10 რომანტიკული კომედია უიქენდის სასიამოვნოდ გასატარებლად (10 ფოტო)

კინო

30 ივნისი 18:00, 2017 წელი

კარგად მოკალათდით, დადებითი ემოციებით აივსეთ და ყველა უსიამოვნება დაივიწყეთ.

  

  • რა მოხდება, თუ / What If

    რეჟისორი: მაიკლ დაუსი

    როლებში: დენიელ რედკლიფი, ზო კაზანი, მეგან პარკი, ადამ დრაივერი

    ფილმის შესახებ: უოლესი და შანტრი ერთმანეთს წვეულებაზე შეხვდნენ და მაშინვე  იგრძნეს, რომ ისინი მონათესავე სულები არიან. მათ ურთიერთობა დაიწყეს და ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ ერთ დღესაც არ გაირკვა, რომ შანტრის ბოიფრენდი ჰყავდა. ცოტა იუმორი და სასიამოვნო ფილმი გრძნობებზე, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის ნაცნობია.

  • ორი ღამის ამბავი / Two Night Stand

    რეჟისორი: მაქს ნიკოლსი

    როლებში: მაილს ტელერი, ანალეი ტიპტონი, ჯესიკა ზორი, სკოტ მესკადი

    ფილმის შესახებ: შტორმის გამო გოგონას ბიჭის სახლში მოუწია დარჩენა. უამინდობამ ხელი შეუწყო მათ დაახლოებას. ფილმი სახალისო დიალოგებითა და ლამაზი სიყვარულის ისტორიით არცთუ შაბლონური გამოვიდა.

  • სიყვარული წესების გარეშე / Something’s Gotta Give

    რეჟისორი: ნენსი მეიერსი

    როლებში: ჯეკ ნიკოლსონი, დაიან კიტონი, კიანუ რივზი, ფრენსის მაკდორმანდი, ამანდა პიტი

    ფილმის შესახებ: მოწიფული ასაკის ბიზნესმენ ჰარის თავისი ახალგაზრდა საყვარლის დედის ერიკას სახლში გულის შეტევა დაემართა. ჰარის, ისევე როგორც მის მკურნალ ექიმს, ერიკა შეუყვარდება. სწორედ აქ იწყება თავბრუდამხვევი ემოციები, ვნება და შეუსაბამობები. ამ სასიყვარულო მრავალკუთხედში არ არსებობს წესები და შეზღუდვები. ძალიან კარგი კომედია მსახიობთა არაჩვეულებრივი ნაკრებით.

  • უხერხული მომენტი / Un moment d’égarement

    რეჟისორი: ჟან-ფრანსუა რიშე

    როლებში: ვინსენტ კასელი, ფრანსუა კლუზე, ლოლა ლე ლანი, ალის ისააზი

    ფილმის შესახებ: ორი მეგობარი დასასვენებლად მიდის თავიანთ ახალგაზრდა ქალიშვილებთან ერთად. სწორად იქ უყვარდება 18 წლის გოგონას 42 წლის მამაკაცი. მზე, ზღვა, სიყვარული, ვნება და ფრანგული იუმორი - არაჩვეულებრივი კოქტეილი გელით.

  • მეგის გეგმა / Maggie’s Plan

    რეჟისორი: რებეკა მილერი

    როლებში: გრეტა გერვიგი, ეტან ჰოუკი, ჯულიანა მური, ბილ ჰეიდერი

    ფილმის შესახებ: მეგი ჯონს მიჰყვება ცოლად - ანთროპოლოგს, რომელიც ადრე უბედურ ქორწინებაში იმყოფებოდა ჟორჟეტასთან. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ მეგიმ მალე იგრძნო, რომ ისეთი ბედნიერი აღარ იყო, როგორც ურთიერთობის დასაწყისში. ამ დროს მას გაუჩნდა გეგმა, როგორ გამოასწოროს ყველაფერი. კომედიური და რომანტიკული ფილმი ზედმეტად ჭკვიან ადამიანებზე. ბონუსად - დახვეწილი იუმორი.

  • გამარჯობა, ჩემი სახელია დორისი / Hello, My Name Is Doris

    რეჟისორი: მაიკლ შოუოლტერი

    როლებში: სელი ფილდი, ნორმა მაიკლსი, სტივენ რუტი, ვენდი მაკლენდონ-კოვი

    ფილმის შესახებ: 60 წელს გადაცილებული დორისი ოფისის თანამშრომელია, რომელმაც ცოტა ხნის წინ დედა დაკარგა. ის სამოტივაციო კურსებზე დადის საკუთარი თავის დასახმარებლად, ტრანსპორტში კი სასიყვარულო რომანებს კითხულობს. მოულოდნელად დორისს თავისი თანამშრომელი შეუყვარდება, რომელიც მასზე ორჯერ უმცროსია. ეს პოზიტიური ფილმი დასტურია იმისა, რომ ყველაფერი შესაძლებელია.

  • მოიქეცი კაცურად / Man Up

    რეჟისორი: ბენ პალმერი

    როლებში: ლეიკ ბელი, საიმონ პეგი, რორი კინერი, ოლივია უილიამსი

    ფილმის შესახებ: ნენსი 34 წლის გოგოა, რომელსაც უკვე დაკარგული აქვს იმედი, რომ პირად ცხოვრებაში ბედნიერებას იპოვის. მაგრამ ერთხელაც ცხოვრებამ მას სიურპრიზი მოუწყო და ნენსი ბრმა პაემანზე აღმოჩნდება მამაკაცთან, რომელსაც ყველა შანსი აქვს, გახდეს მისთვის „ის ერთადერთი“. მხოლოდ ერთი პრობლემაა: ნენსი თავს სხვა ქალად აჩვენებს.

  • სანამ დავცილდებით / Before We Go

    რეჟისორი: კრის ევანსი

    როლებში: კრის ევანსი, ელის ივი, მარია ბრეიმანი, ემა ფიტცპატრიკი

    ფილმის შესახებ: შემთხვევით ამ ორმა ადამიანმა ერთად გაატარა ღამე. სუ რაღაც ერთი ღამით ისინი, თითქოს, რეალობას მოსწყდნენ, რათა საკუთარი ცხოვრებისთვის სხვა კუთხით შეეხედათ. არავითარი უხამსობა, მხოლოდ საყვარელი ისტორია, რომელიც მაყურებელს გულგრილს არ დატოვებს.

  • ერთ წლის ვადას გაძლევთ / I Give It a Year

    რეჟისორი: დენ მაზერი

    როლებში: როუზ ბირნი, რაფ სპალი, ანა ფარისი, საიმონ ბეიკერი

    ფილმის შესახებ: იუმორით გაკეთებული ფილმი იმ პრობლემებზე, რაც ახალგაზრდებს თანაცხოვრების პირველ წელს ექმნებათ. ეს ისტორია კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ სიყვარული ის ძალაა, რომლის გარეშეც ნებისმიერი ურთიერთობა დაინგრევა და არ ღირს იმ ურთიერთობაზე დროის დაკარგვა, რომელშიც თავს ბედნიერად არ გრძნობთ.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?