ქალმა საათში $5-ად მორცხვი ძიძა დაიქირავა, რომელიც მალე მსოფლიომ გაიცნო

იცით თუ არა...

31 ივლისი 15:00, 2018 წელი

70-იანი წლების ბოლოს ლონდონში მცხოვრები ამერიკელი ქალბატონი თავისი ერთი წლის ბიჭუნასთვის ძიძას ეძებდა და ადგილობრივ სააგენტოში დარეკა. იმ დროისთვის ერთადერთი თავისუფალი ძიძა 18 წლის დიანა სპენსერი აღმოჩნდა...

ქალიშვილთან გასაუბრებით მოხიბლულმა მერი რობერტმა დიანა ძიძად აიყვანა. მომავალი პრინცესა პატარა პატრიკს უვლიდა, სახლს ალაგებდა და სუპერმარკეტში დადიოდა.


ინგლისის ერთ-ერთი უძველესი ოჯახის წარმომადგენელს არ ეთაკილებოდა ბავშვის მოვლა, მასთან ერთად სეირნობა და სახლის საქმეების კეთება. 

ბევრისთვის გაუგებარი იყო, რაში სჭირდებოდა 100 000 ფუნტად ღირებულ სახლში მცხოვრებ ქალიშვილს, ცნობილი და ყველასთვის პატივსაცემი ინგლისური გვარის წარმომადგენელს მუშაობა, თუმცა ბავშვების სიყვარული ყველაფერზე ძლიერი აღმოჩნდა.

ჩარლზის გაცნობის შემდეგ დიანა სამსახურიდან წამოვიდა.
მალე მერი რობერტმა ტელევიზორში სამეფო ოჯახის ქორწილი ნახა და პატარძალში თავისი შვილის მორცხვი და მოკრძალებული ძიძა ამოიცნო.

მაშინაც, როცა დიანას საკუთარი შვილები შეეძინა, სიამოვნებით იხსენებდა მერისთან მუშაობის პერიოდს და აღიარა კიდეც, რომ ეს მის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დრო იყო.

ქალბატონი მერი და მისი შვილის ყოფილი ძიძა 16 წლის მანძილზე მეგობრობდნენ და ერთმანეთს წერილებს სწერდნენ, 1997 წელს კი მერი დიანას დაკრძალვის ცერემონიაზე მიიწვიეს.
 
2 წლის შემდეგ მერი რობერტსმა დაწერა წიგნი „დიანა, რომელსაც შევხვდი“.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

31 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

სოკარმა STOPCOV ფონდის მხარდასაჭერად საქართველოს ბიზნესასოციაციაში 200 000 ლარი ჩარიცხა

კომპანია „სოკარი“ მხარს უჭერს StopCoV ფონდის შექმნას და ფონდის დასახმარებლად, საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში 200 000 ლარი ჩარიცხა.
ამბები

„მაგნიტში’’ ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტები ფასნამატის გარეშე გაიყიდება

ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, დღეიდან „მაგნიტის“ მომხმარებლებს შემდეგი დაფასოებული პროდუქტების -  მაკარონი, ბრინჯი, წიწიბურა, შაქარი, ზეთი, ფქვილი -  შეძენა ფასნამატის გარეშე შეეძლებათ. 
ამბები

“ბაზისბანკმა” და „ჰუალინგ ჯგუფმა“ StopCov ფონდში 200 000 ლარი გადარიცხეს

ბაზისბანკმა კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად 100 000 ლარი გამოყო.
ამბები

„ნიკორამ“ StopCOV ფონდში 100 000 ლარი ჩარიცხა

„ნიკორა“ მიესალმება StopCOV ფონდის შექმნას და ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში 100 000 ლარს რიცხავს.
საკნატუნო ამბები

მშობლების და შვილების სახალისო ურთიერთობა კარანტინში

პატარების მოუსვენრობა მოწყენის საშუალებას არასდროს გვაძლევს...
დღის ჰოროსკოპი

30 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 მარტისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

თამაშზე დამოკიდებულთა ფსიქოთერაპიის სეანსები დისტანციურად წარმატებით გრძელდება

COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი "კამარა" ლუდომანებისთვის განკუთვნილ ფსიქოთერაპიის სეანსებს დისტანციურად აგრძელებს.
დღის ჰოროსკოპი

29 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 მარტისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

მსოფლიოს დეზინფექცია - ფოტორეპორტაჟი

მსოფლიო, კორონავირუსის გამო, უპრეცედენტო სანიტარულ ზომებს იღებს... 
ამბები

„ვენდი“ და „დანკინი“ მიწოდების უკონტაქტო სერვისზე გადადის

„ვენდი“ და „დანკინი“ ითვალისწინებს ჯანმრთელობის უსაფრთხოების რეკომენდაციებს და მიწოდების სრულად უკონტაქტო სერვისზე გადადის.
დღის ჰოროსკოპი

28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 მარტისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?