მხოლოდ ქალებისთვის - 7 ფილმი სიყვარულზე, რომლებსაც მარტომ უნდა უყუროთ

კინო

20 ივლისი 18:00, 2018 წელი

ეს ფილმები მათთვისაა, ვინც სიყვარულის დღეს შეყვარებულის გარეშე ხვდება და მთელ დღეს ტელეეკრანთან ატარებს.

1. „მექალთნე“, 2009
აშშ, კომედია, მელოდრამა
რეჟისორი: დევიდ მაკენზი
როლებში: ეშტონ კატჩერი, ენ ჰეჩი, მარგარიტა ლევიევა



ნიკი ახალგაზრდა, მომხიბვლელი კაცია და უხვად სარგებლობს საპირისპირო სქესის ყურადღებით. სამანტასთან მისი რომანი მხოლოდ საერთო ინტერესებზეა დაფუძნებული. ნიკის სამანტას საკრედიტო ბარათი და მისი მდიდრული ვილა ხიბლავს, ხოლო წარმატებულ, მაგრამ მარტოხელა სამანტას - უნაკლო და გიჟური სექსი. თუმცა, როცა ნიკი ჰეზერს შეხვდება, ამ ცინიკოსი ჟიგოლოს გონებასა და გულში რაღაც შეიცვლება.


2. „თავი მოაჩვენე ჩემს მეუღლედ“, 2011
აშშ, კომედია მელოდრამა
რეჟისორი: დენის დუგანი
როლებში: ადამ სენდლერი, ჯენიფერ ანისტონი, ნიკოლ კიდმანი



როცა ფილმის მთავარი გმირი, დენი, პალმერს შეხვდება, თავის მოსაწონებლად არარსებული მეუღლის შესახებ უყვება. პალმერი არ უჯერებს და სურს, მისი ცოლი გაიცნოს. დენიმ სასწრაფოდ უნდა მოძებნოს ამ სიტუაციიდან გამოსავალი. საბედნიეროდ, მას ჰყავს მომხიბვლელი კოლეგა, ორი შვილის დედა კეტრინი, რომელიც დროებით მისი მეუღლის როლს შეასრულებს. ეს არის ისტორია იმაზე, როგორ პოულობენ რთული სიტუაციებიდან ახალ-ახალ გამოსავალს საერთო ტყუილით დაკავშირებული დენი და კეტრინი. შეძლებენ კი ისინი, ამ ვითარებაში საკუთარი ნამდვილი გრძნობაც ამოიცნონ?


3. „წინადადება, 2009
აშშ, კომედია, მელოდრამა
რეჟისორი: ენ ფლეტჩერი
როლებში: სანდრა ბალოკი, რაიან რეინოლდსი, მერი სტინბერგერი



მარგარეტ ტეიტი - გამოცემის რედაქტორი, თავისი საქმის პროფესიონალი, მაგრამ დესპოტი და ამპარტავანი ტოპ-მენეჯერი, რომელიც ქვეშევრდომებს არ უყვართ და მისი ეშინიათ. საქმეებში ჩაფლულს მას ავიწყდება, რომ კანადის მოქალაქეა და მის სამუშაო ვიზას ვადა ეწურება. მარგარეტს სამშობლოში დეპორტაცია ელოდება. გამოსავალი ერთადერთია - თავის ასისტენტს ენდრიუს დააძალოს, მასზე დაქორწინდეს. ჩანაფიქრის განსახორციელებლად მომავალმა მეუღლეებმა უკეთესად უნდა გაიცნონ ერთმანეთი. ფილმი მოგვითხრობს, როგორ შეიძლება შეცდომაში შეიყვანო აშშ-ის საიმიგრაციო სამსახური და შეიძლება თუ არა ფიქციური ქორწინების მცდელობა ჭეშმარიტ გრძნობაში გადაიზარდოს.


4. „სხვა ქალი“, 2014
აშშ, კომედია, მელოდრამა
რეჟისორი: ნიკ კასავეტისი
როლებში: კემერონ დიასი, ლესლი მანი, ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუ



სასიყვარულო ურთიერთობა ცოლიან კაცთან - ეს, რა თქმა უნდა, საუკეთესო ვარიანტი არ არიას, მაგრამ სრულიად დასაშვებია. გაცილებით უარესია, თუ მას, შენ გარდა, კიდევ რამდენიმე საყვარელი ჰყავს. მოტყუებულ ქალს სისხლი სწყურია და შურისძიების გეგმებს აწყობს. მიზნის მისაღწევად ის მოღალატის ცოლთან ერთიანდება და დამცირებულთა და შეურაცხყოფილთა ეს კავშირი კაზანოვასთვის ნამდვილ ატომურ ბომბად იქცევა. ამასთანავე, გამოჩნდებიან სხვა ქალებიც, რომლებსაც ამ უიღბლო მოღალატის დასჯის წყურვილი ჰკლავთ.


5. მისტერ სამართლიანი“, 2015
აშშ, კომედია, მელოდრამა
რეჟისორი: პაკო კაბეზასი
როლებში: სემ როქველი, ანა კენდრიკი, ტიმ როტი


მარტამ შეყვარებული ღალატში გამოიჭირა და დაშორდა. ამ დროს ის შეხვდება ლამის იდეალურ მამაკაცს, რომელიც ყოფილი კილერი აღმოჩნდება. კრიმინალურ მოვლენებში გახლართულმა მარტამ და ამ ახალდაწყებულმა ურთიერთობამ სერიოზულ გამოცდას უნდა გაუძლოს.



6. „იღბლიანი“, 2011
აშშ, კომედია
რეჟისორი: ჯილ ჯეიტს მლ.ი
როლებში: ქოლინ ჰენქსი, ერი გრეინოლი, ენ მარგრეტი



მორცხვი ბენი დიდი ხანია შეყვარებულია ქერა ლუსიზე. ისინი ბავშვობიდან იცნობენ ერთმანეთს და ერთად მუშაობენ. სამწუხაროდ, გოგონას სხვა კატეგორიის კაცები მოსწონს და ბენის გრძნობებს არ პასუხობს. ლუსის თავდავიწყებით უყვარს თავისი ბოსი და მასთან რომანი აქვს გაჩაღებული. ერთხელაც, უფროსი გამოუცხადებს, რომ მათ შორის ყველაფერი დამთავრდა. ბენი კი გაიგებს, რომ ლატარიის გამარჯვებული გახდა. სიმართლე კი ისაა, რომ მომგებიანი ბილეთი მას ძალზე ორიგინალური გზით ერგო...


7. „ძალიან ცუდი გოგოები“, 2017
აშშ, კომედია
რეჟისორი: ლუსია ანიელო
როლებში: სკარლეტ იოჰანსონი, ჯილიან ბელი, ზოი კრავიცი



კოლეჯის ხუთი მეგობარი - ჯესი, ბლერი, ფრენკი, ელისი და პიპა 10 წლის შემდეგ იკრიბებიან და გასართობად მაიამიში მიდიან. წვეულებაზე მათ შემთხვევით სტრიპტიზიორი მამაკაცი შემოაკვდებათ. ისინი ყველა შესაძლო ვარიანტით ცდილობენ ამის დაფარვას, მაგრამ პრობლემები კიდევ უფრო მრავლდება. ამ დროს მთავარი გმირის შეყვარებული ცდილობს, როგორმე მაიამიმდე ჩააღწიოს, რათა გული და ხელი სთხოვოს საყვარელ ადამიანს. მაგრამ მის გზაზეც ბევრი მოულოდნელი წინააღმდეგობაა.

დღის ჰოროსკოპი

23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

50 უფასო სპინი საჩუქრად ყველას!

კომპანია ევროპაბეთი თვის ბოლოდან გრანდიოზულ აქციას იწყებს, რომლის ფარგლებშიც 23, 24, 26 და 27 ნოემბერს 12:00 საათიდან 23:59 საათამდე დადებულ მინიმუმ 5 ლარიან ბილეთებზე, მოთამაშეებს 50 უფასო სპინს ჩუქნის.
ამბები

სად არის ყველაზე ხელსაყრელი ფსონის დადება ?

თუ უახლოეს დღეებში აპირებთ ტოპ ლიგებზე ფსონის დადებას, უნდა იცოდეთ რომ ამის გაკეთება ყველაზე ხელსაყრელად ევროპაბეთზე შეგიძლიათ. ერთი ფსონის დადებით 3 აქციაში მიიღებთ მონაწილეობას და მომენტალურად 50 უფასო სპინითაც დასაჩუქრდებით.
კინო

7 ფილმი ქალებზე, რომლებიც დიდ ყურადღებას იქცევს

ეს ლამაზი, ჭკვიანი და კაშკაშა გმირები, სულ რაღაც, „საუკუნის ძარცვებს“ ასრულებენ.
ამბები

„სმარტი“ „ტრუჩილოს“ იტალიური ყავების არჩევანს ზრდის

„ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში იტალიური „ტრუჩილოს“ ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა და „სმარტში“ „ტრუჩილოს“ ყავების არჩევანი მნიშვნელოვნად გაზარდა.
დღის ჰოროსკოპი

22 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ვენეციის ქუჩებში ცოცხალი ვეშაპი გამოჩნდა!

ერთ დილასაც ვენეციელებმა გაიღვიძეს და თავიანთ ქალაქში ატლანტიკელი სტუმარი იხილეს!
დღის ჰოროსკოპი

21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 ნოემბერისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ენ ჰეთეუეის 15 შესანიშნავი როლი

ეს ის ფილმებია, რომელთა გამოც ასე გვიყვარს ეს მსახიობი.
ამბები

თბილისის სხვადასხვა უბანში უპატრონო ძაღლებისთვის სახლები დაიდგა

შპს „ჩემი სახლი“-ს ინიციატივით, თბილისის სხვადასხვა უბანში ქუჩის ძაღლებისთვის სახლები დაიდგა.
დღის ჰოროსკოპი

20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ძაღლის 12 ჯიში, რომელიც თითქმის არ ყეფს!

მათთვის, ვისაც სურს, სახლში ძაღლი ჰყავდეს, თუმცა მისი ყეფით მეზობლების შეწუხებას ერიდება...