ტელეფონის გამომგონებელ ალექსანდრე გრეჰემ ბელს ცხოვრებაში არასდროს დაურეკავს დედასთან და ცოლთან, რადგან ორივე ყრუ იყო.
იულიუს კეისარი დაფნის გვირგვინს დაწყებული გამელოტების დასაფარად იხურავდა.
შექსპირი და სერვანტესი ერთ წელს და ერთ დღეს - 1616 წლის 23 აპრილს გარდაიცვალნენ.
ჩვეულებრივი წიგნის ტექსტის სიმკვეთრე კომპიუტერის მონიტორისას 277-ჯერ აღემატება.
ჯანმრთელ ადამიანს დაძინებისთვის 7 წუთი სჭირდება.
ადამიანის გული ერთი წლის განმავლობაში 2200 ტონა სისხლს ატარებს.
პირველი ევროპელი, რომელმაც შოკოლადი დააგემოვნა, ქრისტეფორე კოლუმბი იყო.
პირველი შოკოლადის ფილა 1880 წელს ჰამბურგში გამოუშვეს. მას შემდეგ, თითოეული გერმანელი წელიწადში 8 კილოგრამ შოკოლადს მიირთმევს.
ინგლისელმა მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ ადამიანი ცხოვრების მანძილზე, დაახლოებით, 100 000 კილომეტრს ფეხით გადის.
ზრდილობიანი ადამიანიც კი ცხოვრების მანძილზე, თურმე, საშუალოდ, 230 000-ჯერ იყენებს უცენზურო გამოთქმას.