დედას, რომელმაც 8 წლის შვილს ნაყინი არ უყიდა, ბავშვი ჩამოართვეს

იცით თუ არა...

22 ივნისი 15:00, 2018 წელი

ბავშვზე ზრუნვის ორგანოებმა დედის ასეთი ქმედება სისასტიკედ მიიჩნიეს და შესაბამის ზომებს მიმართეს.

ბრიტანეთის გამოცემა Daily Mail-ის ინფორმაციით, ქალაქ სუონსში მცხოვრებ ქალბატონს ბავშვზე ზრუნვის ორგანოებმა მშობლის უფლება ჩამოართვეს. მიზეზი - ქალმა 8 წლის შვილს ნაყინი არ უყიდა.

„სისასტიკის მსხვერპლი“ თავდაპირველად, ბავშვთა თავშესაფარში, შემდეგ კი მიმღებ ოჯახში გადაიყვანეს.

დედამ შვილის დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა.
მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლემ დედის მხარე დაიჭირა, ბავშვზე ზრუნვის ორგანოს თანამშრომლებმა ბავშვის დაბრუნებაზე კატეგორიული უარი განაცხადეს.
მათი თქმით, დედამ შვილის თხოვნა სხვა დროსაც არ გაითვალისწინა. მაგალითად, უარი თქვა შვილისთვის იმ ვარცხნილობის გაკეთებაზე, რომელიც მას სურდა, თუმცა მოსამართლე ჯასტის მოსტისმა სოცმუშაკების პრეტენზიები დაუსაბუთებლად და უგუნურად მიიჩნია და ბავშვის დედისთვის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

„ბრალდების მხარემ თავისი პოზიცია 44 გვერდზე ჩამოაყალიბა, თუმცა ვერცერთი საფუძვლიანი არგუმენტი ვერ წარმოადგინა. არ არსებობს მტკიცებულება, რომ დედა შვილს სასტიკად ეპყრობოდა. ბავშვი სტრესულ მდგომარეობაში სწორედ ბავშვზე ზრუნვის ორგანოებმა ჩააგდეს და არა დედამ. ასე რომ, ის დედას უნდა დაუბრუნდეს“, - განაცხადა მოსამართლემ.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

4 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ვინ იყო პირველი ღიად ლესბოსელი ქალი, ვინც მე-19 საუკუნის ქუთაისში იმოგზაურა

ბავშვობიდან სხვანაირი იყო. მისი მშობლები მის მკაცრ ხასიათს ვერ უმკლავდებოდნენ. ბრწყინვალე განათლება მიიღო და სწავლობდა ანატომიასაც, რათა გაეგო, საიდან ჰქონდა ლტოლვა ქალების მიმართ... 
ამბები

„ვისოლი“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცებისა და შშმ პირების დახმარებას სვანეთში განაგრძობს

„ვისოლი“ ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საქველმოქმედო ინიციატივას შეუერთდა და COVID-19-ის გავლენით დაზარალებული შშმ პირებისა და მარტოხელა ხანდაზმული ადამიანებისთვის  პირველადი  მოხმარების პროდუქტებისა და სურსათის მისაწოდებლად საწვავი გამოყო“, - ამის შესახებ ინფორმაციას „ვისოლი“ ავრცელებს.
საკნატუნო ამბები

ყოფილი ცოლების ჰოროსკოპი

რა ხდება განქორწინების შემდეგ?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ყინულის დიეტა მსოფლიოს იპყრობს

ყინულის დიეტის დაწყების დროა... ერთად გავერკვეთ, რას გულისხმობს ეს და როგორ ეხმარება ორგანიზმს ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში.  
დღის ჰოროსკოპი

3 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

2 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

1 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

რა ხდება როდესაც მოდა და ტექნოლოგიები ერთიანდებიან?

მოდისა და ახალი ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილი ახალი ტექნოლოგიების ლაბორატორიაჯეოლაბი გახდა.
დღის ჰოროსკოპი

31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

თბილისის მეტროს სიმპათიური მემანქანეები

იცოდით, რომ „თბილისის მეტროპოლიტენში“ ასეთი სიმპათიური ბიჭები მუშაობენ მემანქანეებად?