ადამიანების უმეტესობას ობობის ეშინია. ეშინიათ იმის, რომ ობობა შხამიანია და ბევრი ფეხი აქვს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ობობამ კანის გახვრეტაც რომ შეძლოს, ადამიანს თავისი სუსტი შხამით ზიანს ვერ მიაყენებს.
ობობა ჩვენთან შეხვედრას არ ცდილობს. პირიქით, გაგვირბის, რადგან ხვდება, რომ ჩვენ მათთვის გაცილებით საშიშები ვართ, ვიდრე პირიქით. რა თქმა უნდა, ობობის საშიში სახეობებიც არსებობს, მაგალითად „შავი ქვრივი“, „განდეგილი“ და ა.შ. თუმცა მათი ნაკბენიც კი ძალიან იშვიათად მთავრდება სერიოზული გართულებით.
მკვლევართა ჯგუფმა ჩრდილოეთ კაროლინაში მდებარე 50 სახლი დაათვალიერა, რომ დაედგინა, კონკრეტულად, ობობის რომელი სახეობები ბინადრობენ ადამიანთა საცხოვრებელში. გამოკვლევამ დაადასტურა, რომ სახლებში ყველაზე მეტად ორი სახეობის ობობაა გავრცელებული. ორივე სახეობა აბლაბუდის ქსელს ართავს, რომ სხვა ობობები მოიტყუოს და მახეში გააბას.
ობობები უნივერსალური მონადირეები არიან. ისინი გამუდმებით მავნე მწერებსა და დაავადების გადამტან პარაზიტებზე (კოღოები და მოსკიტები) ნადირობენ. ამგვარად, ობობის მოკვლით თქვენს სახლს საიმედო დამცველის გარეშე ტოვებთ.