7 ფილმი მონიკა ბელუჩის მონაწილეობით

კინო

6 დეკემბერი 18:00, 2017 წელი

ფილმები შეუდარებელი მონიკა ბელუჩის მონაწილეობით - ეს გარანტირებული სიამოვნებაა. ამ მსახიობის ნიჭი და მომნუსხველი სილამაზე, როგორც კარგი ღვინო, წლებთან ერთად, მეტად ფასდება და რეჟისორებისგან შეთავაზებებიც იზრდება.

ეს მოხდა სან-ტროპეში / It Happened In St. Tropez (2013)



ორი ძმის, რონისა და ზეფის ურთიერთდამოკიდებულება, რომელსაც ცოტა ირონია და შავი იუმორი სდევს. ისინი ხასიათით, ტემპერამენტით და ზოგადად, ცხოვრებისადმი დამოკიდებულებით ძალიან განსხვავდებიან, ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ერთი და იგივე დღე მათ ცხოვრებაში სხვადასხვანაირად ვითარდება. რონი ქალიშვილს ათხოვებს, ზეფი კი ავარიის შედეგად დაღუპულ მეუღლეს ასაფლავებს და ძმისშვილის დღესასწაულზე წასვლას არ აპირებს. პრინციპში, ის ამას აქამდეც არ გეგმავდა. ძმების დაძაბული ურთიერთობა თითქოს მალე სამუდამოდ დასრულდება, მაგრამ ამ დროს მათი მამა გამოჩნდება და მოვლენები სულ სხვანაირად განვითარდება.


 


კაცი, რომელსაც უყვარს / The Man Who Loves (2008)



ვნებიანი რომანის შემდეგ რობერტო საყვარელმა ქალმა სარამ მიატოვა და სხვა მამაკაცთან წავიდა. 40 წლის რობერტო ამ ღალატს ძალიან განიცდის. თითქოს ახალმა რომანმა ბელასთან (მონიკა ბელუჩი) უნდა გამოაფხიზლოს, მაგრამ მამაკაცი ძველ ურთიერთობას თავს ვერ აღწევს. ასე იწელება მისი დღეები...


 


უკან არ მოიხედო / Don't Look Back (2009)



ჯინი მწერალი, ცოლი და ორი შვილის დედაა. ის წარსულის გახსენებას ცდილობს, რომელიც ავტოკატასტროფის შედეგად დაავიწყდა. ამ მიზნით იტალიაში მიემგზავრება, თავისი დედის ნაცნობის მოსაძებნად. იმედი აქვს, რომ ამ ქალის მონაყოლით თავის გარეგნობასა და ოჯახში მომხდარი ცვლილებების რეალურ მიზეზს აღმოაჩენს. ოჯახის წევრებს არ ესმით ჯინის, რადგან ცვლილებებს ვერავინ ამჩნევს და ეს ყველაფერი ქალის ფანტაზიის ნაყოფი ჰგონიათ. მთავარი გმირის შინაგან განცდებს, როდესაც ის სარკეში უცნობ ადამიანს ხედავს, არაჩვეულებრივად გადმოსცემს ორი გენიალური მსახიობი - მონიკა ბელუჩი და სოფი მარსო.


 


ცოფიანი სისხლი / Wild Blood (2008)



სიყვარული და ომი - ორი სრულიად საპირისპირო მოვლენა მარკ ტულიო ჯორდანის ფილმში ბედისწერით ერთიანდება. სიუჟეტი რეალურ მოვლენებს ეყრდნობა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ვითარდებოდა. დამწყები მომხიბლავი მსახიობი ქალი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ცნობილი კოლეგას ყურადღება მიიქციოს, სანამ თავადაც არ გახდება ვარსკვლავი და სხვა მამაკაცების ყურადღების ობიექტი.


 


დამსმენი / The Whistleblower (2011)



ფილმის საფუძველი რეალური ისტორიაა. ყოფილი პოლიციელი ქეთრინ ბოლკოვაჩი ომის შემდგომ ბოსნიაში ფულის გამომუშავების მიზნით წავიდა. მისი კერძო ფირმის მისია სამშვიდობოა, მაგრამ თანამშრომლების ნაწილს მშვიდობის დარდი სულაც არ აქვს - ისინი ქალებით ვაჭრობას მალავენ. რა შეიძლება ამ შემთხვევაში ქეთრინმა მოიმოქმედოს?


 


პიპა ლის პირადი ცხოვრება / The Private Lives of Pippa Lee (2009)



„არასდროს არის გვიანი, ყველაფერი თავიდან დაიწყო“ - ამ იდეის განხორციელება გადაწყვიტა მხიარულმა და კეთილმა პიპა ლიმ - დედამ, ერთგულმა მეუღლემ და უბრალოდ დიასახლისმა. ამისკენ ბიძგი კი იმის გაცნობიერება აღმოჩნდა, რომ ცხოვრება მიედინება, მას კი ჯერ კიდევ ბევრი რამ არ გაუკეთებია, განსაკუთრებით - სასიყვარულო ურთიერთობებში...


 


მწველი ზაფხული / A Burning Hot Summer (2011)



რა მოხდება, საკუთარი ცხოვრების უკან გადახვევა რომ შეგვეძლოს? - სწორედ ამაზე ფიქრობს ახალგაზრდა მხატვარი ფედერიკი თვითმკვლელობის წინ. ის საყვარელმა ქალმა ანჟელამ მიატოვა და სხვა მამაკაცთან წავიდა. მხოლოდ ამ დარტყმის შემდეგ გაიაზრა მთავარმა გმირმა, რამდენად უყვარდა ულამაზესი მეუღლე და რამდენად ბედნიერი იყო მის გვერდით. ფრედერიკს იმ ზაფხულში სურს დაბრუნება, როდესაც მათ ერთმანეთი გაიცნეს. იქნებ ღირს სიცოცხლის შენარჩუნება და გრძნობების განახლება?

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?