როგორ გამოიყურებიან მსახიობები ფილმის პირველ და ბოლო სეზონებში (13 ფოტო)

კინო

19 იანვარი 18:00, 2018 წელი

ჩვენს საყვარელ პერსონაჟებს ისე ვეჩვევით, რომ მათ გარეგნობაში ცვლილებებს ვერც კი ვამჩნევთ, თუ, რა თქმა უნდა, სეზონებს შორის 30-წლიანი შუალედი არ არის...

ნევილ დოლგოპუპსი - სხვაობა 10 წელი



„ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვის“ გადაღებებისას, რომელიც 8-დან პირველი სერიაა, მეთიუ ლუისი 11 წლის იყო. დროთა განმავლობაში სასაცილო ბიჭი მიმზიდველ მამაკაცად იქცა. ბოლო ნაწილში „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები: ნაწილი მეორე“, რომელიც 2011 წელს გადაიღეს, მსახიობი 21 წლისაა.


 


იზაბელა სვონი/ბელა კალენი - სხვაობა 4 წელი



კრისტენ სტიუარტი „ბინდის“ პირველი ნაწილის გადაღებისას, რომლის პრემიერაც 2008 წელს შედგა, 17 წლის იყო. ფილმის დასრულებისას „ბინდის საგა: განთიადი - ნაწილი 2“ (2012 წელი) მსახიობი უკვე 22 წლის გახლავთ, თავისი პერსონაჟისგან განსხვავებით, რომელიც სამუდამოდ 18 წლის დარჩება...


 


თორი - სხვაობა 7 წელი



თორის პირველ ფილმში, რომელიც 2011 წელს გამოვიდა, გრძელთმიანი და კუნთებიანი კრის ჰემსუორთი 28 წლის იყო. მსახიობი ქუხილის ღმერთს გრიმის გარეშეც ჰგავდა. ფილმში „შურისმაძიებლები: უსასრულო ომი“, რომელიც 2018 წელს გამოვა, ჩვენ წინ სულ სხვანაირი თორი წარდგება და ეს არანაირ კავშირში არ არის იმ ფაქტთან, რომ მსახიობი უკვე 34 წლისაა.



მაიკლ კორლეონე
- სხვაობა 18 წელი



ქარიზმატული ალ პაჩინო შეუდარებელია, როგორც 1972 წელს გადაღებულ „ნათლიაში“, როდესაც ის 32 წლის იყო, ისე 50 წლის ასაკში 1990 წელს, როდესაც „ნათლიას“ ბოლო ნაწილი გადაიღეს.


 


ჯონ დორიანი - სხვაობა 9 წელი



ზაკ ბრაფი 2001 წელს „კლინიკის“ პირველი სეზონის გადაღებებისას 26 წლის იყო. დასკვნითი, მე-9 სეზონში (2010 წელს) კი მსახიობს 35 წელი შეუსრულდა. სამწუხაროდ, სერიალის სხვა სეზონები აღარ იქნება.


 


ინდიანა ჯონსი - სხვაობა 27 წელი



კიდევ ერთი გრძელვადიანი როლი, ამჯერად უკვე ჰარისონ ფორდის შესრულებით, რომელიც მთავარი გმირია 1981 წელს გამოსულ ფილმში „ინდიანა ჯონსი და დაკარგული კიდობნის მაძიებელნი“. იმ დროს ის 39 წლის იყო. 2008 წელს გამოსულ „ინდიანა ჯონსი და ბროლის თავის ქალის სამეფოში“ კი უკვე 66 წლისაა.


 


ლეგოლასი - სხვაობა 13 წელი



ორლანდო ბლუმის მიერ შესრულებული მარად ახალგაზრდა ელფი პირველად 2001 წელს გამოჩნდა ფილმში „ბეჭდების მბრძანებელი: ბეჭდის საძმო“, როდესაც მსახიობი 24 წლის იყო. 2014 წელს გამოსულ ფილმში „ჰობიტი: ხუთი არმიის ბრძოლა“, მსახიობი უკვე 37 წლისაა, მაგრამ გრიმის ოსტატებმა დავალება ბრწყინვალედ შეასრულეს.


 


შელი ჯონსონი - სხვაობა 27 წელი



უმშვენიერესი 45 წლის მედჰენ ამიკი, „ტვინ პიქსის“ მე-3 სეზონში, რომელიც 2017 წელს გამოვიდა, თითქოს კიდევ უფრო მშვენიერია. პირველი სეზონის გადაღებებისას (1990 წელი) ის 20 წლის იყო.


 


დომინიკ ტორეტო - სხვაობა 16 წელი



ვინ დიზელი ფილმიდან ფილმამდე თითქოს არ იცვლება. „ფორსაჟის“ პირველ ნაწილში, რომელიც 2001 წელს გამოვიდა, მსახიობი 34 წლის იყო, ფილმის ბოლო ნაწილში „ფორსაჟი 8“, რომელიც 2017 წელს ვიხილეთ, მსახიობი უკვე 50 წლისაა.


 


შავი ქვრივი - სხვაობა 8 წელი



უმშვენიერესი სკარლეტ იოჰანსონი ნატაშა რომანოვას როლში პირველად 2010 წელს ფილმში „რკინის კაცი 2“ გამოჩნდა, როდესაც მსახიობი 26 წლის იყო. ჩვენ მას წელს უკვე შეცვლილი იმიჯით ვნახავთ ფილმში „შურისმაძიებლები: უსასრულო ომი“.


 


ბრიჯიტ ჯონსი - სხვაობა 15 წელი



ბრწყინვალე რენე ზელვეგერი ბევრისთვის „ბრიჯიტ ჯონსის დღიურის“ მთავარ გმირთან ასოცირდება (2001 წელი). ფილმის გადაღებისას ის უკვე 32 წლის იყო, და მიუხედავად წლებისა, ის ისეთივე საყვარელია ამ ფილმის მესამე ნაწილშიც, რომელიც 2016 წელს გამოვიდა.


 


დენი ოუშენი და რასტი რაიანი - სხვაობა 6 წელი



ჯორჯ კლუნისა და ბრედ პიტის განუყრელმა დუეტმა ფილმში „ოუშენის თერთმეტი მეგობარი“ ერთი ნახვით დაიპყრო მაყურებლის გული და ეს სიყვარული 2007 წელსაც შეინარჩუნა, როდესაც ეკრანზე „ოუშენის ცამეტი მეგობარი“ გამოვიდა.


 


ობი-ვან - სხვაობა 6 წელი



იუენ მაკგრეგორიმ 28 წლის ასაკში არაჩვეულებრივად შეასრულა ჯედაის როლი ფილმში „ვარკვლავური ომები ეპიზოდი I“, 34 წლის ასაკში კი „გაიმეორა“ თავისი როლი ფილმში „ვარსკვლავური ომები: ეპიზოდი 3 – სიტხების შურისძიება“, რომელიც 2005 წელს გამოვიდა.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?