9 სერიალი, რომელიც „სამეფო კარის თამაშების“ ალტერნატივაა

კინო

17 იანვარი 18:00, 2018 წელი

თუ „სამეფო კარის თამაშების“ მაყურებელი ხართ და აღარ გყოფნით მოთმინება, სანამ ახალი სეზონი დაიწყება, მაშინ ეს სერიალები სპეციალურად თქვენთვისაა. გარწმუნებთ, თითოეული სავსეა მოულოდნელობებით, დაძაბულობით, ვნებით, მსახიობთა ბრწყინვალე შემადგენლობით. იქნებ, მათი ფანიც გახდეთ...

შავი იალქნები/Black Sails
წელი: 2014-2014
რეჟისორი: სტივ ბოიუმი, ალიკ საჰაროვი
როლებში: ტობი სტივენსი, ჰანა ჰიუ, ლიუკ არნოლდი, ჯესიკა პარკერ კენედი, შონ მაიკლი, კლარა პეჯეტი



ფილმის შესახებ: 1715 წელი, ოქროს ხანა კარიბის ზღვის მეკობრეებისთვის. ბრიტანეთის კოლონიის ყოფილ კუნძულს ნიუ-პროვიდენსს ისტორიაში ყველაზე ცნობილი მეკობრე, კაპიტანი ფლინტი აკონტროლებს. მაგრამ ბრიტანეთის ფლოტი ამ წყლებში ბრუნდება და კაპიტან ფლინტსა და მის ჯგუფს განადგურებით ემუქრება. ფლინტი გადაწყვეტს, ელეონორა გატრის მოკავშირე გახდეს, რომელიც ადგილობრივი ქურდის ქალიშვილია. ისინი ერთად შეადგენენ გეგმას, როგორ დაიცვან თავიანთი სახლი და გადარჩნენ. მათ ბევრი მეტოქე გამოუჩნდებათ, მათ შორის ელეონორას მამა, რომელსაც თავისი გეგმები აქვს, და ახალგაზრდა მეზღვაური ჯონ სილვერი, რომელიც თავად ფლინტის ეკიპაჟშია.



რომი/Rome
წელი: 2005-2007
რეჟისორი: მაიკლ ეპტიდი
როლებში: ევინ მაკკიდი, რეი სტივენსონი, პოლი უოკერი, კერი კონდონი, ჯეიმს პიურფოი, იენ მაკნისი, კორალ ამიგა



ფილმის შესახებ: 52 წელი ჩვენს ერამდე. გაი იულიუს ცეზარი 8-წლიანი ომის შემდეგ გალიას დაიპყრობს და რომში ბრუნდება. ცეზარის ნათესავი ატია მოუთმენლად ელის მის დაბრუნებას. პატრიციები შეშფოთებულნი არიან, ეშინიათ, კეისარმა პლებეების ძარცვის ხარჯზე მოპოვებული სიმდიდრე არ წაართვათ. სენატში პატრიციების პარტიების ლიდერები არწმუნებენ კეისრის ძველ მეგობარს, პომპეუს დიდს, რომ ცეზარი საფრთხეს უქმნის რომის გაბრწყინებას. ამ დროს, ორი ლეგიონერი ლუიცი ვარენი და ტიტ პულო ხლართავენ ავანტიურას, რომელიც, წარმატების შემთხვევაში, მნიშვნელოვნად აამაღლებს მათ კეთილდღეობას.

ანარქიის შვილები/Sons of Anarchy
რეჟისორი: გაი ფერლენდი
როლებში: ჩარლი ანემი, კიმ კოუტსი, მარკ ბუნ ჯუნიორი, კეტი საგალი, ტომი ფლენაგანი, მეგი სიფი, რონ პერლმანი



ფილმის შესახებ: ნარკომან ჯაკსის ყოფილი ცოლი, ფეხმძიმე ვენდი ნარკოტიკის დიდი დოზის მიღების შემდეგ საავადმყოფოში ხვდება. მას საკეისროს უკეთებენ და პატარა 10 კვირით ადრე იბადება. ჯეკი სახლში პატარასთვის ტანსაცმელს ეძებს, რა დროსაც შემთხვევით წააწყდება „მანიფესტს“, რომელიც მისი გარდაცვლილი მამის შედგენილია. მამამისის მიერ არის დაფუძნებული ბაიკერთა კლუბი. ამ დოკუმენტის ნახვის შემდეგ ჯაკსის ცხოვრება თავდაყირა დგება. მას სურს, ბაიკერთა კლუბის წესები შეცვალოს, ნარკოტიკებს თავი დაანებოს და შვილზე მეურვეობა მიიღოს. შეძლებს კი ის ცხოვრების ნულიდან დაწყებას?

ვიკინგები/Vikings
რეჟისორი: იოჰან რენკი, კენ ჯიროტი, ქიარან დონელი
მსახიობები: გებრიელ ბირნი, კეტრინ უინიკი, ჯესალინ გილსიგი, ტრავის ფიმელი, გუსტაფ სკარსგარდი



ფილმის შესახებ: რაგნარ ლოდბროკი თავისი დროის უდიდესი გმირი და სკანდინავიური მითოლოგიის ლეგენდარული ფიგურაა. სიუჟეტი მოგვითხრობს, რაგნარისა და მისი ვიკინგი მეგობრების ისტორიას. იმას, რა გზა გაიარა რაგნარმა ფერმერობიდან  ვიკინგების მეფის ტიტულამდე. ის უშიშარი მეომარი და ღმერთების რჩეულია. და ეს არც არის გასაკვირი - ნორვეგიული ლეგენდის მიხედვით, რაგნარი ხომ ომის ღმერთის ოდინის პირდაპირი შთამომავალია.


დაწყევლილი მეფეები/Les Rois maudits
რეჟისორი: ჟოზე დაიანი
როლებში: ჟანა მორო, კლოდ რიში, ლინ რენო, ვასილ ალბინეტი, ჟერარ დეპარდიე...  



ფილმის შესახებ: ეს მინისერიალი ფრანგი მწერლის მორის დრიუონის რომანების მიხედვით არის გადაღებული. საფრანგეთი, 1313 წელი. საფრანგეთს მეფე ფილიპ IV „ლამაზი“ მართავს. ხაზინა ცარიელია და მეფე მის შევსებას ტამპლიერების ორდენის განძით გადაწყვეტს. ამისთვის ტამპლიერების ორდენის უმაღლეს მაგისტრს ჟაკ დე მოლეს დააპატიმრებენ და მოგონილი ბრალდებებით კოცონზე დაწვას მიუსჯიან. ალმოდებულმა ჟაკ დე მოლემ თავისი ჯალათები დაწყევლა - პაპი კლიმენტი V, მეფე ფილიპ „ლამაზი”, მისი მინისტრი გიიომ ნოგარე და ყველა მათი შთამომავალი მეცამეტე თაობამდე. ასე დაიწყო საფრანგეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული პერიოდი - ინტრიგების, შეთქმულებების, მკვლელობების, ღალატისა და შიმშილის ნახევარი საუკუნე, რომელიც ასწლიანი ომით დასრულდა.

ბორჯია/Los Borgia
რეჟისორი: ნილ ჯორდანი
როლებში: ჯერემი აირონსი, ფრანსუა არნო, ჰოლიდეი გრეინჯერი, პიტერ სალივანი



ფილმის შესახებ: მართალია, ეს ბორჯიების ოჯახის არცთუ ზუსტი ისტორიული ეკრანიზაციაა, მაგრამ აშკარად ყველაზე მძაფრი და საინტერესო ვერსიაა. რომი. მე-15 საუკუნის მიწურული და ახალი საუკუნის დასაწყისი. ბორჯიები ესპანური ფესვების მქონე იტალიური ოჯახია. ძალაუფლებაზე შეყვარებულ და  მდიდარ ბორჯიებს ბევრი მტერი ჰყავთ. რომის პაპის ინოკენტი VIII-ს გარდაცვალების შემდეგ როდრიგო ბორჯია ულმობელ ბრძოლას იწყება პაპის ტახტისთვის და გზად არაფერს ერიდება - მოსყიდვას, დაშინებას, შანტაჟს. ის ადის პაპის ტახტზე. ამ დროს მისი მოწინააღმდეგე ჯულიანო დელა რევერე ცდილობს საფრანგეთის მმართველი კარლ VIII-ს დათანხმებას პაპის წინააღმდეგ გადატრიალებაზე და სანაცვლოდ ნეაპოლს სთავაზობს.

თეთრი დედოფალი/The White Queen
რეჟისორი: კოლინ ტიგი, ჯეიმს კენტი, ჯემი პეინი
როლებში: არეინირ ბარნარდი, რებეკა ფერგიუსონი, ამანდა ჰეილი, ფეი მარსეი, მაკს აირონსი, ბენ ლემბი, ტომ მაკქეი, ჯულეტ ობრი, დევიდ ოუკსი, ელეონორ ტომლინსონი



ფილმის შესახებ: XV საუკუნის ინგლისი. ორი დიდგვაროვანი ოჯახი - ლანკასტერები და იორკები ერთმანეთს ეცილებიან ინგლისის ტახტს. ლანკასტერების ემბლემა წითელი ვარდი იყო, ხოლო იორკებისა თეთრი. ამ ოჯახებს შორის ამტყდარი ომი მთელს ინგლისს მოედო. მამაკაცები ერთმანეთს იარაღით ერკინებიან, ქალები კი - სახელმწიფო დონის ინტრიგებით, სექსუალური მოსყიდვებითა და ჭორების გავრცელებით. ფსონი ისეთია, რომლისთვისაც თავის გაწირვა ღირს - დედოფლის გვირგვინი.



ტიუდორები/The Tudors
რეჟისორი: სტივ შილი
როლებში: ჯონათან რიზი, გენრი კავილი, ენტონი ბროფი, რობ სტოუნი, სარა ბოლჯერი, გაი კარლტონი



ფილმის შესახებ: უელსური წარმოშობის სამეფო დინასტია, რომელმაც ძალაუფლება ვარდების ომში გამარჯვების შემდეგ მოიპოვა. ტიუდორების მმართველობის დროს ინგლისი თანდათან თავისუფლდებოდა რომის გავლენისგან და ძლიერდებოდა. საფუძველი ეყრებოდა მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს იმპერიას. აქ არის აღორძინება და დაცემა, მეფის სიბრძნე და ტირანების დესპოტიზმი, ტაბუდადებული თემები და დიდებული საქმეები.


კამელოტი/Camelot
რეჟისორი: მიკაელ სალომონი
როლებში: ჯოზეფ ფაინსი, ჯეიმი კემპბელ ბაუერი, ტემსი ეგეროტი, პიტერ მინი



ფილმის შესახებ: ეს, შეიძლება ითქვას, ყველაზე მეტად ჰგავს „სამეფო კარის თამაშებს“. ძლევამოსილი რაინდები, ბრძოლა ტახტისთვის და ბოროტების დამარცხებისთვის. მეფე უთერის გარდაცვალების შემდეგ ბრიტანეთს ქაოსის საფრთხე ემუქრება. ჯადოქარი მერლინი პირქუშ მომავალს ხედავს, ის იწყებს მეფის უცნობი შვილის არტურის აღზრდას იმ იმედით, რომ მისი ტახტზე ასვლით ბოლო მოეღება ქვეყანაში ტირანიას. არტურის მთავარი მტერი მისი და მორგანაა, მეფე ლოტის საყვარელი. არტურმა ბევრი რამ უნდა ისწავლოს მერლინისგან, რათა მამის ტახტი დაიბრუნოს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?