1. ნიკოლ კიდმანი, „გაზეთების დამტარებელი, 2012
ნიკოლ კიდმანი ლი დენიელსის სკანდალურ ფილმში, რომელმაც 2012 წლის კანის ფესტივალზე დიდი ხმაური გამოიწვია, საკმაოდ მოულოდნელ ამპლუაში წარდგა მაყურებლის წინაშე - ქალის მკვლელობისთვის სიკვდილმისჯილის შეყვარებულის როლში. და თანაც საკმაოდ თამამ სცენებში.
2. რიზ უიზერსპუნი, „ველური“, 2014
რიზ უიზერსპუნის გმირი დედის გარდაცვალებისა და ქმართან დაშორების შემდეგ საკუთარი თავის ძიებაშია, რაც გულისხმობს სექსს ვალდებულებების გარეშე. თანაც ძალიან ბევრ სექსს!
3. ენ ჰეთეუეი, „ქაოსი“, 2005
ეს ენ ჰეთეუეის ერთ-ერთი პირველი ფილმია, მანამდე იყო „პრინცესას დღიურები 2“. და ენი ძალიან ადვილად გარდაისახა კარგი გოგონადან ცუდ გოგონად!
4. ნატალი პორტმანი და მილა კუნისი, „შავი გედი“, 2012
პრინციპში, სწორედ პორტმანისა და კუნისის სასიყვარულო სცენების გამო ნახა მილიონობით მამაკაცმა დარენ არონოფსკის ფილმი ბალეტის სამყაროს ინტრიგებზე...
5. კეიტ უინსლეტი, „პატარა ბავშვები“, 2006
კეიტ უინსლეტი ხშირად ამბობს, რომ არ უყვარს კამერის წინ გაშიშვლება და ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში აკეთებს, როცა სიტუაცია მოითხოვს. „პატარა ბავშვებში“ კი ეს საკმაოდ ბევრჯერ მოხდა!
6. ნაომი უოთსი, „მალჰოლენდ დრაივი“, 2001
სწორედ ამ ფილმით გახდა ნაომი უოთსი პოპულარული. ხოლო სცენა, სადაც ნაომი მასტურბირებს და ტირის, საერთოდაც, კინოს ისტორიის ანალებში შევიდა.
7. შერონ სტოუნი, „ძირითადი ინსტინქტი“, 1992
სცენა პოლიციის განყოფილებაში, სადაც შერონ სტოუნის გმირი ფეხს ფეხზე გადაიდებს და დემონსტრირებას ახდენს, რომ საცვალი არ აცვია, ალბათ, ერთ-ერთია იმ კადრებს შორის, რომელსაც პაუზაზე ყველაზე მეტად აყენებენ. ფილმში კიდევ არაერთი შთამბეჭდავი მომენტია, მაგალითად, შერონ სტოუნისა და მაიკლ დუგლასის სექსი.
8. ჰოლი ბერი, „მონსტრების მეჯლისი“, 2001
სიკვდილმისჯილის ცოლის როლისთვის, რომელსაც ციხის ჯალათი შეუყვარდება, ჰოლი ბერიმ „ოსკარი“ მიიღო. ფილმის გმირების თავდავიწყებული და ვნებიანი ლტოლვა ერთმანეთისადმი ბობოქარი სექსით მთავრდება.
9. კირა ნაიტლი, „სახიფათო მეთოდი“, 2012
ზიგმუნდ ფროიდსა და კარლ გუსტავ იუნგზე გადაღებულ ფილმში კირას მათი პაციენტის როლი ერგო, რომელიც ისტერიით იტანჯება და შემთხვევას არ უშვებს ხელიდან, თავისი ექიმები აცდუნოს.
10. ევა გრინი, „მეოცნებენი“, 2002
ბერნარდო ბერტოლუჩის ფილმში ევა გრინი საეკრანო დროის უდიდეს ნაწილში ლამის სულ შიშველია. და არამარტო ეს - მან სამი კაცის მონაწილეობით სექსის სცენებშიც ითამაშა.
11. მიშელ უილიამსი, „სევდიანი ვალენტინი“, 2012
ბოლო დრომდე ჰოლივუდში ტაბუ ედო ორალური სექსის ღიად ჩვენებას. ამიტომაც საზოგადოება შოკირებული იყო მიშელ უილიამსისა და რაიან გოსლინგის სასიყვარულო სცენით.