საქმე ის გახლავთ, რომ ომის დაწყებისას, ნავაჰოს ტომის ინდიელებმა თავიანთ მშობლიურ ენაზე დაფუძნებული საიდუმლო კოდი შეიმუშავეს.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ნავაჰოს ტომის ინდიელების ენა საკმაოდ რთული შესასწავლია და იმ დროისთვის დამწერლობაც არ გააჩნდა, არაინდიელს ენის სწრაფად შესწავლის შანსი პრაქტიკულად არ ჰქონდა.
1945 წლისთვის ამერიკულ ფეხოსანთა არმიაში, დაახლოებით, 400 ნავაჰო-რადისტი მსახურობდა. დაშიფვრა იყო როგორც პირდაპირი (როცა ინდიელები ერთმანეთს, უბრალოდ, მშობლიურ ენაზე გადასცემდნენ ინფორმაციას), ასევე ორსაფეხურიანი (როცა ნავაჰოს ენაზე საუბრისას, რადისტი მის ინგლისურ ეკვივალენტს გულისხმობდა, რომლიდანაც დაშიფრულ სიტყვაში მხოლოდ პირველი ასო გამოიყენებოდა).
დიდი მცდელობის მიუხედავად, ჰიტლერის სპეცსამსახურებმა კოდის გახსნა ვერ შეძლეს.
2002 წელს ნავაჰოს ტომის რადისტებზე გადაიღეს ფილმი „ქართან მოსაუბრენი“, რომელშიც მთავარ როლს ნიკოლას ქეიჯი თამაშობდა.