მაიკლ ფასბინდერი და კიდევ 12 მსახიობი, რომლებიც კამერის წინ გაშიშვლდნენ

კინო

25 ივლისი 18:00

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მამაკაცისთვის კამერის წინ გაშიშვლება არც ისე მარტივია, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს...

 

რა თქმა უნდა, ჩვენ აქ ყველაზე პიკანტურ კადრებს ვერ შემოგთავაზებთ, მაგრამ დაგისახელებთ ფილმებს, რომლებიც თქვენს ცნობისმოყვარეობას დააკმაყოფილებს.

მაიკლ ფასბინდერი
„სირცხვილი“ (2011)



სტივ მაკუინის ფილმში ფასბინდერი 30 წლის ნიუ-იორკელს განასახიერებს, რომელიც ეროტომანიით იტანჯება და უძლურია, საკუთარი სურვილები გააკონტროლოს.


გასაკვირი არაა, რომ ერთ-ერთ პირველ სცენაში ფასბინდერი სრულიად შიშველი ჩნდება. მას არაფერი უფარავს სხეულს, კამერა კი ძალიან ყურადღებით აჩვენებს მისი სხეულის თითოეულ ნაკვთს, თანაც ისე, რომ ფანტაზიისთვის იოტისოდენა ადგილიც აღარ დარჩეს. ამ როლის შემდეგ ჟღალწვერიანი ირლანდიელის თაყვანისმცემელთა არმია კიდევ უფრო გაიზარდა.


მარლონ ბრანდო
„უკანასკნელი ტანგო პარიზში“ (1972)



ბერნარდო ბერტოლუჩის ეს ცნობილი ფილმი ეროტიკული ჟანრის კლასიკადაა მიჩნეული. მარლონ ბრანდო, რომელიც არაერთხელ ჩნდება კადრში შიშველი, ამ როლისთვის „ოსკარზეც“ კი იყო ნომინირებული. ფილმში მოქმედება 60-იანი წლების პარიზში ხდება და ორი ადამიანის დაუცხრომელ ვნებაზე მოგვითხრობს. ამბობენ, რომ სიუჟეტი ძირითადად თავად რეჟისორის სექსუალურ ფანტაზიებზეა აგებული. მთლიანობაში, ფილმი მოეწონათ როგორც ეროტიკის მოყვარულებს, ისე იმ მაყურებელსაც, რომელიც ჩარჩოებიდან გასულ ურთიერთობებზე ფილმებს ანიჭებს უპირატესობას.


ჟერარ დეპარდიე
„უკანასკნელი ქალი“ (1976)



მარკო ფერერის სკანდალურ ფილმში მთავარი როლების შემსრულებლები, ჟერარ დეპარდიე და ორნელა მუტი, მთელი ფილმის განმავლობაში ან სექსით არიან დაკავებულნი, ან სრულიად შიშვლები მსჯელობენ ოჯახზე, ქალთა უფლებებსა და საკუთარ მომავალზე. ისე, დეპარდიე სხვა ფილმებშიც გეყოლებათ შიშველი ნანახი. გაიხსენეთ ბერნერდო ბერტოლუჩის „მეოცე საუკუნე“, ბელტრან ბლიეს „ვალსის მოცეკვავეები“ და სერჟ გენსბურის „მე შენ მიყვარხარ... მე არ მიყვარხარ“... თუმცა შიშველი ფრანგის დიდი დოზით ნახვა მაინც „უკანასკნელ ქალშია“ შესაძლებელი. ასე რომ, თუ ახალგაზრდა დეპარდიეს ფანი ხართ, ეს ფილმი თქვენთვისაა.


ბენ აფლეკი
„დიდების თავბრუსხვევა“ (1995)



თუ თქვენ მოხიბლული ხართ ბენ აფლეკის სამსახიობო ოსტატობით, ალბათ, რიჩ უილქსის ეს ფილმიც მოგეწონებათ, სადაც მსახიობი თქვენ წინაშე რამდენჯერმე წარდგება დედიშობილა. ერთ შემთხვევაში ბენის სიშიშვლეს საშხაპის გამჭვირვალე მინა ფარავს, თუმცა ის სულაც არ შეგიშლით ხელს, კარგად შეათვალიეროთ მსახიობის სხეული. აი, სხვა კადრებში კი უკვე აღარავინ და აღარაფერი ფარავს აფლეკის სიშიშვლეს.


ლეონარდო დიკაპრიო
„სრული დაბნელება“ (1995)



აგნეშკა ჰოლანდის ფილმი ორი გამოჩენილი ფრანგი პოეტის - პოლ ვერლენისა და არტიურ რემბოს ტრაგიკულ ისტორიას მოგვითხრობს. სწორედ ამ უკანასკნელის როლს ასრულებს ლეონარდო დიკაპრიო. ფილმის სცენარს საფუძვლად უდევს არტიურ რემბოს ბიოგრაფია, რომელმაც პრაქტიკულად ბავშვობაშივე მოიხვეჭა სახელი. „სრულ დაბნელებაში“ სრულიად შიშველს ერთდროულად ორ მსახიობს - ლეონარდო დიკაპრიოსა და დევიდ ტიულისს - იხილავთ.


ვენსან პერესი
„უზნეო“ (2000)



ყოველგვარ სირცხვილსა და ტანსაცმელს მოკლებული ვენსან პერესი მთელი ფილმის განმავლობაში უხვად ასაჩუქრებს თავის თაყვანისმცემლებს ღია სცენებით. თქვენ წარმოიდგინეთ, ფილმის ტრეილერიც კი არ გაქცევია სიშიშვლის ჩვენებას. რეჟისორის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან მაქსიმალური სიზუსტით გადმოსცა მე-18 საუკუნის მწერლისა და ფილოსოფოსის  დენი დიდროს სექსუალური განწყობები იმ პერიოდისთვის, როცა ის თავისი აკრძალული „ენციკლოპედიის“ ერთ-ერთ თავს - „მორალს“ წერდა.


კოლინ ფარელი
„ვეფხვების ქვეყანა“ (2000)



საომარი დრამის ყურებისას აზრადაც არ მოგივა, თუ იქ რამე პიკანტურს „გადაეყრები“, მაგრამ თურმე ასეთ ფილმებშიც შეიძლება, ცოტაოდენი ეროტიკა აღმოაჩინო. ფილმში მოქმედება მიმდინარეობს 1971 წლის სექტემბერში, ვიეტნამის ომის დროს. ბანაკში წვრთნიან ახალწვეულებს, რომლებიც მალე ომში უნდა წავიდნენ სამშობლოს დასაცავად. და ამ ჯოჯოხეთური ფაბრიკისა და ცხოვრების ამაოებაზე მსჯელობის ფონზე ეკრანზე გაიელვებს ბუნტარისა და პაციფისტის როლანდ ბოზზის შიშველი სხეული, კოლინ ფარელის შესრულებით.


მაიკლ პიტი
„მეოცნებენი“ (2003)



სიმართლე ითქვას, ბერტოლუჩის ფილმებში ვინ აღარ გაშიშვლებულა... თუმცა ყველაზე დასამახსოვრებელი კადრი სწორედ მაიკლ პიტს ეკუთვნის, რომელსაც მისი მეგობრები აშიშვლებენ. საშინლად სექსუალური დრამა ახალგაზრდა ამერიკელზე, რომელიც გაცვლითი პროგრამით ჩადის პარიზში და კინოზე გადარეულ ორ თანატოლთან ერთად ცხოვრობს, ბერნარდო ბერტოლუჩის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად მიიჩნევა. ისე, მეთიუს როლზე, რომელსაც ასრულებს კიდეც პიტი, ლეონარდო დიკაპრიოსა და ჯეიკ ჯილენჰოლსაც განიხილავდნენ... ასე რომ, სხვა შემთხვევაში რომელიმე მათგანს მაინც ვიხილავდით გაშიშვლებულს.


ჯოზეფ გორდონ-ლევიტი
„იდუმალი კანი“ (2004)



გრეგ არაკის დრამა ჯოზეფ გორდონ-ლევიტს მთელი თავის მშვენიერებით წარმოაჩენს. თუ თქვენ ოცნებობთ, დაინახოთ „ის, რაც დაფარულია“, მაშინ დაუყოვნებლივ შეუდექით ფილმის ყურებას. ის იმედებს ნამდვილად არ გაგიცრუებთ. თუმცა, აქვე გაგაფრთხილებთ, რომ სიუჟეტი არცთუ მარტივია. ეს არის დრამა ორი მოზარდის ტრაგიკულ ისტორიაზე, რომლებიც ბავშვობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი აღმოჩნდნენ. ასე რომ, სანამ ყურებას დაიწყებთ, მაინც დაფიქრდით...


უილიამ დეფო
„ანტიქრისტე“ (2009)



ლარს ფონ ტრიერს არ უყვარს მინიშნებები, მისი ფილმები ყოველთვის პირდაპირი, სასტიკი და ზედმეტად პროვოკაციულია. „ანტიქრისტეში“ მოთხრობილია ახალგაზრდა წყვილის ისტორია, რომელიც შვილის სიკვდილს განიცდის. სულის სიმშვიდის მოსაპოვებლად ისინი საცხოვრებლად ტყეში მდგარ სახლში გადადიან. ამ წუთიდან მათ ცხოვრებაში კოშმარები იწყება. და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სექსის გარეშე ხომ არ ჩაივლის. შიშველ დეფოს არაერთხელ და არაერთი რაკურსით ნახავთ - წინიდან, უკნიდან, გვერდიდან... და საერთოდ, როგორც ისურვებთ! მაგრამ გჭირდებათ კი ეს? თავად გადაწყვიტეთ.


ჯად ლოუ
„დომ ჰემინგუეი“ (2013)



რიჩარდ შეპარდის კომედიაში ლოუს პროფესიონალი მძარცველის როლი ერგო. სეიფების გატეხის ოსტატი 12 წლის შემდეგ ციხიდან გამოდის და გადაწყვეტს, ის ვალი მოითხოვოს, რომელიც მას 12-წლიანი სიჩუმისთვის ეკუთვნის. ჯად ლოუს გმირს დომ ჰემინგუეი ჰქვია. ამ როლისთვის მსახიობმა სპეციალურად მოიმატა რამდენიმე კილოგრამი, რათა თავისი გმირისთვის წონა შეემატებინა (როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით).


შაია ლაბაფი
„ნიმფომანი: პირველი ნაწილი“ (2013)



ვინ აღარ გააშიშვლა თავის ფილმში ლარს ფონ ტრიერმა... მათ შორისაა შაიან ლაბაფიც. ფილმის სლოგანი - „დაივიწყე სიყვარული“, სათაურთან ერთად, მიგვანიშნებს, რომ აქ სიყვარულის ნასახსაც ვერ ნახავთ, ყოველ შემთხვევაში, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ყვავილები და გულები ხელბორკილებით იცვლება, ხოლო პირველი პაემანი მომენტალურად გადადის საწოლის სცენაში. ასე რომ, სად-სად და „ნიმფომანში“ ნამდვილად ნახავთ 10 მსახიობს მაინც, რომლებიც კამერის წინ თავისუფლად შიშვლდებიან.


ჯემი დორნანი
„გრეის ორმოცდაათი ელფერი“ (2015)



ვინმეს ეჭვი ხომ არ ეპარებოდა, რომ ეს ფილმი ამ ჩამონათვალში მოხვდებოდა? ალბათ, უცნაური იქნებოდა, ე.ლ. ჯეიმსის რომანის მიხედვით გადაღებული ეს კინოფილმი შიშველი სხეულების გარეშე დარჩენილიყო. ჯემი დორნანი უტანსაცმლოდ, სულ რაღაც, ორჯერ ჩნდება კადრში. მაგრამ ამ ძალიან ხანმოკლე გაელვების დროსაც კი ცნობისმოყვარე მზერას ადვილად შეუძლია დაინახოს ყველაფერი ის, რაც, ჩვეულებრივ, უცხო თვალისთვის დაფარულია.

დღის ჰოროსკოპი

17 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ 25 წლის იუბილე აღნიშნა

"ჯორჯიან ეარვეისს" საავიაციო ბაზარზე არსებობის 25 წელი შეუსრულდა.
ამბები

სალომე ზურაბიშვილი: ბნელი ძალის ორი პარტიის წარმომადგენლები საზღვარგარეთ გავიდნენ რაღაც ქარტიაზე ხელმოსაწერად, რომ არ გალანძღავდნენ ერთმანეთს, თუმცა თავს ვერ იკავებენ

„ერთი ბნელი ძალის ორი პარტიის წარმომადგენლები საზღვარგარეთ გავიდნენ, ხელი მოაწერეს რაღაც ქარტიაზე იმის ნიშნად, რომ არ გალანძღავდნენ ერთმანეთს, ერთი იდეოლოგიის მატარებლები არიან და თავს ვერ იკავებენ, ერთმანეთსაც ლანძღავენ“.
ამბები

სალომე ზურაბიშვილი: ქვეყანა უნდა იყოს შეკრული, ფიქრი, რომ ერთი პრეზიდენტი გადაარჩენს საქართველოს, წარსულს ეკუთვნის

„მცხეთა სხვადასხვა კუთხით, სიმბოლოთი უნიკალურია, ამასვე მოწმობს ჩვენი ისტორია“, - ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მცხეთაში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
სილამაზე/ჯანმრთელობა

გაჭერით ლიმონი და დატოვეთ საძინებელში...

ყველამ ვიცით, რომ ლიმონი ნუტრიენტებისა და ვიტამინების უშრეტი წყაროა, თუმცა არამხოლოდ...
ამბები

მაია ცქიტიშვილი: „ქართული ოცნებისთვის“, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარება

„ქართული ოცნებისთვის“ მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარება და ისეთი განვითარების საფუძვლის შექმნა, რომელიც ძალიან ბევრი წლის განმავლობაში წაგვიყვანს წინ“, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. 
საკნატუნო ამბები

15-წუთიანი მარტოობა სტრესის დაძლევაში დაგეხმარებათ

თუკი საათის მეოთხედს მარტოობაში გაატარებთ, სტრესიც დაგავიწყდებათ და გაღიზიანებაც გაგიქრებათ. პერიოდულად მარტო დარჩენა ადამიანზე პოზიტიურად მოქმედებს. მთავარია, ეს მარტოობა დიდხანს არ გაგრძელდეს!
დღის ჰოროსკოპი

16 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

სალომე ზურაბიშვილი ყაზბეგელ ამომრჩეველს შეხვდა: მე არ ვარ თერგდალეული, მე სენადალეული ვარ

მე არ ვარ თერგდალეული, მე ვარ სენადალეული და თურმე ეს არის ამ ქვეყანაში დანაშაული,-ასე მიმართა ყაზბეგელებს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ყაზბეგში ამომრჩეველთან შეხვედრისას.
NEW

სალომე ზურაბიშვილი: როგორც კი პრეზიდენტი გავხდები შევკრებ იმ სტუდენტებს, რომლებმაც უცხოეთში ცოდნა სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღეს

როგორც კი ვიქნები არჩეული პრეზიდენტი, შევკრებ ამ ახალგაზრდებს ვინც დაბრუნდება იქაური ცოდნით და გამოცდილებით, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ყაზბეგში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. 
NEW

სალომე ზურაბიშვილი: “ყაზბეგი არის მაგალითი იმისი, რომ შეიძლება ძალიან სწრაფად განვითარდეს რეგიონი”

ყაზბეგი არის მაგალითი იმისი, რომ შეიძლება ძალიან სწრაფად განვითარდეს რეგიონი, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ყაზბეგში განაცხადა.