ეს 8 ფილმი დროში გამოგზაურებთ

კინო

27 აპრილი 18:00, 2018 წელი

შეხვედრა პიკასოსთან თუ საკუთარ ბედისწერასთან, სხვა პლანეტაზე გადასახლება თუ „უკან მომავალში“ დაბრუნება? აირჩიეთ და გამოგვყევით...

1. „ბედისწერა“, 2014, ავსტრალია
რეჟისორი: მაიკლ სპირიგი, პიტერ სპირიგი
როლებში: სარა სნუკი, ეთან ჰოუქი, კრისტოფერ სომერსი, ნოი ტეილორი, კუნი ჰასიმოტო, ელიზ ჯენსენი

 

მომავალი. მეცნიერმა შექმნა დროის მანქანა, რომლის წყალობითაც შესაძლებელი გახდა წარსულის შეცდომების გამოსწორება და მომავლის უკეთესობისკენ შეცვლა. პოლიციას უკვე შეუძლია დანაშაულის პრევენცია. ამ კეთილშობილური მიზნისთვის საუკეთესო სპეცაგენტები შეარჩიეს. მთავარი გმირი დროში მოგზაური პოლიციელია, რომელმაც დროის მანქანის წყალობით მრავალრიცხოვანი დანაშაულის აცილება მოახერხა, მაგრამ ეს ყველაფერი წყალში გადაიყრება, თუ მან იმ საფრთხის აღმოფხვრა ვერ შეძლო, რომელიც ნიუ-იორკს განადგურებას უქადის.

2. „ინტერსტელარი“, 2014, აშშ
რეჟისორი: ქრისტოფერ ნოლანი
როლებში: ელენ ბერსთინი, მეთიუ მაკკონაჰი, ენ ჰეთეუეი, ჯესიკა ჩესტეინი, მაკენზი ფოი, ჯონ ლაითგოუ, ტიმოთი ჩალამე, დევიდ ოიელოუო

 

გვალვა. დედამიწას გარდაუვალი დაღუპვა ელის. მკვლევარებისა და მეცნიერების ჯგუფი გამოუცნობი სამყაროს გამოსაკვლევად კოსმოსში მიფრინავს, რათა რომელიმე პლანეტაზე სიცოცხლის ნიშანწყალი აღმოაჩინოს და კაცობრიობას გადარჩენის შანსი მისცეს. კოსმოსური ხომალდი შავ ხვრელში შეფრინდება და ისინი წარმოუდგენელ მანძილსა და დროში გადაადგილდებიან.
შესანიშნავ მსახიობთა ანსამბლი ფილმს ერთი ამოსუნთქვით გაყურებინებთ და საფიქრალსაც დაგიტოვებთ.

 3. „უკან მომავალში“, 1985, აშშ
რეჟისორი: 
რობერტ ზემეკისი
როლებში: მაიკლ ჯეი ფოქსი, ქრისტოფერ ლოიდი, ლია ტომპსონი, კრისპინ გლოვერი, ტომას ფ. უილსონი, კლაუდია უელსი 

 

ვისაც დროში მოგზაურობაზე ფილმები გიყვართ, გასული საუკუნის ეს შესანიშნავი ფილმი ბევრს, ალბათ, ნანახიც გექნებათ, მაგრამ მაინც გაგახსენებთ.
ექსცენტრიკული მეცნიერი დროის მანქანას გამოიგონებს და თავის პატარა მეგობართან, მარტისთან ერთად 1980-იანი წლებიდან 50-იანებში გაემგზავრება...
თუ ფილმი მოგეწონათ, შეგიძლიათ მის მეორე და მესამე ნაწილებსაც უყუროთ და ახლა უკვე მომავალში იმოგზაუროთ მარტინთან და პროფესორ ბრაუნთან ერთად.

4. „დროში მოგზაურის ცოლი“, 2009, აშშ
რეჟისორი:
 რობერტ შვენტკე
როლებში: მიშელი ნოლდენი, ალექს ფერისი, არლის ჰოვარდი, ერიქ ბანა, კეტერინ ტროუელი, ბარტ ბედფორდი

 

მათ ერთმანეთი მაშინ გაიცნეს, როცა ქალი 6 წლის იყო, კაცი კი - 36-ის. ისინი დაქორწინდნენ, როცა ქალი 23-ის იყო, კაცი კი - 31-ის. საქმე ისაა, რომ ჰენრი გენეტიკური დაავადებით იტანჯება, რასაც დროში მოგზაურობის სინდრომი ჰქვია. კლერის ცხოვრებიდან მისი გაქრობა მოულოდნელია, გამოჩენა კი - ერთდროულად კომიკურიც, ტრავმულიც და ტრაგიკულიც.

 5. „სიყვარულის დრო“, 2013, გაერთიანებული სამეფო
რეჟისორი:
 რიჩარდ კერტისი
როლებში: რეიჩელ მაკადამსი, ბილ ნაიი, მარგო რობი, ლიდია უილსონი, დომნალ გლისონი, ტომ ჰოლანდერი

 

ტიმს გაუმართლა: ის ახალგაზრდაა, სიმპათიური, პერსპექტიული იურისტი და კიდევ... შეუძლია დროში მოგზაურობა. და თავისი ოცნების ქალიშვილი რომ მოხიბლოს, მზადაა, ისევ და ისევ დაუბრუნდეს პირველ პაემანს. ერთი ნახვით შეყვარება ხომ ყოველთვის არ გამოდის „ერთი ნახვით“...

 6. „შუაღამე პარიზში“, 2011, აშშ
რეჟისორი:
 ვუდი ალენი
როლებში: ოუენ უილსონი, რეიჩელ მაკადამსი, კურტ ფულერი, მიმი კენედი, მაიკლ შინი, ნინა არიანდა

 

ვუდი ალენის ეს შესანიშნავი მელოდრამა მე-20 საუკუნის 20-იანი წლების პარიზში გამოგზაურებთ და შეგახვედრებთ ჰემინგუეის, პიკასოს, ცოლ-ქმარ ფიცჯერალდებს, გერტრუდა სტაინს, და ფილმის გმირივით, ახალგაზრდა რომანტიკოსი მწერალივით თქვენც მოგანდომებთ ამ ეპოქაში ცხოვრებას.

7. „ივან ვასილევიჩი პროფესიას იცვლის“, 1973, რუსეთი
რეჟისორი: ლეონიდ გაიდაი
როლებში: ალექსანდრ დემიანენკო, იური იაკოვლევი, ლეონიდ კურავლიოვი, ნატალია კრაჩკოვსკაია, საველი კრამაროვი, ნატალია სელეზნიოვა

 

გასული საუკუნის 70-იანი წლების კინოჰიტი, რომელიც დღესაც პოპულარულია ყველა თაობის მაყურებელში. ლეონიდ გაიდაის ერთ-ერთი გამორჩეული კომედია ბევრს გახალისებთ და მთავარ გმირებთან ერთად ივანე მრისხანეს ეპოქაშიც გამოგზაურებთ.

8. „ქეითი და ლეო“, 2002, აშშ
რეჟისორი: ჯეიმს მენგოლდი
როლებში: მეგ რაიანი, ჰიუ ჯეკმანი, ლივ შრაიბერი, ბრექინ მეიერი, ნატაშა ლიონი, ბრედლი უიტფორდი

 

დაბოლოს, „ქეითი და ლეო“ - მეგ რაიანისა და ჰიუ ჯეკმანის ულამაზესი დუეტი და ზღაპრული მელოდრამა მხოლოდ ქალებისთვის. მე-19 საუკუნის ჰერცოგი, მიმზიდველი ჯენტლმენი დახვეწილი მანერებით შემთხვევით თანამედროვე დროში აღმოჩნდება. ის მოულოდნელად ქეით მაკკეის შეხვდება - ჩვენი დროის წარმატებულ, საქმიან ქალს... 

დღის ჰოროსკოპი

20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივა „ვენდისთვის“ წარმატებული აღმოჩნდა

„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში ამერიკული „ვენდის“ იმპორტის ქართული პროდუქტებით ჩანაცვლებამ „ვენდის“ რესტორნებს მეტი ერთგული მომხმარებელი შესძინა.
დღის ჰოროსკოპი

19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ვაშლი ვენურად: სასარგებლო და გემრიელი დესერტი 5 წუთში

მალე გაზაფხული მოვა და ორგანიზმს ზამთრის შემდეგ ვიტამინებით „შევსება“ სჭირდება. გამომცხვარი ვაშლი კი, გულში - დარიჩინით და ვანილით, ფიგურას არ ემუქრება და ყველას მოსწონს.
დღის ჰოროსკოპი

18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 თებერვლისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

ერთი პატარა ისტორია საყვარლის ცხოვრებიდან

ეს ამბავი საბჭოთა დროში მოხდა, თუმცა, ალბათ, ყოველთვის აქტუალური იქნება, ნებისმიერ ქვეყანაში და ნებისმიერ წყობაში.
დღის ჰოროსკოპი

17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

შეამოწმეთ, არის თუ არა თქვენში თავადის გენი!

თავადაზნაურობა ყოველთვის გამორჩეული იყო უნიკალური შინაგანი თვისებებით, რომლებიც დროთა განმავლობაში არ ხუნდება და უცხო პირობებშიც არ იკარგება. მათი არც სწავლა შეიძლება და არც დავიწყება. თქვენ ან გაქვთ ეს თვისებები, ან არ გაქვთ.
კინო

ვინ არის ეს უცნობი ქალი მსოფლიო ვარსკვლავების გვერდით?

ბელგიაში ერთ-ერთ ბუკინისტურ მაღაზიაში იპოვეს ფოტოალბომი, ძალიან ბევრი ფოტოთი. თითქოს არაფერია უცნაური, მაგრამ ყველა ფოტოზე აღბეჭდილია ერთი და იგივე ქალბატონი, რომელთანაც პლანეტის ცნობილი ადამიანები პოზირებენ!
დღის ჰოროსკოპი

16 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

არისტოკრატების საუზმე - ერბოკვერცხი „ორსინი“ (2 რეცეპტი)

ერბოკვერცხის მომზადების სრულიად გენიალური ხერხი დიდი იმპრესიონისტის კლოდ მონეს რეცეპტების წიგნიდან!
დღის ჰოროსკოპი

15 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?