უშვილო წყვილმა ლატარიაში შვიდი შვილი მოიგო

იცით თუ არა...

29 მაისი 15:00, 2018 წელი

მინესოტაში მცხოვრები ჯული და ლანს ერიქსონები ყოველთვის ბავშვებით სავსე, ხმაურიან ოჯახზე ოცნებობდნენ, მაგრამ ხუთი წლის მანძილზე ჯულიმ ერთხელაც ვერ შეძლო დაფეხმძიმება. წყვილმა სამჯერ ჩაიტარა ხელოვნური განაყოფიერების პროცედურა, თუმცა აქაც იმედგაცრუება ელოდათ... 

ჯული და ლანს ერიქსონები მინესოტაში ცხოვრობენ.
2007 წელს ცოლ-ქმარმა უშვილობის პრობლემებზე მომუშავე ეროვნული ასოციაციის მიერ ორგანიზებული ლატარიის შესახებ შეიტყო. პირობების თანახმად, ლატარიაში გამარჯვებულს, პრიზის სახით, ექსტრაკორპორალური, ანუ ინ-ვიტრო განაყოფიერება ჩაუტარდებოდა და ცოლ-ქმარმა გადაწყვიტა, ბედი ეცადა...

მათ მალევე აცნობეს, რომ ლატარიის გამარჯვებულები არიან.

ექიმებმა ქალის 10 კვერცხუჯრედი გაყინეს და ინკუბატორში მოათავსეს. ათი ემბრიონი - ასეთი იყო ლატარიაში მოგებული პრიზი!
წყვილი იმედოვნებდა, რომ ათიდან ერთი ან ორი მცდელობა მაინც დასრულდებოდა  ორსულობით, თუმცა შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა...

ეს ამბავი 1977 წელს დაიწყო - პირველი წარმატებული ექსტრაკორპორალური, ანუ ინ-ვიტრო განაყოფიერებით კეტლინი დაიბადა და მშობლების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ბოლოს და ბოლოს, მათ სანატრელი შვილის ხელში დაჭერა შეძლეს და გადაწყვიტეს, კიდევ ეცადათ, რადგან კლინიკაში ემბრიონების საკმარისი მარაგი დარჩა.
ორი წლის შემდეგ ქვეყანას ტყუპი მოევლინა - კალებისა და კოდის ახლახან ხუთი წელი შეუსრულდათ.
ერთი წლის წინათ კი ჯულიმ ტყუპი კადენა და კოლტონი გააჩინა.
41 წლის ქალი უკვე შვიდი შვილის დედაა და ამით უზომოდ ბედნიერია.

„ბევრი ვერ ხვდება, რა ძნელია ქალისთვის უშვილობა. დადიხარ სხვისი შვილების ნათლობაზე, ზეიმობ დედის დღეს და ხვდები, რომ შენ ყველაზე ნაკლებად გაგიმართლა. როცა გავიგე, რომ ყველა ემბრიონი გადარჩა და შვილები მეყოლებოდნენ, უზომოდ ბედნიერი ვიყავი. რა თქმა უნდა, ბევრი შვილი დიდი პასუხისმგებლობა და უზომოდ დიდი შრომაა, მაგრამ ეს ამად ღირს“, - ამბობს ჯული.

ექსტრაკორპორალური, ანუ ინ-ვიტრო განაყოფიერება, ხანგრძლივი პროცედურაა და რამდენიმე ეტაპისგან შედგება.
თავდაპირველად, ქალის ორგანიზმში შეჰყავთ ჰორმონი, რომელიც ხელოვნურად ზრდის კვერცხუჯრედების რაოდენობას.
შემდეგ მომწიფებულ კვერცხუჯრედებს ორგანიზმიდან იღებენ, ინკუბატორში ათავსებენ და მეუღლის ან დონორის სპერმით ანაყოფიერებენ.
განაყოფიერების შემდეგ კვერცხუჯრედი დაყოფას იწყებს. ამ გზით მიღებული ემბრიონი გადააქვთ საშვილოსნოს ღრუში, სადაც ჩანასახი საშვილოსნოს ლორწოვანზე მაგრდება და მომდევნო 9 თვის განმავლობაში ვითარდება.
ამ პროცედურის ჩატარებისას ორსულობის განვითარების ალბათობა 40-45%-ია და დამოკიდებულია ქალის ასაკზე, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მიღებული ემბრიონის ხარისხზე.

ჯულისა და ლანსს რეზერვში კიდევ ორი გაყინული ემბრიონი აქვთ და მათ გამოყენებას სექტემბერში აპირებენ.
„მახსოვს, როცა ლატარია მოვიგეთ, ლანსი სიხარულისგან ატირდა. მივხვდი, რომ ეს ღვთის საჩუქარი იყო და გადავწყვიტე, რომ ათივე გადარჩენილი ემბრიონი გამომეყენებინა. ათი შვილი - რა უნდა იყოს ამაზე დიდი ბედნიერება?“ - ამბობს ჯული.

„მე გამოცდილი მაქვს უნაყოფობის განცდა, როცა თავს საშინლად მარტოსულად ვგრძნობდი, მაგრამ ღმერთმა ჩვენი ოჯახი არ გაწირა. მე მყავს შვიდი სასწაული, რისთვისაც ღმერთის უზომოდ მადლიერი ვარ და მინდა, ჩვენი ოპტიმიზმი სხვა უშვილო ოჯახებსაც გავუზიარო. არასოდეს დანებდეთ და გახსოვდეთ, რომ იმედი ბოლოს კვდება“, - ამბობს ბედნიერი მამა.

წყარო
საკნატუნო ამბები

როგორ მუშაობს გუგლის ახალი ყურსასმენი, რომლებიც სინქრონულად თარგმნის 40 ენიდან? (Video)

კომპანიის ჩანაფიქრით, Pixel Buds 2, ერთი მხრივ, ლამაზი უნდა ყოფილიყო, მეორე მხრივ - მოხერხებული, მესამე მხრივ - ფუნქციონალური. და, როგორც ჩანს, გამოუვიდათ.  
დღის ჰოროსკოპი

23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 იანვარისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

საქართველოს ახალი მილიონერი ჰყავს! 

გათამაშდა 1 მილიონ 182 454 ლარი! იძებნება მოგებული!!!
იცით თუ არა...

როგორ ეძებდა სტივ ჯობსი სამსახურს - CV, რომელიც შეავსო Apple-ის დაარსებამდე 3 წლით ადრე

ყველას გვიწევს, რაღაცით დავიწყოთ... 1973 წელს ეს ლეგენდარული ადამიანი სამსახურს ეძებდა. იმ დროს უკვე მიტოვებული ჰქონდა სწავლა ორეგონ რიდის კოლეჯში. თუმცა ჯერ 3 წელი იყო იმ დრომდე, სანამ ჯობსი კომპიუტერულ ინდუსტრიას შეცვლიდა. 
დღის ჰოროსკოპი

22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

თუ ეს 10 რამ გესიზმრებათ, ყურადღებით იყავით!

ცნობილი შვეიცარიელი ფსიქოთერაპევტი კარლ გუსტავ იუნგი ამბობდა, რომ სიზმრებით ადამიანი თავის ქვეცნობიერში იხედება. სიზმარი გვკარნახობს, თუ რა გვაწუხებს ყველაზე მეტად და რა მიმართულებით უნდა ვიმოძრაოთ... 
დღის ჰოროსკოპი

21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ანტონის ცაპატაკისი: „ეს ჩემი თავისუფლებაა“

ნუ გადააჭარბებ სიჩქარეს - დღეს ეს მოწოდება და ამაში მოზარდების დარწმუნება ერთ-ერთი მთავარი მიზანია ანტონის ცაპატაკისისთვის, რომელიც ბერძენი პარალიმპიელი მოცურავე და მსოფლიო ჩემპიონია... 
იცით თუ არა...

სკოლაში ექსპერიმენტი ჩაატარეს - ხელების სისუფთავე პურის ნაჭრით შეამოწმეს!

შედეგი იმდენად შთამბეჭდავი გამოდგა, რომ გადაწყვიტეს, ეს ამბავი სოციალური ქსელით გაეზიარებინათ. 
ამბები

აღიარება ჩუმი გმირობისთვის

მარინა გოგიჩაიშვილი ჯიპიაი ჰოლდინგის თანამშრომელია. ის ვენის სადაზღვევო ჯგუფის ყოველწლიური კონკურსის -  ჯილდო  მოხალისეობრივი საქმიანობისათვის - AWARD IN RECOGNITION OF COMMITMENT TO VOLUNTARY ACTIVITIES გამარჯვებული გახდა. მან ჯილდო ლეიკემიით დაავადებული პაციენტების დასახმარებლად  საქველმოქმედო ორგანიზაციის დაარსებისთვის მიიღო.
დღის ჰოროსკოპი

20 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?