვთ, ღრმა სიბერემდე ცოცხლობენ, - ასეთ სკანდალურ დასკვნამდე მივიდნენ კალიფორნიაში რივერსაიდის უნივერსიტეტის მკვლევარები.

ამერიკელი ფსიქოლოგები ეყრდნობიან ფსიქოლოგიის დოქტორ ლუის ტერმანის მიერ თითქმის საუკუნის წინათ დაწყებული სოციოლოგიური ექსპერიმენტის „Longevity Project“-ის მონაცემებს.
ექსპერიმენტში მონაწილეობდა 1500 ადამიანი, რომლებსაც 1921 წლისთვის 10 წელი შეუსრულდათ.
ექსპერიმენტის მიზანი იყო, დაედგინა ინდივიდის ემოციური მდგომარეობის გავლენა მისი სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. მეცნიერმა საკუთარ ექსპერიმენტში მონაწილე ადამიანების განცდების, მათ მიერ ოჯახური თუ სამსახურებრივი ურთიერთობების შესახებ ნაამბობზე დაყრდნობით ფსიქოლოგიური პორტრეტები შეადგინა, რომლებსაც ყოველ ათწლეულში დამატებითი ინფორმაციით ავსებდა.

90-იანი წლების დასაწყისში ტერმანის მოსწავლეებმა ცნობილი ფსიქოლოგის არქივების მიხედვით, ექსპერიმენტის დასრულება გადაწყვიტეს.
დოკუმენტებში ინახებოდა მონაცემები სკოლასა და უნივერსიტეტში სწავლის, სამხედრო სამსახურისა და სამუშაო ადგილების შესახებ. ამ დროისთვის ფსიქოლოგებმა მონაცემების მონიტორინგი და სისტემატიზაცია დაასრულეს.

90 წლის მანძილზე დაგროვილი ინფორმაციის საფუძვლიანი ანალიზით მოულოდნელი შედეგი დაიდო: დღეგრძელობის საიდუმლო პესიმიზმში იმალება.

აღმოჩნდა, რომ ექსპერიმენტის მონაწილეები, რომლებიც მის დასრულებამდე დიდი ხნით ადრე გარდაიცვალნენ, განსაკუთრებული იუმორითა და ოპტიმიზმით გამოირჩეოდნენ.
„ექსპერიმენტში მონაწილე ადამიანებიდან ხანდაზმულობამდე ძირითადად, ბუზღუნა, პესიმისტმა და სკეპტიკოსმა ადამიანებმა მიაღწიეს.

საქმე ის გახლავთ, რომ ოპტიმისტური განწყობა ზოგჯერ გადაჭარბებულ თავდაჯერებულობაში გადადის. შედეგად, ადამიანები კეთილგონიერებას კარგავენ: ალკოჰოლს ჭარბად მოიხმარენ, ეწევიან და ჯანსაღი კვებისა და ფიზიკური აქტივობების შესახებ ივიწყებენ“, - ამბობს The Daily Mail-თან ინტერვიუში „Longevity Project“-ის წამყვანი სპეციალისტი პოლ ფრიდმანი.

დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ დადებითი ემოციური ფონი, უამრავი მეგობარი და შინაური ცხოველები უდარდელი ოპტიმისტების სიცოცხლეს არ ახანგრძლივებს. კალიფორნიელი მკვლევარების აზრით, დღეგრძელობას სიამოვნებებზე უარის თქმა, მძიმე შრომა და პენსიაზე გვიან გასვლა განაპირობებს.
„ფაქტია, რომ ექსპერიმენტის ყველაზე ოპტიმისტმა და მხიარულმა მონაწილეებმა ბუზღუნა პესიმისტებზე ნაკლები იცოცხლეს“, - ამბობს ფრიდმანის ერთ-ერთი კოლეგა.
 
რა თქმა უნდა, ასეთი დასკვნა არ ნიშნავს სიცოცხლის გახანგრძლივების მიზნით, ოპტიმისტურ განწყობაზე მთლიანად უარის თქმას. პირიქით, მეცნიერების აზრით, მხოლოდ დროული და საფუძვლიანი ოპტიმიზმი ეხმარება ადამიანებს კრიზისის დაძლევასა და პრობლემების მოგვარებაში.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

16 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

სექსსიმბოლოები სკოლის ასაკში

ვინ იფიქრებდა, რომ ეს „მახინჯი იხვის ჭუჭულები“ ასეთ მომხიბვლელ ქალებად და კაცებად იქცეოდნენ და თავიანთი შარმით მსოფლიოს დატყვევებდნენ!
საკნატუნო ამბები

როგორ გავითეთროთ კბილები მარტივად და ეფექტურად

თუკი თვალისმომჭრელ, ჰოლივუდურ ღიმილზე ოცნებობთ, მაგრამ სტომატოლოგთან ვიზიტის დრო არ გაქვთ, გაცილებით დაბალბიუჯეტიან და ნაცად მეთოდს გაგიმხელთ.  
საკნატუნო ამბები

(+18) აკადემიური სიშიშვლე

ხელოვანი, რომელიც საკუთარ და სხვის გრძნობებს ფოტოებში ასახავს.
დღის ჰოროსკოპი

15 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

თეგეტა 1995 წლიდან ლიდერია ქართულ ბაზარზე - კომპანია 2018 წელს აჯამებს

თეგეტა მოტორსმა 2018 წელი ავტოინდუსტრიის ბაზრის ლიდერის სტატუსით დახურა.
საკნატუნო ამბები

კრიმინალი ვარსკვლავები, რომლებმაც ციხეებში წლები გაატარეს

ვარსკვლავთა შორისაც არიან ნამდვილი კრიმინალები, როლებმაც სასჯელის სერიოზული ვადები მოიხადეს ციხეებში, თუმცა, საბოლოოდ, მაინც შეძლეს, სამუშაოსა და „კანონიერ“ ცხოვრებას დაბრუნებოდნენ.
საკნატუნო ამბები

(+18) სილამაზე ეროტიკულ ფოტოგრაფიებში

ვნებიანი კადრები მსოფლიოს საუკეთესო შავ-თეთრი ფოტოგრაფისგან...
დღის ჰოროსკოპი

14 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები  14 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფობიები და ფსიქოზები - რით იტანჯებიან ცნობილები

ერთი შეხედვით იდეალური ვარსკვლავები, თურმე, ყოველდღიურად ებრძვიან ფსიქიკურ აშლილობებს...
დღის ჰოროსკოპი

13 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

სიმპათიური ვარსკვლავები ახალგაზრდობაში და ახლა

ეს ცნობილები მადლიერნი უნდა იყვენენ მათი, ვინც სტილის მოძებნაში დაეხმარნენ - სტილთან ერთადაც ხომ საუკეთესო როლებიც მოვიდა და წარმატებული კარიერაც.