7 უტყუარი ნიშანი, რომ ფილმი არ მოგეწონებათ, თუმცა...

კინო

4 ოქტომბერი 18:00, 2017 წელი

არ არსებობს ფილმი, რომელიც ყველას მოსწონს ან ყველა აძაგებს, უბრალოდ, არსებობს წარმატების ობიექტური მაჩვენებლები, როგორიცაა მსოფლიო კინოგაქირავების შემოსავალი და კინოკრიტიკოსების რეიტინგი. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, თქვენი მისაღებია.

მოკლედ, სპეციალისტთა აზრით, ზოგადად, ჩავარდნა ემუქრება ფილმს, როცა:

7. კლასიკური ფილმის რიმეიქია



სამწუხაროდ, ცნობილი ფილმების რიმეიქები მოლოდინს ვერ ამართლებს. მაგალითად, 1998 წელს გადაღებული გას ვან სენტის „ფსიქო“, რომელმაც, ორიგინალისგან განსხვავებით (ალფრედ ჰიჩკოკის 1960 წელს გადაღებული „ფსიქო“), საკმაოდ დაბალი შეფასება დაიმსახურა. ძირითადად ეს იმიტომ ხდება, რომ არსებული ფილმები მოლოდინს კიდევ უფრო ზრდის. ორიგინალი ფილმები ყოველთვის მაღალ ბარიერს ქმნის და მათი გადალახვა ყველას არ შეუძლია.


6. ფილმზე ბევრი სცენარისტი მუშაობს



ბევრი სცენარისტი, როგორც, მაგალითად, რობერტ შვენტკეს ფილმის „მოჩვენებითი პატრულის“ შემთხვევაში, იმაზე მეტყველებს, რომ სცენარი ბევრჯერ გადაკეთდა და მას მთლიანობა აკლია, რადგან ყველა სცენარისტს თავისი ხედვა აქვს, რამაც შეიძლება, ფილმის ხარისხს თავისი კვალი დაატყოს.


5. ფილმის თრეილერი თითქმის მთლიანად სპეცეფექტებისგან შედგება



დები ლანა და ენდი ვაჩოვსკების 2015 წელის ნამუშევარი „იუპიტერის აღზევება“ დასამახსოვრებელი თრეილერისა და ჩავარდნილი ფილმის კარგი მაგალითია. კარგ ფილმებში სპეცეფექტებს ძალიან ბევრი დრო არ ეთმობა, მაგრამ, თუ მასზეა ძირითადი აქცენტი და იმედი, მაშინ მხოლოდ თრეილერის ყურებით შეგიძლიათ შემოიფარგლოთ. მასში მაინც ყველაზე საინტერესოა თავმოყრილი.


4. არ ატარებენ პრესჩვენებებს და ფილმის გამოსვლამდე კრძალავენ რეცენზიებს 



როდესაც კრიტიკოსებს ფილმის შეფასებას უკრძალავენ და, მით უმეტეს, პრესასაც არ აჩვენებენ, ამით, გასაგებია, ინტერესის გაზრდა სურთ, მაგრამ ეს უფრო ხშირად იმაზე მეტყველებს, რომ რეცენზიები შეიძლება ნეგატიური იყოს. მაგალითად, დევიდ კოეპის 2015 წლის ფილმი „მორდეკაი“, მიუხედავად ვარსკვლავური შემადგენლობისა, კრიტიკოსებს არ აყურებინეს და სწორადაც მოიქცნენ. ამ ფილმმა საკუთარი ბიუჯეტიც კი ვერ ამოიღო.


3. ფილმში გამუდმებით იცვლებიან პროდიუსერები, რეჟისორები და მთავარი როლის შემსრულებლები



თუ ვხედავთ, რომ სცენარის ავტორები, რეჟისორები, მსახიობები გამუდმებით იცვლებიან, ე.ი. რაღაც არასწორად მიდის. ისევე, როგორც გადაღებების პროცესის გაწელვა  - ეს ხანდახან ფილმის სასარგებლოდ ხდება, მაგრამ უმეტესად იმაზე მეტყველებს, რომ საბოლოოდ ფილმი ჩავარდნილია, როგორც ეს ნიკოლაი არსელის 2017 წლის ფილმს „ბნელი კოშკი“ (სტივენ კინგის რომანის მიხედვით) დაემართა.


2. წარმატებული ფილმების გაგრძელებები



როდესაც ფილმი კომერციულად წარმატებულია და კრიტიკოსებისგანაც დადებითი შეფასებები აქვს, ლოგიკურია, რომ გაგრძელებამ დიდხანს არ უნდა გვალოდინოს. და, აი, ფილმის პირველ დასახელებას გვერდით უჩნდება ციფრები - 2, 3, 4 ან გაგრძელების მანიშნებელი სიტყვები... მაგრამ ძალიან იშვიათია, რომ ამ ფილმმა პირვანდელ წარმატებას კვლავ მიაღწიოს. თანაც, რაც უფრო მეტჯერ არის გაგრძელებული, მით უფრო ნაკლებია შანსი. მაგალითად, „მარტო სახლში 4“, „ეის ვენტურა უმცროსი“, „ნიღაბის შვილი“, ან „პოლიციის აკადემია 7“. რა თქმა უნდა, არის გამონაკლისებიც, მაგალითად, „ფორსაჟი 7“.


1. ფილმს აგრესიული სარეკლამო კამპანია აქვს



აგრესიული სარეკლამო კამპანია მიმართულია იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს ფილმი მანამდე, სანამ ნეგატიური შეფასებები გაჩნდება. როდესაც ყველა მხრიდან ფილმის რეკლამაა და დიდი მოლოდინებია შექმნილი, ეს ხშირად ფილმის ჩავარდნის ნიადაგი ხდება, როგორც, მაგალითად, დევიდ აიერის 2016 წლის ფილმის „თვითმკვლელთა რაზმის“ შემთხვევაში.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

26 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

25 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

10 ყველაზე გავრცელებული მითი ჰიგიენაზე - სწორად ებრძვით ბაქტერიებს?

როცა ამ მითების გავლენით ვიქცევით, ამით მიკრობებს ფართოდ ვუღებთ კარს ჩვენი ორგანიზმისკენ. ამიტომ გქონდეთ ინფორმაცია, რათა უფრო დაცულები იყოთ!
ამბები

ახალგაზრდა პერსპექტიული ქართველი მომღერლის ბრიტანული ამბავი

ეკა გოგლიძე ახალგაზრდა ქართველი მომღერალია, რომელიც ბრიტანელმა მსმენელმა უკვე შეიყვარა.
დღის ჰოროსკოპი

24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

10 ვარსკვლავი, რომელმაც ჰოლივუდში წარმატებას ინგლისურის ცოდნის გარეშე მიაღწია!

ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ ინგლისური ენის შესწავლა საჭირო არ არის. უბრალოდ, საუარია იმაზე, რომ თუკი მიზანი და ტალანტი გაქვს და შრომაც არ გეზარება, წარმატებას ყველა პირობებში მიაღწევ.
დღის ჰოროსკოპი

23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე www.responsible.ge-ს კამპანიის შესახებ დეტალურად საუბრობს

„ევროპაბეთის“ მიერ დაფინანსებულმა ფსიქო-სარეაბილიტაციო კურსმა საზოგადოებაში მაღალი ინტერესი გამოიწვია.
დღის ჰოროსკოპი

22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

დღეს  ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასა“ და კომპანია „ევროპაბეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს ფსიქოსარეაბილიტაციო კურსს სრულად დაუფინანსებს.
ამბები

ვაინშტეფანი WEIHENSTEPHAN - მსოფლიოში პირველი და ყველაზე ძველი მონასტრის ლუდსახარში

რუბრიკის წარმდგენია გერმანული ლუდის სახლი „მიუნხენი“.
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი არასდროს უბრუნდება წარსულს

მათ არ უყვართ ძველი ცხოვრებისა და ძველი იარების გახსენება. განშორების დროს, რაც არ უნდა უჭირდეთ, ღირსეულად უჭირავთ თავი და ფიქრობენ, რომ ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, არ ღირს წარსულზე დროის ხარჯვა.