6 სცენა ფილმებიდან, რომლებშიც მსახიობები რეალურად მთვრალები არიან

კინო

8 აგვისტო 18:00, 2018 წელი

რა თქმა უნდა, არავინ ფიქრობს იმას, რომ, თუ მსახიობი მთვრალ პერსონაჟს განასახიერებს, თავადაც აუცილებლად ნასვამი უნდა იყოს, თუმცა დღეს შემოგთავაზებთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს, როცა სასმელი დაეხმარა არტისტებს როლის ბრწყინვალედ შესრულებაში.

1. „უოლ-სტრიტის მგელი“ - მარგო რობი



ამ ავსტრალიელმა მსახიობმა ძალიან კარგად იცის, როგორ მოახდინოს შთაბეჭდილება. ოღონდ ეგაა, მარტინ სკორსეზეს ფილმში მთავარი როლის მიღებამ ისე აანერვიულა, რომ საკუთარ თავს უფლება მისცა, ერთ-ერთი სცენის გადაღების წინ სამი ყლუპი ტეკილა გადაეკრა. თანაც მარგოს ხომ შიშველს უნდა გადაეღო ლოგინის სცენა თვით ლეონარდო დიკაპრიოსთან! სასმელმა მასზე ისე იმოქმედა, რომ სცენის ბოლოს ლეოს სახეში სილა სტკიცა და უცენზურო სიტყვებითაც გამოლანძღა.


2. „ლას-ვეგასის დატოვებისას“ - ნიკოლას ქეიჯი



ამ ბრწყინვალე ფილმში ნიკოლას ქეიჯის პერსონაჟი ბენ სანდერსონი გამოუსწორებელი ლოთია. სიუჟეტის ცენტრში კი მისი ურთიერთობაა მსუბუქი ყოფაქცევის ქალთან. თვითმხილველები ამბობენ, რომ მსახიობი წინასწარ სვამდა, იღებდა დუბლებს, შემდეგ კი უყურებდა და დიალოგებში კორექტივები შეჰქონდა. სწორედ ამ როლისთვის მიიღო ქეიჯმა კინოკრიტიკოსებისგან უმაღლესი შეფასება.


3. „ველური გოგონები“ - ნივ კემპბელი, მეტ დილონი, დენის რიჩარდსი



ვისაც ნანახი გაქვთ 1998 წელს გადაღებული ეს ეროტიკული ფილმი, ნივ კემპბელისა და დენის რიჩარდსონის გმირების აღვირახსნილი სექსუალური სცენა აუცილებლად გემახსოვრებათ. სცენარის მიხედვით, ნივ კემპბელის გმირი რამდენიმე ყლუპ შამპანურს სვამს. თუმცა თვითმხილველები ირწმუნებიან, რომ მსახიობმა მეტი გაბედულებისთვის პირველი დუბლის გადაღებამდეც მიირთვა სასმელი.


4. „შავი გედი“ - მილა კუნისი და ნატალი პორტმანი



„შავი გედის“ რეჟისორი დარენ არონოვსკი ირწმუნება, რომ მისი ფილმის ვარსკვლავები მილა კუნისი და ნატალი პორტმანი სწორედ ალკოჰოლის დახმარებით მოდუნდნენ და დაძლიეს სირცხვილის გრძნობა სექსუალური სცენების გადაღებისას. საინტერესოა, რომ მილა კუნისმა არ დაადასტურა ეს ინფორმაცია. მისი სიტყვებით, არანაირი ტეკილა არ ყოფილა და მისთვის გაუგებარია, საიდან გაჩნდა ეს ჭორები.


5. „აპოკალიფსი დღეს“ - მარტინ შინი



ფრენსის ფორდ კოპოლას ამ ცნობილ ოპუსში მოვლენები ვიეტნამის ომის ფონზე ვითარდება. მარტინ შინის გმირი საიგონის პირქუშ სასტუმროში ცხოვრობს, წარსულის მოგონებებით სულდგმულობს და ვერ წარმოუდგენია ცხოვრება ომის გარეშე. ამ ჯოჯოხეთში მისი ერთადერთი ნუგეში სასმელია. შინის სიტყვებით, ამ სცენას მისი დაბადების დღეს იღებდნენ და ის მართლაც საკმაოდ მთვრალი იყო. ეს მდგომარეობა დაეხმარა მსახიობს, საუკეთესო დუბლი გადაეღო: მან სასოწარკვეთილმა გატეხა სარკე ფეხით, ნამდვილად დაიჭრა და სისხლით მოისვარა.


6. „ყბები“ - რობერტ შოუ



სტივენ სპილბერგის ეს ფილმი იდეალურია ყველა პარამეტრით. ამჯერად ჩვენთვის საინტერესოა მთვრალების სცენა ნავში, როცა გალეშილი კვინტი იწყებს საუბარს სამხედრო თვითმფრინავების გადამზიდის ტრაგიკული ბედის შესახებ. მოგვიანებით რობერტ შოუმ აღიარა, რომ მან შეძლო და დაარწმუნა რეჟისორი, ნება მიეცა მსახიობებისთვის, ცოტა თვითნახადი არაყი დაელიათ, რათა განწყობა შესაბამისი ყოფილიყო. შედეგად - უკვე მეორე დღესვე დამონტაჟდა საბოლოო ვარიანტი.

კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფისუნია, მანდ რა გინდა?! (10 ფოტო)

ნახეთ, ერთ დღესაც სად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ოთხფეხა მეგობარი. ჰოდა, პრევენციული ზომებიც მიიღეთ...
საკნატუნო ამბები

9 უტყუარი ნიშანი იმისა, რომ კაცი გღალატობთ

კერძო დეტექტივები ამბობენ, რომ ქალის ეჭვიანობის 80%-ის შემთხვევაში კაცის ღალატი დასტურდება.
დღის ჰოროსკოპი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.