დანია:
აკრძალულია მანქანის დაძვრა, თუ მის ქვეშ ვინმე იმალება.
ციხიდან გაქცევა დანაშაულად არ მიიჩნევა, მაგრამ, თუ გაქცეული დაიჭირეს, მან სასჯელი ბოლომდე უნდა მოიხადოს.
მოძრავი მანქანის ფარები ყოველთვის ანთებული უნდა იყოს, რომ ადვილად მოხდეს მისი გაჩერებული მანქანისგან გარჩევა.
ინგლისი:
14 წელს მიღწეული ინგლისელი ვალდებულია, კვირაში ორი საათი მშვილდის სროლაში ვარჯიშს დაუთმოს.
მამაკაცს შეუძლია, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მოშარდოს, თუ ამას საკუთარი ავტომობილის უკანა საბურავთან გააკეთებს და იმავდროულად, მარჯვენა ხელი ავტომობილზე ექნება დადებული.
საფრანგეთი:
საფრანგეთის მთელ ტერიტორიაზე აკრძალულია მფრინავი თეფშების დასმა ან პარკირება ვენახის ზვრების სიახლოვეს.
ღორის ფერმების მფლობელთათვის აკრძალულია, რომ ღორს ან გოჭს ნაპოლეონი დაარქვან.
აკრძალულია წყალში ჩავარდნილი ადამიანის გადარჩენა, რადგან ეს მის ბედში ჩარევას ნიშნავს.
ტაილანდი:
ნაციონალური ვალუტის ნებისმიერ ბანკნოტზე ფეხის დაბიჯება კანონდარღვევად ითვლება.
ამერიკის შეერთებული შტატები:
ქალაქ ჩიკაგოში ქალაქის საზღვრებში ატომური ბომბის აფეთქებაზე 500-დოლარიანი ჯარიმაა დაწესებული.
ქალაქ გლენდეილში საშინელებათა ჟანრის ფილმების ჩვენება დაშვებულია მხოლოდ ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს. სხვა დღეებში კანონდარღვევად მიიჩნევა.
ჰოლივუდის ბულვარზე ერთდროულად 200 ცხვარზე მეტის გადაადგილება აკრძალულია.
ლოს-ანჯელესში აკრძალულია სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს ტირილი. აქ, ასევე, აკრძალულია გომბეშოს ლოკვა, რადგან გომბეშო გამოყოფს ნივთიერებას, რომლითაც შესაძლებელია ნარკოტიკული თრობის მიღწევა.
კონექტიკუტში აკრძალულია ლომბარდში საკუთარი პროთეზის ჩაბარება.
აიოვაში კოცნის მაქსიმალური ხანგრძლივობა 5 წუთია. ამ დროის გადაცილება კი კანონდარღვევაა.